106 წლის აბორიგენი ტატუისტი ყველაზე ასაკოვანი ადამიანია, რომელიც Vogue-ის გარეკანზე გამოჩნდა
ფილიპინების მკვიდრი აბორიგენული ტომის წარმომადგენელი, 106 წლის აპო ვანგ-ოდი, ყველაზე ასაკოვანი ადამიანი გახდა, რომელიც პრესტიჟული ჟურნალის, Vogue-ის, გარეკანზე გამოჩნდა. როგორც ჟურნალის ფილიპინური გამოცემის რედაქტორი ბეა ვალდესი ამბობს, რედაქციაში ერთხმად გადაწყვიტეს, რომ ახალი ნომრის ყდაზე სწორედ ვანგ-ოდი ყოფილიყო. მიზანი მარტივია — სილამაზის მრავალფეროვნების ჩვენება.
ვოგის ახალი ვარსკვლავი ფილიპინების ჩრდილოეთით, კალინგის პროვინციის მაღალმთიან სოფელში, ბუსკალანში, ცხოვრობს. იგი მამბაბატოკია — კალინგის ტრადიციული ტატუირების ოსტატი. ტატუირების ეს მეთოდი, რომელსაც ბატოკი ჰქვია, სხეულზე ნახატის ეკლითა და ბუნებრივი საღებავით გამოსახვას გულისხმობს.
თავად ვანგ-ოდს ტატუირების სწავლა 16 წლის ასაკში დაუწყია, დღეს კი თავისი თაობის უკანასკნელ მამბაბატოკადაც მიიჩნევა. მის მშობლიურ ტომში ტატუთი სხვადასხვა რამეს აღნიშნავენ: ძლიერებას, სიმამაცეს, მშვენიერებას. თუმცა, ვანგ-ოდს სხეული არა მხოლოდ თანასოფლელებისთვის, ათასობით ტურისტისთვისაც მოუხატავს.
"ვიფიქრეთ, რომ იგი ზუსტად გამოხატავდა ფილიპინური კულტურის მშვენიერების იდეალებს", — ამბობს რედაქტორი ვალდესი, — "მიგვაჩნია, რომ სილამაზის ცნებას განვითარება სჭირდება, რათა მოიცვას მრავალფეროვანი სახეები და ფორმები. ვიმედოვნებთ, ამით ადამიანობის მშვენიერებასაც წარმოვაჩენთ".
ვანგ-ოდი კი საქმიანობის შეწყვეტას არ გეგმავს — ამბობს, სანამ მხედველობა ხელს შემიწყობს, ტატუირებას განვაგრძობო. თუმცა, მას იმითაც შეუძლია თავი ინუგეშოს, რომ საქმის გამგრძელებლები ჰყავს; რადგან მამბაბატოკს მხოლოდ შთამომავლებისთვის შეუძლია თავისი ცოდნის გადაცემა, ქალი ტატუირების ტრადიციულ ხელოვნებას ახლა თავის დის შვილიშვილებს ასწავლის.
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
კომენტარები