5 დაუწერელი წესი, რომელსაც ყველა მძღოლი უნდა იცავდეს
იმისთვის, რომ კარგი მძღოლი იყო, მართვის მოწმობის აღება და მხოლოდ საგზაო წესების დაცვა საკმარისი სულაც არ არის. როგორც ადამიანურ ურთიერთობებში, ასევე ავტომობილის მართვის დროსაც არსებობს დაუწერელი კანონები, რომლებსაც ყველა მძღოლი უნდა იცავდეს.
ალბათ, რამდენიმე ასეთი დაუწერელი კანონი შენც გაგახსენდა, ჩვენ კი 5 მათგანის შესახებ გიამბობთ, რომელთა დაცვაც კარგი მძღოლობისკენ გადადგმული ნაბიჯები იქნება.
1. როცა შენ წინ ავტომობილი პარკირებას ცდილობს, უნდა აცადო
წარმოიდგინე, რომ დროში იწვები, მხოლოდ ერთ საპარკინგე ადგილს ხედავ და რეალურად მისი დაკავების საშუალებაც გაქვს, თუმცა სხვა მძღოლები ამის საშუალებას არ გაძლევენ. ალბათ, ბევრი მძღოლისთვის ეს სიტუაცია უცხო არ იქნება და ის უცნობი ადამიანი კარგად გაახსენდება, რომელმაც ბოლოსდაბოლოს დაპარკინგების საშუალება მისცა!
როცა ავტომობილი შენ წინ პარკირებას ცდილობს, უნდა აცადო — ეს ერთ-ერთი დაუწერელი კანონია, რომელიც როგორც სხვა მძღოლს, ასევე შებრუნებულ სიტუაციაში, შენც დაგეხმარება. ამ პროცესში შესაძლოა, რამდენიმე წუთი დაკარგო, თუმცა ერთ-ერთი თავაზიანი წესის დამკვიდრებას ხელს შეუწყობ.
2. როცა საცობში მოხვდები, შენს რიგს უნდა დაელოდო
რიგში დგომა ბევრ ჩვენგანს ყველაზე მომაბეზრებელ მდგომარეობად მიაჩნია. თუ სამსახურიდან დაღლილი ბრუნდები, ერთი სული გაქვს სახლში მიხვიდე და უცებ დიდ საცობში მოხვდი, არ არის გამორიცხული, რიგში გაძრომა-გამოძრომის სურვილი გაგიჩნდეს. რადგან შენ ერთადერთი არ ხარ, ვისაც ეს გენიალური იდეა მოუვიდა, დიდი შანსია, რომ რიგში გადახტომით ხელოვნური საცობი თავადვე შექმნა და საცობის გახანგრძლივებას ხელი შეუწყო.
ამასთანავე, არც სხვა მძღოლების მიმართ პატივისცემა უნდა დაივიწყო, რადგან თავადაც არ გესიამოვნებოდა, ვინმე გაძრომა-გამოძრომის ხარჯზე შენ წინ რომ აღმოჩენილიყო. გახსოვდეს, რომ სხვასაც ისე ეჩქარება, როგორც შენ. უსასრულო რიგი კი უფრო მალე დასრულდება, თუ ამ დაუწერელ კანონსაც დაიცავ.
3. როდესაც შენ წინ ავტომობილი დგას, დისტანცია უნდა შეინარჩუნო
საკუთარი ან სხვისი ავტომობილის დაზიანება არავის გვსურს, თუმცა გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს, შესაძლოა, ეს მხოლოდ სურვილად დარჩეს. საკუთარ თავზე პასუხისმგებელიც რომ იყო, არასდროს იცი, რა ხდება სხვა მძღოლის ავტომობილში ან გზად რა შეიძლება შეგემთხვეს. ამიტომ მოძრაობისას შენ წინ მყოფი ავტომობილისგან დისტანცია უნდა შეინარჩუნო.
მოძრაობისას დისტანციის დაცვა გაუთვალისწინებელ შემთხვევაში სწრაფი რეაგირებისთვის დროს მოგცემს და გადაადგილების დროსაც მშვიდად იქნები. არ დაგავიწყდეს, რომ ავტომობილის მართვა სასიამოვნო პროცესიც უნდა იყოს!
4. როდესაც გაჩერებულ ავტომობილს დაინახავ, მაღალი სიჩქარით არ უნდა ჩაუქროლო
წარმოიდგინე, რომ გზასთან ახლოს გაჩერებულ ავტომობილში ზიხარ, თან არანაირ კანონს არ არღვევ. მშვიდად აღებ ავტომობილის კარს და გადმოსვლა გინდა, ამ დროს კი მაღალი სისწრაფით მომავალი ავტომობილი თითქოს არსაიდან ჩნდება. ალბათ, ასეთ სიტუაციაში არც გაჩერებული და არც მაღალი სისწრაფით მომავალი მძღოლის ადგილას ყოფნა უნდა ვინმეს.
რამდენად გამოცდილი მძღოლიც არ უნდა იყო, მაღალი სიჩქარის გამო ავტომობილის მართვისას სწორი გადაწყვეტილების მიღება შეიძლება ვერ მოასწრო. ამიტომ, როცა გზად გაჩერებულ ავტომობილს დაინახავ, მაღალი სიჩქარით არ უნდა ჩაუქროლო. ასე სხვადასხვა რისკს თავიდან აიცილებ და კიდევ ერთ დაუწერელ კანონსაც ზედმიწევნით კარგად შეასრულებ.
5. დაბოლოს, როდესაც გზას გითმობენ, მადლიერება უნდა გამოხატო
ალბათ, აქამდეც შენიშნავდი, რომ როცა ჩვენს კეთილგანწყობას აფასებენ, სამომავლოდ იმავეს გამეორების ორმაგი მოტივაცია გვიჩნდება. წარმოიდგინე, რომ მთავარ გზაზე გადასვლისას მხოლოდ მეათე მანქანამ გაგატარა, შენ კი ამ ავტომობილის მძღოლს გზის დათმობისთვის მადლობა გადაუხადე. დარწმუნებული იყავი, რომ იმ მძღოლს ძალიან გაახარებდი და შემდეგ შემხვედრს გზას მეტი მონდომებით დაუთმობდა.
ასე რომ, არ დაივიწყო, რომ ავტომობილების მძღოლებს შორისას არსებობს დაუწერელი კანონები, რომლებიც ერთმანეთთანაც გვაახლოებს და მგზავრობის პროცესსაც უფრო უსაფრთხოსა და სასიამოვნოს ხდის.
ალბათ, დაგვეთანხმები, რომ ავტომობილით გადაადგილება მხოლოდ საგზაო წესების დაცვას არ ნიშნავს და სინამდვილეში, მძღოლსაც გააჩნია. საგზაო უსაფრთხოების მიმართულების სოკარი ახალ კამპანიას იწყებს, სახელად მძღოლსაც გააჩნია. კამპანია აქცენტს აკეთებს არა მხოლოდ საგზაო წესების დაცვაზე, არამედ იმ დაუწერელი წესების შესრულებზეც, რომლებიც კარგ მძღოლებს ცუდებისგან განასხვავებს.
კამპანიის ფარგლებში სოკარის მიერ მომზადებულ ვიდეოში ცუდი მძღოლები ფეხით მოსიარულეებად გადაიქცევიან, თუმცა განაგრძობენ ისე მოქცევას, როგორც საჭესთან. როგორც ვიდეოში ხედავ, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, არამედ უბრალოდ კარგად მოქცევა. ეს ყველაფერი ავტომობილის მართვისას თითქოს შეუმჩნეველია, რეალურად კი მძღოლსაც გააჩნია!
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
კომენტარები