სალომე სამადაშვილი

4 Apr. 2023, 13:20

მინდა ვუთხრა მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც გადაარჩინეს ჩვენი ქვეყანა. გადაარჩინეს ჩვენი ქვეყანა იმისგან, რომ წართმეოდა მას შანსი საბოლოოდ ევროპული მომავლის და მინდა მადლობა ვუთხრა ლაზარე გრიგორიადისს. ლაზარეს ნაირმა, დიახ, მათ იბრძოლეს საკუთარი ქვეყნისთვის. დღეს ამ ქვეყნისა და მისი ევროპული მომავლის დამცველებს სამარცხვინო იაფფასიანი მედროვეები, მაკა ბოჭორიშვილის მსგავსი, რომელიც 8 წლის მანძილზე მუშაობდა ენმ-ის დროს ევროკავშირში ჩვენს მისიაში, დადიოდა 2012 წელს და ევროპულ ინსტიტუციებში საუბრობდა იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო რუსი ოლიგარქი და დღეს, აქ, ამ დარბაზიდან საუბრობს იმაზე, რომ თურმე მაშინდელი არაფერს არ აკეთებდა ევროინტეგრაციისთვის. მხოლოდ ასეთი ხალხი დაგრჩათ თქვენ ქართულო ოცნება — მედროვე. ხალხი, რომელიც ჩაბარდება ყველა ხელისუფლებას, ნაციონალური მოძრაობის დროს, ნაციონალი იქნება, ქართული ოცნების დროს, ოცნების მსახური იქნება და მათი პირიდან სიმართლე, არასდროს არ ამოვა [...]

მოძალადე ამ ქვეყანაში არის ერთადერთი, მას ჰქვია ქართული ოცნება. იმიტომ, რომ ძალადობა არის, როდესაც ცდილობ შენ, შენს ხალხს, რომ წაართვა კონსტიტუციური უფლება რომელიც მას — იცხოვროს ევროპულ მომავალში. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში დღეს არიან რუსეთის მოკავშირეები, რომლებიც რუსეთის დავალების შესრულებას ცდილობენ, სურთ ჩაშალონ კანდიდატის სტატუსი. დღეს ევროკავშირში ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს ჰყავს უამრავი მეგობარი. ეს მეგობრები დღეს ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გადარჩეს ამ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა. ძალიან მნიშვნელოვანია დღეს საზოგადოებრივი კონსოლიდაცია, ჩვენ ამ ხალხს არ მივცეთ უფლება წაგვართვან შანსი, ვიცხოვროთ ევროპულ საქართველოში. სწორედ ამის გამო, ჩვენ მივესალმებით ყველა ინიციატივას რომელსაც პრეზიდენტი აჟღერებს.

ჩვენ, პარია ლელო და ვფიქრობ, რომ ოპოზიციის უმრავლესობა მზად ვართ იმისთვის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ შანსი არ მოგცეთ, წაართვათ ამ ქვეყანას ევროპული მომავალი, მათ შორის, იმ ხალხის დასჯის გზით, რომელმაც შეაჩერა რუსული თავდასხმა და ხელი შეგიშალათ რუსული კანონის მიღებაში. 

თქვა პარტია ლელოს დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე. სიტყვის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე დაინტერესდა გადაუხდიდა თუ არა მადლობას სალომე სამადაშვილი ლაზარე გრიგორიადიის, "თუ დადასტურდა", რომ მან ბენზინი გადაასხა სხვა ადამიანს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  2. მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
  3. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
  4. რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
  5. რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!

საუკუნეთა მანძილზე პატარა ქრისტიანული ერი, გარშემორტყმული დიდი აგრესიული იმპერიებით, იბრძოდა დამოუკიდებლობისა და…