საქართველოს რეგიონებში ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით თიბისიმ საინფორმაციო კამპანია ჩაატარა
თიბისიმ, ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს რეგიონებში აგროსექტორის და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრები გამართა, სადაც ადგილობრივ ბიზნესებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სრულყოფილად გაეცნოთ, თუ რა საბანკო პროდუქტები და სახელმწიფო პროგრამებია მათთვის ხელმისაწვდომი.
ღონისძიებები მარტსა და აპრილში გაიმართა გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავსა და გურჯაანში. პანელურ დისკუსიებში თიბისისთან ერთად მონაწილეობდნენ წარმომადგენლები პარტნიორი ორგანიზაციებიდან: სოფლის განვითარების სააგენტო, სააგენტო აწარმოე საქართველოში, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა და კომპანია აგრო-კომი.
შეხვედრებს ადგილობრივი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესები, ასევე, საშუალო და მსხვილი ფერმერები და სტარტაპერები ესწრებოდნენ.
"ჩვენი შეხვედრების მიზანი იყო ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა, მათი ინფორმირება იმ მასშტაბური პროექტების და შესაძლებლობების შესახებ, რასაც მათ თიბისი ბანკი სთავაზობს პარტნიორ სახელმწიფო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად", — ამბობს შოთა გონგლაძე, თიბისი სახელმწიფო პროექტების მართვის ხელმძღვანელი, — "ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ გააფართოონ, ან თუნდაც წამოიწყონ ახალი ბიზნესი. თიბისიში არა მარტო ინფორმაციის კონსოლიდაცია ხდება, არამედ სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო და დონორ ორგანიზაციებთან. ამ პროგრამებში ჩართვა კი, თიბისის პროდუქტებთან ერთად მარტივია. გარდა ამისა, ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ უკვე შექმნილი გვაქვს ბიზნესზე მორგებული საბანკო პროდუქტები, რაც პარალელურად სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციების პროგრამებში მონაწილეობას მოიცავს. ჩვენ ვაძლევთ საშუალებას ბიზნესს, მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა და სარგებელი, რაც მას დასაფინანსებელი პროექტის წარმატებით შესრულებაში დაეხმარება".
თიბისი, პარტნიორ სახელმწიფო და დონორ ორგანიზაციებთან ერთად, ფერმერებს და მეწარმეებს არაერთ პროგრამაში ჩართულობას სთავაზობს. მათ შორის: სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ — შეღავათიანი აგროკრედიტების სუბსიდირება და საგრანტო პროექტების თანადაფინანსება; აწარმოე საქართველოში სააგენტოს პროგრამების ფარგლებში — სესხზე დარიცხული სარგებლის სუბსიდირება, ბენეფიციარების მხარდაჭერა სესხზე არასაკმარისი უზრუნველყოფის შემთხვევაში (პროგრამა საკრედიტო საგარანტიო სქემა) და მიკრო და მცირე მეწარმეების საგრანტო პროექტების თანადაფინანსება; USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამით: საგრანტო თანადაფინანსება და ტექნიკური მხარდაჭერა.
შეხვედრებზე მისულმა მეწარმეებმა და ფერმერებმა ყველა ამ პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
"ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია იმ პროგრამების შესახებ, რომლებიც მიზანმიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესების საჭიროებებისკენ, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მათთვის, ეს არის ბიზნესის დაწყება, განახლება, გადაიარაღება გაფართოება და სხვა", — აღნიშნავს ლაშა ბოსტაშვილი, სააგენტოს აწარმოე საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, — "ამ პროგრამების ფარგლებში ჩვენ გვაქვს ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც საჭიროა დღეს ბიზნესების გაძლიერებისთვის — ასეთებია პროცენტის თანადაფინანსება, საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი სესხის უზრუნველყოფისთვის და სხვა".
სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების განვითარების დეპარტამენტის უფროსი მარიამ გელაშვილი ამბობს, რომ მსგავსი შეხვედრები ინფორმაციის გასაცვლელად კარგი საშუალებაა.
"რეგიონებში ასეთი შეხვედრები კარგი საშუალებაა იმისა, რომ კერძო სექტორი და სახელმწიფო უფრო აქტიურად საუბრობდეს და უფრო მეტად ცვლიდეს ერთმანეთში ინფორმაციას", — აცხადებს გელაშვილი, — "ჩვენ მათ მოვუყევით იმ პროექტების შესახებ, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო სთავაზობს ფერმერებს. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა, დამსწრე საზოგადოების მხრიდან ჩართულობა იყო ძალიან მაღალი, რაც სახელმწიფო ორგანიზაციებს და კერძო სექტორს საშუალებას გვაძლევს, რომ იმ პროგრამებში, რომლებსაც ერთობლივად ვახორციელებთ ან შეიძლება მომავალში დავნერგოთ, სწორად გავითვალისწინოთ მეწარმეების სატკივარი თუ საჭიროებები".
პროგრამის დიზაინს ბიზნესის გაძლიერების საშუალებად მიიჩნევს USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის წარმომადგენელი ვერიკო ხომერიკიც.
"სამიზნე აუდიტორია, რომელიც ამ შეხვედრებს ესწრებოდა, ჩვენს პოტენციურ ბენეფიციარებს ემთხვევა", — ამბობს ხომერიკი, — "ამიტომ ჩვენი განმცხადებლებისთვისაც მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ ინფორმაცია იმაზე, თუ რა ტიპის სასესხო პროდუქტებით შეუძლიათ ისარგებლონ ბანკში და პირიქით, თიბისის კლიენტებისთვისაც მნიშვნელოვანია, იცოდნენ მეტი ჩვენი საგრანტო კონკურსების და ზოგადად, პროექტის საქმიანობს შესახებ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კერძო სექტორთან ურთიერთობა. ამ პროგრამის დიზაინი კი ისეთია, რომ ბიზნესის გაძლიერებას ნამდვილად უწყობს ხელს".
გარდა ამ ფინანსური პროგრამებისა, თიბისი მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართულ ადამიანებს სთავაზობს მხარდაჭერას ტექნოლოგიების შემოტანასა და დანერგვაში, კონსულტაციებს და გამოცდილების გაზიარებას მათთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზე.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები