ჰარი პოტერის ფილმებში გამოტოვებული 5 პერსონაჟი, რომლის ხილვაც სერიალში გაგვიხარდება
ჰარი პოტერი გამოცემიდან მეოთხედი საუკუნის გასვლის შემდეგაც არ კარგავს პოპულარობას და უკვე ახალი თაობის სიყვარულსაც იმსახურებს. სწორედ ამის გამოა, რომ, გავრცელებული ცნობით, HBO Max პოტერიადის სერიალზე მუშაობს.
იმის მიუხედავად, რომ ამ ამბის დეტალებზე ჯერ წარმოდგენაც არ გვაქვს, ფანებმა უკვე დიდი იმედები დაისახეს — როგორი სურთ, რომ სერიალი გამოვიდეს. ალბათ იმიტომაც, რომ ფილმების სიყვარულის მიუხედავად, ვთანხმდებით, ლეგენდარული ჯადოსნური სამყაროს ეკრანზე გაცოცხლებისას ბევრი რამ დაიკარგა. დაიკარგნენ პერსონაჟებიც, რომელთა ნაწილიც საერთოდ ვერ ვიხილეთ ფილმებში. თუმცა, სერიალი ამის გამოსწორების საშუალებაცაა.
სტატიაში შეხვდებით სპოილერების ჰარი პოტერის წიგნებიდან
1. პოლტერგეისტი პივსი
მერე რა, რომ პოლტერგეისტი პივსი მოჩვენებაა, თანაც, არცთუ კარგი ხასიათის პატრონი — ის ჰოგვორტსის განუყრელი ნაწილია და მისი ოინებიც არაფრით ჩამოუვარდება ტყუპი უისლების ოხუნჯობებს. ეს პერსონაჟი, რომელიც ჰოგვორტსის სტუდენტებს ხან წყლით წუწავს და ხანაც პროფესორებთან აბეზღებს, ნამდვილად იმსახურებდა პოტერიადის ეკრანიზაციაში ყოფნას. სხვათა შორის, მისი როლი ჰარი პოტერის პირველ ფილმში მართლაც იყო გათვალისწინებული, თუმცა, საბოლოოდ, პივსი მაინც ვერ ვიხილეთ ეკრანზე.
2. ავგუსტა ლონგბოტომი
ნევილ ლონგბოტომის პერსონაჟი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შტრიხია ჰარი პოტერის ამბავში. ხოლო იმის ახსნას, თუ რატომ იყო ნევილი ნაკლებად თავდაჯერებული და ცოტათი დაბნეული, მის გამზრდელ ბებიამდე, ავგუსტა ლონგბოტომამდე, მივყავართ.
ფილმებში ავგუსტა რამდენჯერმეა ნახსენები, თუმცა, ეკრანზე იგი არ გვინახავს — ვიცით მხოლოდ მისი ჩაცმულობა, რომელიც ბოგარტთან გამკლავებისას ნევილმა პროფესორ სნეიპს მოარგო. არადა, ავგუსტა მართლა საინტერესო პერსონაჟია — წიგნებიდან შევიტყვეთ, რომ იგი თავისი შვილის, ფრენკის, აურორობით ამაყობდა, შვილიშვილს კი ძალიან მკაცრად ზრდიდა.
აღსანიშნავია, რომ ავგუსტა ლონგბოტომის გამოჩენა ბოლო ფილმში დაგეგმილი იყო — მეტიც, როლის შემსრულებელმა მსახიობმა ნინეტ ფინჩმა რამდენიმე სცენაც გადაიღო, თუმცა, ისინი საბოლოო კინოსურათში არ აღმოჩნდა.
3. ვინკი
შინაური ელფების ხსენებისას პოტერიადის ფანებს უმეტესად დობი ახსენდებათ ხოლმე, ხანდახან — კრიჩერიც. თუმცა, ვინკი, რომელიც მხოლოდ წიგნებშია ნახსენები, არანაკლებ მნიშვნელოვანი გმირი იყო ისტორიაში.
ვინკი კრაუჩების ოჯახის შინაური ელფი გახლდათ, თუმცა, მას შემდეგ, რაც ბარტი კრაუჩ უმცროსის მიერ ჯოხის მოპარვა და გაქცევა გამოეპარა, იგი სახლიდან გააგდეს. ასე აღმოჩნდა ჰოგვორტსის სამზარეულოში, სადაც სხვა "ბედნიერი" ელფებისგან განსხვავებით მუდმივად თვრებოდა და კრაუჩების ოჯახს მისტიროდა. სწორედ მისმა შემხედვარემ გადაწყვიტა ჰერმიონმა, ელფთა დაცვის საზოგადოება ჩამოეყალიბებინა. სხვათა შორის, ცეცხლოვან თასში ვინკი მოგვიანებით კრაუჩების ოჯახის საიდუმლოსაც ამჟღავნებს.
4. ჩარლი უისლი
თავისი უმცროსი ძმებისგან განსხვავებით, ჩარლი პოტერიადის ფილმებში არ გამოჩენილა — ყოველ შემთხვევაში, სიუჟეტში, თორემ უისლების ეგვიპტეში მოგზაურობის ფოტოზე კი მოვკარით თვალი. მართალია, იგი არც წიგნებშია ბევრჯერ ნახსენები, თუმცა, გამორჩეული პერსონაჟი ნამდვილადაა — ბოლოს და ბოლოს, ის ხომ დრაკონებს სწავლობს!
ჩარლიზე ისიც ვიცით, რომ ჰოგვორტსში სწავლისას ნიჭიერი სტუდენტი და გრიფინდორის ქვიდიჩის გუნდის სიკერი იყო. სწორედ ამიტომ, მან დიდი როლი ითამაშა რონის პერსონაჟის ჩამოყალიბებაშიც. ამდენად, საინტერესო იქნებოდა, სერიალში ჩარლისა და მისი დრაკონებისთვის შეგვევლო თვალი.
5. მეროუპ გონტი
მეროუპისა და, საერთოდ, გონტის ოჯახის გამოტოვება ფილმებში ნამდვილად დანაშაული იყო — მომავალი ლორდი ვოლდემორის ოჯახის ამბავი მთლიანი ისტორიის პაზლის აწყობისთვის აუცილებელი დეტალიც კია.
მართალია, გონტები ჰარის დაბადებამდე კარგა ხნით ადრე დაიხოცნენ, თუმცა, რეტროსპექტივით წიგნებიდან მაინც შევიტყვეთ, რომ ისინი სალაზარ სლიზერინის შთამომავლები ყოფილან და წმინდა სისხლის სტატუსით თავიც მოჰქონდათ. ამის მიუხედავად, მეროუპმა ვოლდემორის მაგლი მამა სიყვარულის ელექსირით მოაჯადოვა და სწორედ ასე შექმნა ოჯახი. თუმცა, ჯადოს მოქმედების ამოწურვისთანავე, ეს ოჯახი, რა თქმა უნდა, დაინგრა, პატარა ტომ რიდლი კი ობოლთა თავშესაფარში აღმოჩნდა.
სხვათა შორის, გავრცელებული თეორიის მიხედვით, რომელიც როულინგმაც ნაწილობრივ დაადასტურა, ვოლდემორს სიყვარულის უნარი სწორედ იმიტომ არ შესწევს, რომ თავადაც უსიყვარულო კავშირის შედეგად დაიბადა.
ნახეთ ჩვენი ყველა მასალა ჰარი პოტერზე.
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
კომენტარები