სირცხვილიას თქმით, მოსამართლეებს სანქცირებულების მხარდაჭერასა და აშშ-ს გაკრიტიკებას მოსთხოვენ
ამის შესახებ ორგანიზაცია სოციალურ ქსელში წერს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: სირცხვილია ამბობს, რომ უკვე ორი ათწლეულია, რაც სასამართლო სისტემაში დასაქმებული ღირსეული, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მოსამართლეების სახელი და რეპუტაცია მმართველი პარტიისა და სანქცირებულ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის პოლიტიკური კავშირების გამო ილახება.
- მათი განცხადებით, ესმით, რომ უსამართლობასთან დაპირისპირება მარტივი არ არის, თუმცა, თუმცა მოსამართლეები მარტო არ არიან.
- ამბობენ, რომ მზად არიან გვერდით დაუდგნენ და თითოეული მათგანი დაიცვან ზუსტად ისე, როგორც დაიცვეს საქართველო 2023 წლის მარტში, რუსული კანონისგან.
- ზუსტად იმ ფორმით, როგორც ეს 2022 წლის 20 ივნისს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ყველაზე ხალხმრავალ აქციაზე გააკეთეს.
დეტალები: მათი ინფორმაციით, ერთიანობის ილუზიის შესაქმნელად, სანქცირებული მოსამართლეები და მათთან დაახლოებული პირები, შეეცდებიან, მოსამართლეების ნების საწინააღმდეგოდ მოსთხოვონ საჯაროდ დაუჭირონ მხარი სანქცირებულ მოსამართლეებს.
- საჯაროდ გააკრიტიკონ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები (აშშ და ევროკავშირი)
- უარი თქვან საგანმანათლებლო-გაცვლით პროგრამებზე (აშშ-სა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.)
- მათი თქმით, ამ მიზნის მისაღწევად, სანქცირებულ მოსამართლეთა ჯგუფი შეეცდება მოსამართლეებზე გავლენა მოახდინონ სამსახურიდან გათავისუფლების მუქარით;
- დაწინაურებაზე უარის თქმით;
- დაწინაურების შემოთავაზებით;
- მიმდინარე საქმეებიდან ჩამოშორებით;
- იძულებითი მივლინებით ან სხვა ტიპის დისციპლინური სასჯელით.
გარდა ამისა, სირცხვილია ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებებითა და სანქცირებულ მოსამართლეთა ვიწრო ჯგუფის მხარდაჭერით ნათელი ხდება, რომ პოლიტიკური ხელისუფლება აპირებს გააგრძელოს პოლიტიკური მართლმსაჯულების მრავალწლიანი ტრადიცია.
- რომელმაც შეარყია ქართული საზოგადოების ნდობა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ და შეანელა საქართველოს სვლა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ.
- ამბობენ, რომ მმართველი პარტიის უპირობო ერთგულება სანქცირებული მოსამართლეების მიმართ ნერგავს შიშს, ნეპოტიზმსა და კონფორმიზმს სასამართლო სისტემაში.
- "ახალისებს ფარული გარიგების კულტურას, დევნის კრიტიკულ აზრს, აქრობს მოსამართლეთა ინდივიდუალიზმს და ართმევს ქართველ ხალხს ისტორიულ შესაძლებლობას, გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი", — ნათქვამია განცხადებაში.
სირცხვილიას თქმით, უნდა აშენდეს ევროპული სტანდარტების სასამართლო, სადაც მოსამართლეს ექნება საზოგადოების მაღალი ნდობა და პატივისცემა.
- ასევე მოსამართლე აირჩევა და დაწინაურდება კეთილსინდისიერების, კომპეტენციისა და დამსახურების საფუძველზე;
- მოსამართლე გადაწყვეტილებას მიიღებს მიუკერძოებლად, ფაქტებზე დაყრდნობით და კანონის შესაბამისად;
- მოსამართლე თავისუფალი იქნება ზეგავლენისგან, იძულებისგან, დაშინებისგან და პირდაპირი თუ არაპირდაპირი ჩარევისგან;
- მოსამართლეს ვერავინ დაემუქრება საქმიდან ჩამოშორებით, იძულებითი მივლინებით ან სხვა ტიპის დისციპლინური სასჯელით, სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების გამო;
- მოსამართლე დამოუკიდებლად, ფართო დისკუსიისა და კონკურენციის შედეგად, დააკომპლექტებს სასამართლო სისტემის მმართველ ორგანოს და აირჩევს თავმჯდომარეს;
- მოსამართლეს ექნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სტანდარტის შესაბამისი ანაზღაურება და განსახილველ საქმეთა რაოდენობა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები