ლევან იოსელიანი

5 Apr. 2023, 01:34

ნათია ჯულაყიძე, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ჩემთან, ჯერ კიდევ არასამთავრობო ორგანიზაციიდან, ის არის ჩემი ერთ-ერთი მოადგილე და ასე ვთქვათ, ის პრეტენზიები თუ უხერხულობა, რაც ამასთან არის დაკავშირებული, ვფიქრობ, აბსოლუტურად უსაფუძვლოა... მე თავად პოლიტიკოსი ვიყავი და შესაბამისად, ადამიანი, რომელიც ჩემთან მუშაობდა პოლიტიკურ პარტიაში, ბუნებრივია, ისიც რაღაცით ამ პარტიასთან იქნებოდა დაკავშირებული. 

ისე როგორც მე, ნათიამაც დატოვა პარტია. მე აღარ ვარ პოლიტიკაში, შესაბამისად არც მე, არც მას, არანაირი კავშირი აღარ გვაქვს პოლიტიკასთან. ეს დანიშვნა არანაირ კანონს არ ეწინააღმდეგება, რაც მთავარია. ნეპოტიზმს რაც შეეხება, ის არ არის ჩემი ნათესავი, ის არის ალეკოს ნათესავი. მე მგონი, ალეკოსთან ნათესაობა არ არის რაღაც განაჩენი ადამიანისთვის, თუ ის არის პროფესიონალი და ის ნამდვილად არის პროფესიონალი. ის კომპეტენტურია და მე მარტო ამ ნიშნით შევთავაზე ამ თანამდებობის დაკავება. დარწმუნებული ვარ, ის თავს ძალიან კარგად გაართმევს. 

ამბობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საზოგადოებრივ მაუწყებელთან. ნათია ჯულაყიძე, რომელიც სახალხო დამცველის მოადგილედ დაინიშნა ალეკო ელისაშვილის დისშვილია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
  2. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  3. დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
  4. "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
  5. ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას

ჩვენ, სკანდინავიური და ბალტიისპირეთის ქვეყნები, მხარს ვუჭერთ საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას,…