პარლამენტმა თავდაცვის ახალი კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტს 80 მხარდამჭერი და 2 მოწინააღმდეგე ჰყავდა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: სავალდებულო სამხედრო სამსახური და მასთან დაკავშირებული სისტემური პრობლემები არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების კრიტიკის მიზეზი.
- კანონის მთავარი მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტია გირჩი იყო, რომელიც სამსახურის გაუქმებას ითხოვდა — მათ რელიგიური ორგანიზაცია დააფუძნეს, რომელიც სასულიერო წოდების მქონე ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარებოდა.
რა იცვლება თავდაცვის ახალი კოდექსით: დოკუმენტის საბოლოოდ მიღების შემდეგ სავალდებულო სამხედრო სამსახურის სახელწოდება "წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური" იქნება.
- ერთ-ერთი მთავარი იცვლება ისაა, რომ რელიგია სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან გათავისუფლების საფუძველი ვეღარ იქნება.
- "აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხება არაკეთილსინდისიერი ფიქტიური "რელიგიური ორგანიზაციების" შესაძლებლობა, დაეხმარონ ცალკეულ პირებს თავი აარიდონ გაწვევას", — ნათქვამია კოდექსის განმარტებით ბარათში.
- ასევე, წვევამდელებს ჯარის მოხდა მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შეეძლებათ.
- შემცირდება სამხედრო სამსახურის 12-თვიანი ვადა და მის ნაცვლად, შემოთავაზებული იქნება დიფერენცირებული ვადები: საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისათვის — 6 თვე; დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისათვის — 8 თვე; თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის — 11 თვე.
გაწვევა მოხდება ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე, დადგენილი რიგითობის მიხედვით, ელექტრონული სისტემით.
- კანონპროექტის ინიციატორების თანახმად, იგეგმება ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული პირების შრომის ანაზღაურების ზრდაც.
სტუდენტი, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, შესაძლოა, მოხვდეს წვევამდელთა სამხედრო სამსახურში გაწვეულთა სიაში.
- ასეთ შემთხვევაში მას საკუთარი სურვილით შეეძლება, შეარჩიოს და გაიაროს სამხედრო სამსახურის ერთ-ერთი ფორმა — 6, 8 ან 11 თვის ხანგრძლივობით ან ჩაირიცხოს შესაბამის სამხედრო მომზადების პროგრამაზე, რომელიც გულისხმობს ოთხი წლის განმავლობაში სტუდენტის მიერ ზაფხულის პერიოდში შეკრებების გავლას.
- სტუდენტს, რომელსაც 11-თვიანი სამსახურის დასრულების შემდეგ ექნება აკადემიური ხარისხი, მიენიჭება ლეიტენანტის სამხედრო წოდება, ხოლო სამხედრო სამსახურის სხვა ფორმების გავლის შემთხვევაში — რიგითის წოდება.
ჯარის გადავადებისთვის 2000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარის გადახდა იქნება აუცილებელი.
- გაწვევის გადავადების უფლება პირს ექნება მხოლოდ ერთხელ. შესაბამისად, გამოძახების შემთხვევაში, მომდევნო წელს ვალდებული იქნება, გაიაროს სავალდებულო სამხედრო სამსახური.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები