თიბისისთან პარტნიორობით ვოკ'ენ'როლი ბათუმში მეორე ფილიალს ხსნის
ახლა უკვე ყველა ბათუმელისთვის საყვარელი ვოკ'ენ'როლის აზიური სამზარეულო ქალაქში პირველად 2020 წელს გამოჩნდა. როგორც მისი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ზურა ქამაშიძე ამბობს, დამწყები ბიზნესისთვის პანდემია ურთულესი გამოწვევა აღმოჩნდა, თუმცა გუნდმა ყველაფერი გააკეთე ბიზნესის გადასარჩენად, ბათუმის ვოკ'ენ'როლი აამუშავა და თიბისის მხარდაჭერით ფილიალი თბილისშიც გახსნა.
"ბათუმში ვოკ'ენ'როლამდე მსგავსი კვების ობიექტი არ არსებობდა. არადა, აზიური სამზარეულო ყველგან ძალიან მოთხოვნადია. პანდემიის სირთულეების დაძლევის შემდეგ ჩვენი კერძები ძალიან მალე გახდა პოპულარული. მომხმარებელთა რაოდენობის სწრაფი მატების შემდეგ, გადავწყვიტეთ თბილისშიც გავხსნილიყავით.
თბილისის ფილიალის გახსნისთვის და საჭირო ინვენტარის შესაძენად თიბისის მივმართეთ. თიბისი გვენდო და ვფიქრობ, ჩვენ მისი ნდობა მალევე გავამართლეთ. როგორც მოსალოდნელი იყო, ვოკ'ენ'როლის კერძებმა დედაქალაქშიც სწრაფად გაითქვეს სახელი და დღეს უკვე სერიოზულად ვფიქრობთ გაფართოებაზე.
რაც სხვა აზიური საკვები ობიექტებისგან განგვასხვავებს, ვფიქრობ, ჩვენი კერძების ხარისხია. მაგალითად, ატრიას ჩვენი შეფ-მზარეულები თავად ამზადებენ. ადგილზე მზადდება ჩვენი ტკბილ-ცხარე, ცხარე თუ ტკბილ-მჟავე სოუსებიც. რეცეპტები, რომლის ბაზაზეც ვმუშაობთ, ცნობილი მზარეულებისგან ვიყიდეთ. მას შემდეგ ვცდილობთ, გემოების თამაშითა და სიახლეების ძიებით ჩვენი სამზარეულო კიდევ უფრო დავხვეწოთ და გავამრავალფეროვნოთ.
განსაკუთრებით მოთხოვნადია ვოკ'ენ'როლის საფირმო ნუდლსი, იგივე ატრია. ატრია ბოსტნეულით, ხორცით, კრევეტებით, ზღვის კოქტეილით. მუდმივი მომხმარებელი ჰყავს, ასევე, ჩვენს სუშის, როლებსა და ბრინჯიან კერძებსაც.
ჩვენი მომხმარებელი, ძირითადად, ახალგაზრდები და დასაქმებული ადამიანები არიან. ლანჩის დროს განსაკუთრებული დატვირთვით ვმუშაობთ, რადგან სამსახურიდან გამოსული ადამიანები საგანგებოდ მოდიან ჩვენი კერძების საჭმელად. ვმუშაობთ შეკვეთებზეც.
ამჟამად ბათუმში 7, თბილისის ფილიალში კი 8 ადამიანია დასაქმებული. თუმცა, თიბისის მხარდაჭერით უკვე ვგეგმავთ ბათუმში კიდევ ერთი ობიექტის დამატებას. ახლო მომავალში კი სწრაფი კვების ობიექტიდან რესტორნად გადაკეთებასაც ვფიქრობთ.
დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვაფასებ, ვხვდები, რომ ადამიანი არასდროს არ უნდა შეეგუოს სირთულეებს, ბოლომდე იბრძოლოს, ბევრი იშრომოს და აუცილებლად მიაღწევს მიზანს".
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები