მაკა ბოჭორიშვილი

4 Apr. 2023, 12:52

არ წყდება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხის გამოყენება ხელისუფლებისთვის ბრძოლის ინსტრუმენტად ე.წ. პოლიტიკოსების ნაწილის და ე.წ. აქტივისტების მხრიდან. საქართველოს სტრატეგიული მიზანი, რომელიც 2018 წელს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გავამყარეთ, რასაც მოსახლეობის 80%-ზე მეტი ემხრობა და რომელიც წესით პოლიტიკურ სპექტრს ევროპული იდეის გარშემო უნდა აერთიანებდეს, აქციეთ მოლოტოვის კოქტეილად. 

საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, თავისუფლების, ტერიტორიული მთლიანობის ხელმყოფი ჩრდილოელი მეზობელი, წესით ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლაში რომ უნდა გვაერთიანებდეს, აქციეთ ყველაზე გაუფასურებულ იარლიყად და ყველაფერს დაარქვით რუსული. 

სინამდვილეში არც რუსული კანონები არსებობს, რომელსაც საქართველოს პარლამენტი იღებს, არც რუსული ხელისუფლება, როგორც ამას ცდილობთ, რომ წარმოაჩინოთ, არც რუსული ოცნება, რომელზეც ალბათ თქვენ ოცნებობთ და არც საკნის ნაცვლად საავადმყოფოში განთავსებული სააკაშვილი არის პუტინის პატიმარი. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
  2. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  3. დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
  4. ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე
  5. "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შს მინისტრმა თქვა, რომ პარლამენტის ბლოკირების შემთხვევაში, აქციის მონაწილეებს სისხლის სამართლის მუხლით დააკავებენ

რა ხდება: შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ პარლამენტის ბლოკირების შემთხვევაში, "ყოველგვარი გამონაკლისის…