პიტერ სტანო

11 Apr. 2023, 18:07

მივიღეთ ცნობად აშშ-ის გადაწყვეტილება მართლმსაჯულების სისტემასთან კავშირში მყოფი ოთხი ქართველი პირის შესახებ. აშშ-ის გადასაწყვეტია საკუთარი პოლიტიკის შესახებ კომენტარის გაკეთება და მართლაც, სახელმწიფო მდივანმა და აშშ-ს ელჩმა საქართველოში ეს უკვე გააკეთეს. მართლმსაჯულების რეფორმა არის 12 პრიორიტეტის ნაწილი, რომელიც კომისიამ განსაზღვრა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მოელიან, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფს სასამართლო სისტემას, რომელიც იქნება სრულად და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი მთელ სასამართლო ინსტიტუციურ ჯაჭვში და გაატარებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიან რეფორმას. ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან, რათა მხარი დაუჭიროს კანონის უზენაესობის, სასამართლო და პროკურატურის დამოუკიდებლობის, მთლიანობისა და ანგარიშვალდებულების, ასევე კორუფციასთან ბრძოლის მცდელობებს.

ასე უპასუხა საგარეო საკითხებში ევროკავშირის სპიკერმა, პიტერ სტანომ ფორმულას კითხვას. 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს კორუფციის გამო სანქციები დაუწესა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
  2. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  3. დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
  4. "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
  5. ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ