გიგა ბოკერია

12 Apr. 2023, 16:48

ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული ბრალდებებია სერიოზული რეპუტაციის მქონე მედიისგან. იმ სამყაროში, სადაც ეს ხდება — გაერთიანებული სამეფო, ევროკავშირი, ევროპა, ზოგადად ივანიშვილის რეჟიმისგან განსხვავებით არსებობს კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სამართლებრივი ინსტიტუტები, დამოუკიდებელი სასამართლო. ამიტომ, როგორც ბრალმდებელს შეუძლია, რომ ეს დამოუკიდებელ სასამართლოში შეამოწმოს, ისე ნებისმიერ ადამიანს, ვინც თვლის, რომ ცილი დასწამეს, შეუძლია, რომ ეს საკითხი სასამართლოში წაიღოს და გაარკვიოს ეს ამბავი, ჩვენ ყველანი ვიხილავთ ამ ამბის გაგრძელებას, ალბათ.

ჩემი პერსონალურად და ევროპული საქართველოს კონფლიქტი, დაპირისპირება ბატონ კეზერაშვილთან, ამ სერიოზული ამბის მიუხედავადაც კი არსებობს. ჩვენ, მე ვთვლი, რომ ნებისმიერი მედია-დონორის ან ზოგადად დონორის დიდი გავლენა და ამ ფორმის გავლენა ამ მეთოდებით — კარნახით და რჩევებით — პოლიტიკურ პროცესზე ან პოლიტიკურ სისტემაზე, არის საფრთხე ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და არის პრობლემა ივანიშვილის რეჟიმთან დაპირისპირებაშიც.

ასე ეხმიანება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, რომელშიც დავით კეზერაშვილიც ფიგურირებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. სტუდენტების მიმართვა: "გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, ანუ "ქართული ოცნება" სამუდამოდ მოშორდეს საქართველოს!"3274 ნახვა
  2. ევროპის 4 ქვეყანაში ელექტროენერგია გაითიშა1875 ნახვა
  3. "ისეთი ხმა იყო დარტყმის, დაიშალა საერთოდ აქცია" — რა თქვა გრიგოლ ბესელია მზია ამაღლობელის პროცესზე1809 ნახვა
  4. ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა1712 ნახვა
  5. 17-ით იზრდება იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეეძლებათ — ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, ნიგერია1390 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მეცნიერებმა ლაბორატორიაში "შავი ხვრელის ბომბი" შექმნეს — რას ნიშნავს ეს

დიდ ბრიტანეთში მომუშავე მეცნიერებმა ლაბორატორიაში ე.წ. შავი ხვრელის ბომბი შექმნეს. ამით მათ დეკადების წინ…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~