ალუდა ღუდუშაური

4 Apr. 2023, 14:52

ბატონო შალვა, კერესელიძე, აბა შემომხედეთ და მითხარით, ვისზე ლაპარაკობთ ვინ არის თაღლითი ან რუსეთუმე, აი, ვისზე ლაპარაკობთ ჩემზე საუბრობთ, რომელიმე ჩემს კოლეგაზე? დაასახელეთ აბა კონკრეტულად ვისზე საუბრობთ, ამიტომაც ძალიან გთხოვთ, რომ გამოდიხართ და ასეთ რამეს საუბრობთ, ვიტყოდი, კადრულობთ, უნდა გეყოთ, ომახიანად რომ საუბრობთ, ცოტა მარილიც მოაყაროთ და თქვათ, ვინ არის ასეთი. აბა, დაასახელეთ ერთი, რაში გამოიხატება. შემომხედე და მითხარი, ვინ არის თაღლითი ან ვინ არის რუსეთუმე? ხომ იცით, რომ ასეთ რაღაცებს არავინ გაატარებს აქ...

ჩვენ აქამდე ვხედავდით პოლიტიკურ სვავებს, აი, ეს ადამიანები, ახლა, რომ დაინახეს რაღაც, ასე ვთქვათ, ერთგვარი სუნი იგრძნეს რევოლუციური და აჟიტირებულები დარბიან ეს პოლიტიკური მართლაც ტურები, რამე ხომ არ გეშლებათ ერთი თქვენ, აბა შემთხვევით, კარგად დაფიქრდით და სანამ ეს სიტყვები გაგექცევათ... სხვადასხვა თქვენს პარტიულ ტელევიზიაში რომ დადიხართ და რომ კნავიხართ იქ, კარგად დაფიქრდით და უფრო მეტად დაფიქრდით, ვიდრე ოდესმე დაფიქრებულხართ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
  2. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  3. დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
  4. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  5. ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ