წიგნების კითხვა იმაზე მეტია, ვიდრე ყოველდღიური რუტინა — ნატალი მთავრიშვილი, წიგნების თაროს მონაწილე
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წიგნების თარო მეათე საიუბილეო სტუდენტური სეზონით ბრუნდება. პარტნიორობის ფარგლებში პროექტში მონაწილეობა უკვე 223-მა სტუდენტმა მიიღო, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. წელს გადაცემა ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი განვითარებისა და აღმოჩენების შესაძლებლობას ჰპირდება.
თუმცა, ახალი სეზონის დაწყებამდე საქართველოს ბანკმა გადაწყვიტა, წიგნების თაროს გამორჩეულ მონაწილეებს მათ მიერ პროექტში მიღებულ გამოცდილებებსა და შთაბეჭდილებებზე გასაუბრებოდა.
"წიგნების თაროს ერთგული მაყურებელი პირველივე სეზონიდან გავხდი. ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა კითხვა, ამიტომ, ჩემთვის აღმოჩენა იყო ტელეეკრანიდან პროექტის მონაწილეების გაცნობა — ბავშვების, რომლებსაც განსხვავებული ინტერესების, სურვილებისა და მიზნების მიუხედავად, ერთი საერთო მისწრაფება — წიგნების სიყვარული აერთიანებდათ.
ამ დროს მივხვდი, რომ მინდოდა, მეც ამ ყველაფრის ნაწილი გავმხდარიყავი და მათთან ერთად ახალი შესაძლებლობები აღმომეჩინა", — ასე იწყება საუბარი წიგნების თაროს ერთ-ერთ გამორჩეულ მონაწილესთან, ნატალი მთავრიშვილთან, რომელიც პროექტში მიღებული გამოცდილების შესახებ ჰყვება.
წიგნების თარო ახალგაზრდებისთვის შექმნილი საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ქმნის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას განათლებისთვის, განვითარებისთვის და აღმოჩენებისთვის. პროექტის ფარგლებში გუნდები ერთმანეთს ლიტერატურის, ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროდან კითხვების გამოცნობაში ეჯიბრებიან. გამარჯვებულები კი კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში მიემგზავრებიან.
"წიგნების კითხვა ჩემთვის არასდროს ყოფილა რუტინა, რადგან ბავშვობიდანვე ეს ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ პროცესს წარმოადგენდა. ამ კუთხით კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემთვის წიგნების თაროს პროექტი, რადგან მე და ჩემს თანატოლებს დაგვანახა, რომ წიგნების სიყვარული რაიმე განსაკუთრებულ სუპერგმირის ძალას სულაც არ მოითხოვს, არამედ ის შეიძლება უბრალოდ ძალიან სასიამოვნო, სახალისო პროცესი იყოს ნებისმიერი თაობის ადამიანისთვის", — ამბობს ნატალი და აღნიშნავს, რომ წიგნების თაროში მონაწილეობა ერთ-ერთი საუკეთესო და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იყო, რომელიც მას მიუღია.
"თავდაპირველად პროექტში მონაწილეობა ერთგვარ სასიამოვნო გამოწვევად მიმაჩნდა, თუმცა, დროთა განმავლობაში ამ პროცესმა გარკვეული აზარტიც შეიძინა და მეც მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდე თამაშს. ყოველი გამარჯვების შემდეგ სულ უფრო მემატებოდა მოტივაცია და იზრდებოდა მიზნების მასშტაბურობაც", — გვიხსნის ის. როგორც ნატალი ამბობს, კადრს მიღმა შეძენილი მეგობრები, მხარდამჭერი და სასიამოვნო გარემო ზუსტად ის არის, რაც წიგნების თაროს მონაწილეებსა და პროექტის შემქმნელებს შორის მიკუთვნებულობის შეგრძნებას და ერთიანობის განცდას აჩენს.
"ვფიქრობ, თაროში მონაწილეობამ ჩემი ცხოვრება უკეთესი მიმართულებით წარმართა. ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები დამანახა, თვალსაწიერის და ცოდნის არეალის გაფართოებაში დამეხმარა, მასწავლა გუნდურობა და სამართლიანობა, რაც მთავარია,
შემძინა უამრავი ახალი მეგობარი, რომლებიც თამაშის დროს და მის მიღმაც ჩვენი უდიდესი მხარდამჭერები იყვნენ და არიან", — ჰყვება ის.
როგორც თავად ამბობს, გადაცემისთვის მზადების პროცესი დიდ ძალისხმევას და თავდაუზოგავ შრომას მოითხოვს, თუმცა სირთულეებთან ერთად მონაწილეებს ახალი აღმოჩენების და განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
"ეს არის ემოციებით სავსე და, ამავდროულად, საპასუხისმგებლო პროცესი, რომელიც კიდევ უფრო მეტ კითხვას და ახალი ცოდნის მიღებას მოიაზრებდა, რაც ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის. ამ ყველაფერს კი უფრო მეტად საინტერესოს გუნდელებთან უშუალო ურთიერთობა, თაროელი მეგობრების ჩართულობა და მხარდაჭერა ხდიდა", — განმარტავს ნატალი.
მიღებული გამოცდილების ფონზე კი ამბობს, რომ სამომავლოდ ბევრი გეგმა აქვს, თუმცა მისი მიზანი ერთია, ისწავლოს ბევრი ენა და გარკვეული კუთხით მისი მომავალი ლიტერატურას დაუკავშიროს.
"ამჟამად თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების მეორე კურსზე ვსწავლობ. შესაბამისად, ჩემი მიზანია, ბევრი ენა შევისწავლო, რათა სხვადასხვა ქვეყნის კულტურას გავეცნო, დიდი და მრავალმხრივი ცოდნა დავიგროვო და რაც შეიძლება ბევრი წიგნის წაკითხვა შევძლო ორიგინალში!"
როგორც ნატალი ამბობს, ბავშვობის ოცნებებისა და მისწრაფებების გათვალისწინება არის ის გადამწყვეტი კომპონენტი, რომელიც მომავალი პროფესიის სწორად შერჩევაში გვეხმარება, ამიტომ თანატოლებს, რომლებიც ახლა აბარებენ უმაღლეს სასწავლებლებში, ურჩევს, რომ კარგად დაფიქრდნენ, არ დაივიწყონ საკუთარი ბავშვობის მისწრაფებები და არასოდეს თქვან უარი დიად ოცნებებზე.
დიადი ოცნებების ასრულება კი ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ბევრ ძალისხმევას მოითხოვს და რიგ შემთხვევაში, ექსტერნალური ხელშემწყობი ფაქტორების არსებობასაც საჭიროებს. ამ კონტექსტში საქართველოს ბანკი ერთ-ერთი გამორჩეული აქტორია, რადგან ორგანიზაცია აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდებისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნასა და განათლების ხელშეწყობას.
"ვფიქრობ, საქართველოს ბანკის დახმარებით პროექტში მონაწილეობა უფრო შთამბეჭდავი გახდა, რაც მის ხარისხშიც აისახა. ყოველთვის დასაფასებელია როცა დიდი ორგანიზაცია მსგავს პროექტებს უწყობს ხელს განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ლიტერატურის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდების განვითარებას ეხება. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კი არაერთ თაროელს ოცნებების ასრულების შანსი მიეცა", — აღნიშნავს ნატალი.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი 2020 წლიდან აქტიურად უჭერს მხარს წიგნების თაროს. პარტნიორობის ფარგლებში კი 223-მა სტუდენტმა მიიღო სატელევიზიო პროექტში მონაწილეობა.
ამასთან, საქართველოს ბანკისა და წიგნების თაროს თანამშრომლობით არაერთი ინიციატივა განხორციელდა, მათ შორის შეიქმნა წიგნების თაროს ონლაინ სკოლა მოსწავლეებისთვის, სადაც ახალგაზრდებს უტარდებოდათ არაფორმალური გაკვეთილები და სხვადასხვა კურსები მითოლოგიის, ცივილიზაციების, კოსმოსის, ადამიანის ჯანმრთელობის, რიტორიკული აზროვნებისა თუ საუბრის ხელოვნების მიმართულებით. მთელი ქვეყნის მასშტაბით წიგნების თაროს ონლაინ სკოლაში მონაწილეობა 1336-მა მოსწავლემ მიიღო.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები