რას ამბობს ელისაშვილის დისშვილი იოსელიანის მოადგილედ დანიშვნაზე
სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა დღეს ახალი მოადგილეები წარადგინა. ელენე ღუდუშაურმა და ნათია ჯულაყიძემ ამ პოსტზე გიორგი ბურჯანაძე და ეკატერინე სხილაძე შეცვალეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ნათია ჯულაყიძე პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დისშვილია და პარტია მოქალაქეების შემწირველია.
- ალეკო ელისაშვილმა პარტია მოქალაქეები ლევან იოსელიანთან ერთად დააფუძნა — ისინი თანაპარტიელები იყვნენ.
დეტალები: ჯულაყიძე პარტია მოქალაქეებსა და არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო მოძრაობაში მუშაობდა.
- როგორც On.ge-სთან ამბობს, მოადგილედ დანიშვნის გადაწყვეტილება ლევან იოსელიანს ეკუთვნის, მიზეზად კი ერთად მუშაობის გამოცდილებას ასახელებს.
- კითხვაზე, ხედავს თუ არა პრობლემას, რომ ის ელისაშვილის ნათესავია, ამბობს, რომ ვერა — "მე შემოთავაზება სახალხო დამცველისგან მივიღე, რომელიც არის იოსელიანი, რომელთანაც არანაირი ნათესაური კავშირი არ მაქვს".
- "მხოლოდ სამსახურებრივად ვიკვეთებოდით წლების განმავლობაში. ლევანს რომ ჰქონდეს რაიმე ნათესაური კავშირი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი პრობლემა იქნებოდა, მაგრამ ის, რომ ახლა მე ნათესაური კავშირი მაქვს მოქმედ დეპუტატთან, არანაირი".
გარდა ამისა, ჯულაყიძეს ვკითხეთ, როგორ შეაფასებს ალეკო ელისაშვილის განცხადებებს, თუკი ის დისკრიმინაციული იქნება.
- "თუკი რაიმე დისკრიმინაციულ ხასიათის განცხადება იქნება, დიდი იმედი მაქვს, რომ არ იქნება, მაგრამ თუ იქნება, ერთ-ერთი პირველი ვიქნები, ვინც კრიტიკულად შეაფასებს ამ განცხადებას";
- "კიდევ უფრო უახლოესი ადამიანები რომ იყვნენ, დამერწმუნეთ, რომ ერთ-ერთი პირველი ვიქნები, ვინც ამაზე ძალიან კრიტიკულ განცხადებებს გააკეთებს. ამის ნამდვილად არ მეშინია, ძალიან დარწმუნებული ვარ ჩემს თავში", — გვეუბნება ის.
ნათია ჯულაყიძე პარტია მოქალაქეების შემწირველია — ჯამში ეს თანხა 16 000-ია.
- ხოლო 2017 წელს მან მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს, 700 ლარი შესწირა.
- ჯულაყიძე ამ თემაზე გვეუბნება, რომ ისევე როგორც პარტიის ყველა წევრი, თვითონაც იყო შემომწირველი — "ძალიან ჩვეულებრივი ამბავია".
- მისივე განცხადებით, 2020 წელს საკმარისი შემოსავალი ჰქონდა, რომ მსგავსი ფინანსური დახმარება გაეწია პარტიისთვის.
ომბუდსმენის აპარატში ის რამდენიმე დეპარტამენტს გაუწევს კოორდინაციასა და ზედამხედველობას, მათ შორის, ბავშვის უფლებათა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების, გენდერის და თანასწორობის.
- გვეუბნება, რომ იმავე თემებზე მოუწევს მუშაობა, რაზეც აქამდეც უმუშავია განსხვავებული ფორმით.
ბიოგრაფია: ის 1996 წლის 30 მაისს დაიბადა. რას შეეხება განათლებას:
-
2014–2018 — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრი;
-
2018–2019 — საფრანგეთის ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის ევროპის პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა;
-
2019–2020 — ნიდერლანდების სამეფოს გრონინგენის უნივერსიტეტი, გაცვლითი პროგრამა, სოციალური და საერთაშორისო საკითხების სამაგისტრო პროგრამა;
-
2018–2021 — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვისა და საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი.
სამუშაო გამოცდილება: 2023 წლის 3 მარტიდან — საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე.
- 2021-2023 წლებში — საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერის აპარატის უფროსი სპეციალისტი;
- 2020-2021 — საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორი;
- 2018–2020 — ევროპის დემოკრატიის ფონდის (EED) პროექტის პროგრამის — საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის მთავარი ოფიცერი;
- 2019–2020 — აშშ-ის დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) პროექტის პროგრამის საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის მთავარი ოფიცერი;
- 2020 წელს — ევროპის დემოკრატიული ფონდის პროექტი – სამოქალაქო მედიის რეპორტერი.
-
გადახედვაუნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი
-
გადახედვაქეთი მესხიშვილი: კი, ყველა რეფორმას, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოებს და არა, ძალადობას, მუქარას, შანტაჟს, დევნას! ქეთი მესხიშვილი: კი, ყველა რეფორმას, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოებს და არა, ძალადობას, მუქარას, შანტაჟს, დევნას!
-
გადახედვასაპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა საპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა
-
გადახედვაუჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს
-
გადახედვაპოლიციელების მხრიდან მოქალაქის ჯგუფურად ცემის ფაქტზე შსს ამბობს, რომ დაზარალებულმა მათი ავტობუსი არ გაატარა პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ჯგუფურად ცემის ფაქტზე შსს ამბობს, რომ დაზარალებულმა მათი ავტობუსი არ გაატარა
-
-
გადახედვაროგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე როგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე
-
გადახედვაკობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები კობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები
-
-
გადახედვამეცნიერებმა მაღალი IQ მემარცხენე იდეოლოგიის ქონას დაუკავშირეს — კვლევა მეცნიერებმა მაღალი IQ მემარცხენე იდეოლოგიის ქონას დაუკავშირეს — კვლევა
-
გადახედვაზურა ჯაფარიძე: პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი, არ ვიცით სად ჰყავთ, რას ედავებიან ზურა ჯაფარიძე: პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი, არ ვიცით სად ჰყავთ, რას ედავებიან
-
გადახედვაბრიტანეთის საელჩო: მიიღეთ ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება ბრიტანეთის საელჩო: მიიღეთ ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება
-
გადახედვაწუხელ, ჭავჭავაძის გამზირზე, ადმინისტრაციული წესით, 11 ადამიანი დააკავეს წუხელ, ჭავჭავაძის გამზირზე, ადმინისტრაციული წესით, 11 ადამიანი დააკავეს
-
გადახედვაგახარიას პარტიის დეპუტატებმა, მუქარის ფაქტის გამოძიებისთვის, პროკურორს მიმართეს გახარიას პარტიის დეპუტატებმა, მუქარის ფაქტის გამოძიებისთვის, პროკურორს მიმართეს
-
გადახედვაჰიპ-ჰოპ არტისტები რუსული კანონის საპროტესტო აქციების მხარდასაჭერ კონცერტს გამართავენ ჰიპ-ჰოპ არტისტები რუსული კანონის საპროტესტო აქციების მხარდასაჭერ კონცერტს გამართავენ
-
გადახედვახაზარაძე აცხადებს, რომ შეიქმნება ფონდი იმ ადამიანის დასახმარებლად, ვისაც ღია პოზიციის დაფიქსირების გამო, საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლებენ ხაზარაძე აცხადებს, რომ შეიქმნება ფონდი იმ ადამიანის დასახმარებლად, ვისაც ღია პოზიციის დაფიქსირების გამო, საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლებენ
-
-
გადახედვასერიალ Baby Reindeer-ის რეალური სტალკერი ნეტფლიქსისთვის ჩივილს აპირებს სერიალ Baby Reindeer-ის რეალური სტალკერი ნეტფლიქსისთვის ჩივილს აპირებს
-
გადახედვარატი ბრეგაძეს თავისი გერმანელი პროფესორი სწერს, გაიწვიონ რუსული კანონი რატი ბრეგაძეს თავისი გერმანელი პროფესორი სწერს, გაიწვიონ რუსული კანონი
-
გადახედვაუჩა აბაშიძე პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს — სახალხო დამცველის აპარატი უჩა აბაშიძე პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაბეჭდების მბრძანებლის ახალი ფილმების მთავარი გმირი გოლუმი იქნება ბეჭდების მბრძანებლის ახალი ფილმების მთავარი გმირი გოლუმი იქნება
კომენტარები