ახლა — ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად ახალი კამპანია დაიწყო
კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის იწყებს ახალ კამპანიას ახლა.
ახლა, "როდესაც საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს და მიმდინარე წლის ბოლოს მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი", კამპანია მიზნად ისახავს, დამატებითი სტიმული მისცეს საზოგადოების ძალისხმევას, რომ მოითხოვოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო ქმედითი ნაბიჯები და რეფორმები ახლა.
"საქართველო იყო და არის ევროპულ სახელმწიფოთა ოჯახის ნაწილი", — აცხადებენ ორგანიზაციაში, — "ევროკავშირის წევრობისკენ ქართველი ხალხის ურყევი მისწრაფება სწორედ ამ სულისკვეთების გამოხატულებაა. ევროკავშირთან ერთად, საქართველო იქნება უფრო ძლიერი, უსაფრთხო და წარმატებული. ამ მიზანთან საქართველო არასდროს ყოფილა ისე ახლოს, როგორც ახლა!.
"ევროკავშირის წევრობა სარგებელს თითოეულ ქართულ ოჯახს მოუტანს. კვლევებით დასტურდება, რომ ევროკავშირში ახლად გაწევრებულ ქვეყნებში შემცირდა უმუშევრობა, გაიზარდა ხელფასები და პენსიები, იმატა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ. ევროკავშირის ერთიან ევროპულ ბაზარზე წვდომა და ბარიერების გარეშე ვაჭრობა ხელს უწყობს წევრი ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას, რასაც თავის მხრივ მოჰყვება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ამის მაგალითია ლიეტუვა, სადაც ევროკავშირში შესვლიდან 2,5 წელიწადში უმუშევრობა განახევრდა. ეკონომიკური განვითარება, ასევე ხელს უწყობს ხელფასების და პენსიების ზრდას, მაგალითად ბულგარეთში ევროკავშირში შესვლიდან 3 წელიწადში ოჯახების საშუალო შემოსავლები გაორმაგდა. მაღალი ხარისხის ევროპული ჯანდაცვის სისტემა და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება აუმჯობესებს დაავადებების პრევენციას და მკურნალობის ხარისხს — ევროკავშირში შესვლის შემდეგ ესტონეთში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 6 წლით გაიზარდა. საქართველოსაც აქვს ეს შანსი ახლა!
"ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობამ საქართველოსაც გაუჩინა შანსი, თითოეულმა ოჯახმა ისარგებლოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული სიკეთეებით. ქართველმა ხალხმა ევროპული მომავლისკენ საკუთარი მტკიცე და ურყევი არჩევანი არაერთხელ დაადასტურა. ჩვენი შვილების მომავლისთვის, ჩვენი ძლიერი ოჯახებისთვის, მნიშვნელოვანია ქვეყანამ და ხელისუფლებამ ხელიდან არ გაუშვას ეს შესაძლებლობა, არ დაკარგოს დრო და მოიპოვოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ახლა!".
კამპანია ახლა, როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, ბილბორდებზე, ავტობუსებსა და მეტროში ბანერების განთავსებით დაიწყო. მომდევნო თვეების განმავლობაში, ევროინტეგრაციის მხარდამჭერ არაერთ პარტნიორთან ერთად, კამპანია სხვადასხვა არხებისა და ღონისძიებების მეშვეობით საქართველოს მასშტაბით გაიშლება. მაისის თვეში, ევროპის დღის მოახლოებასთან ერთად, კამპანიის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართება.
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
კომენტარები