BBC ქოლცენტრების თემაზე 47-წუთიან გამოძიებას აქვეყნებს — რა გავიგეთ ახალი
მილტონის ჯგუფის მილიარდიანი თაღლითობის შესახებ ვრცელი საგამოძიებო სტატიის შემდეგ BBC ამავე თემაზე 47-წუთიან ფილმს აქვეყნებს. ფილმი კვალდაკვალ მიჰყვება ჟურნალისტს, სიმონა ვეინგლასს, რომელიც საქმეში ჩართულ სხვადასხვა მხარეს ესაუბრება და ცდილობს, ფარდა ახადოს ბიზნესმენების ჩრდილოვან ქსელს, რომლებიც გლობალური თაღლითობის უკან დგანან.
გამოძიება წელზე დიდხანს გრძელდებოდა. ფილმი გადაღებულია შვედეთში, ესპანეთში (სევილია), საქართველოში (თბილისი), გერმანიაში (ბამბერგი) ბრიტანეთში (ლონდონი) და აშშ-ში (ვაშინგტონი).
ფილმის რესპონდენტები არიან: შიდა ინფორმატორი — ამჟამად მოწმეთა დაცვის პროგრამით მოსარგებლე მილტონ ჯგუფის ყოფილი თანამშრომელი, პოლიცია (როგორც ქართული, ისე გერმანული), ჟურნალისტები, მსხვერპლები და გამომძიებლები.
მნიშვნელოვანი დეტალები
ჟურნალისტი სიმონა ვაინგლასი სამი წლის წინ შვედური გაზეთის, Dagens Nietzs-ის საერთაშორისო გამოძიებაში მონაწილეობდა. სწორედ მაშინ გაიგო საზოგადოებამ მილტონ ჯგუფის შესახებ. იმ დროს ჟურნალისტებს ინფორმაციის მოპოვებაში კიევის ოფისში ჩანერგილი აგენტი ეხმარებოდა. ჟურნალისტური მასალების გამოქვეყნების შემდეგ, ინფორმატორმა მოწმეთა დაცვის პროგრამით ისარგებლა. სწორედ ის არის ფილმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესპონდენტი.
რას ამბობს მილტონის ყოფილი თანამშრომელი:
- ალექსის (სახელი შეცვლილია) თქმით, თაღლითობის მასშტაბები ერთ მილიარდ დოლარს აღწევს (2017 წლიდან მოყოლებული).
- მისივე ინფორმაციით, მილტონის კლიენტების 100%-მა დაკარგა ფული და არც ერთი ცენტი არ მოხმარებია რეალურ სავაჭრო ოპერაციას.
- მილტონის ქსელში 152 ბრენდია. ამ ბრენდების ერთმანეთთან კავშირი იქიდანაც ჩანს, რომ მათ ვებსაიტებს ერთი და იგივე სტრუქტურა, ანგარიშში შესვლის გვერდი, გადახდის გვერდი და კოდი აქვთ.
ჟურნალისტი ექსპერიმენტის სახით მიმართავს მილტონის ქსელში შემავალ ერთ-ერთ კომპანიას Coinevo-ს და თავად გადის იმ გზას, რომელსაც მსხვერპლები გადიან. დეპოზიტის სახით ის 500 დოლარის ღირებულების ბიტკოინს ათავსებს. დასარეგისტრირებლად სიმონა ყალბ პასპორტს იყენებს, ამ ფაქტის აღმოჩენის შემდეგ კი Coinevo მასთან ურთიერთობას საკმაოდ უხეში ფორმით წყვეტს, თუმცა გადახდილი ფული უკვე სისტემაშია, რაც ინფორმაციის შეგროვების საშუალებას იძლევა.
გაჰყევი ფულს
ფილმის ერთ-ერთი რესპონდენტი გერმანიის ქალაქ ბამბერგის საჯარო პროკურორი. ნინო გოლდბეკია. ბამბერგში კიბერდანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი დანაყოფი დახვეწილ ტექნოლოგიებს იყენებს თაღლითობით მოპოვებული ფულის ნაკადების შესასწავლად.
პროკურორი ყვება, რა მეთოდებს იყენებენ მსგავსი დანაშაულების გამოსაძიებლად.
"წარმოვიდგინოთ, რომ გვყავს ერთი რომელიმე პლატფორმის მსხვერპლი და ვიცით, რომ მან გერმანიის ერთ-ერთი ბანკის ანგარიშზე გადარიცხა თანხა. შემდეგ ვიძიებთ ამ კომპანიის ანგარიშის ტრანზაქციებს და ვხედავთ, რომ სხვა უამრავი დაზარალებულიც ფიგურირებს გერმანიიდან, ავსტრიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და საფრანგეთიდან. თუმცა ეს შემთხვევები ჯერაც არაა საჯაროდ გაცხადებული. ჩვენი მთავარი პრობლემა ისაა, რომ მხოლოდ იმ ქეისებს ვხედავთ, რომელთა შემთხვევაშიც მსხვერპლებმა ხმის ამოღება არჩიეს. მტკიცებულებების შეგროვებას წლები სჭირდება. ახლა საკმაოდ წინ ვართ და სამი წლის შემდეგ დამნაშავე ფიგურების დაკავებაც შეგვიძლია, ისევე, როგორც თაღლითების მასშტაბური ქსელების გამოაშკარავება".
რა არის ნათქვამი ფილმში თბილისში არსებულ ქოლცენტრებსა და დავით კეზერაშვილზე?
როცა მილტონის ყოფილი თანამშრომელი ჯგუფიდან ინფორმაციის გამოტანაზე მუშაობდა, მან საიდუმლოდ ჩაიწერა 2020 წლის წინასაახალწლო კორპორაციული წვეულება. ვიდეოში ისმის, რომ სცენაზე უხმობენ დავით თოდუას, რომელსაც მილტონის "დამაარსებელ მამას" უწოდებენ.
წინასაახალწლო წვეულებიდან ორი წლის შემდეგ დავით თოდუამ ახალი ქოლცენტრი გახსნა კიევში, რომელიც მილტონის "წამყვანი" ბრენდის, EverFX-ის გაყიდვებს ემსახურებოდა. უკრაინა გლობალური ოპერაციისთვის მნიშვნელოვანი წერტილი იყო, სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა. ამის შემდეგ ქოლცენტრის თანამშრომლებმა ქვეყანა დატოვეს, ოპერაციის ბირთვმა კი თბილისში გადმოინაცვლა.
თბილისში სიმონა iFact-ის გამომძიებელ ჟურნალისტს, ნინო ბაქრაძეს ხვდება. თავდაპირველად მას უკვირს, რომ ქოლცენტრები ისევ ფუნქციონირებენ თბილისში, თუმცა მომდევნო შეხვედრაზე ნინო BBC-ის ჟურნალისტს ახალ ინფორმაციას აწვდის ერთ-ერთი მოქმედი თაღლითური კომპანიის, MG Capital-ის შესახებ, რომლის დამაარსებელიც იოსებ მგელაძეა.
იოსებ მგელაძე და დავით თოდუა საქმიანი პარტნიორები არიან: იოსებ მგელაძე MG Capital-თან ერთად სხვა კომპანიასაც ფლობს, რომლის თანადამფუძნებლები რატი ჭელიძე და გურამ გოგეშვილი არიან. რატი ჭელიძე ფლობდა კომპანია Naspay-ს, რომელიც მილტონ ჯგუფის ბრენდებს ტექნიკურ უზრუნველყოფას უწევდა, ეს კომპანია მან დავით თოდუას მიყიდა. გარდა ამისა, ძირითადი ოპერაციები EverFX-სთვის, სადაც იოსებ მგელაძე მაღალ თანამდებობას იკავებდა, იმავე ოფისიდან ხორციელდებოდა, სადაც დავით თოდუას კიევური ოფისი იყო განლაგებული.
2016 წელს გაჟონილ პანამის დოკუმენტებში იოსებ მგელაძე, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი და მაიკლ ბენიმინი საქმიან პარტნიორებად ფიგურირებენ. ისინი მილტონთან არდაკავშირებული მრავალი კომპანიის დამფუძნებლები არიან. ამ კომპანიებს საერთო მისამართი აქვთ — ჭავჭავაძეზე განლაგებული პიქსელის შენობა.
ათასობით დოკუმენტის შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამ კომპანიების დიდი ნაწილი დარეგისტრირებული ან დაფუძნებულია დავით კეზერაშვილის მიერ. ასევე BBC-ის თანახმად, მისი მეტსახელი "მისტერ ოფშორია". ზემოთ დასახელებული პირები კეზერაშვილის მიერ დაარსებულ არამილტონურ კომპანიებში მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ.
BBC-ის ჟურნალისტი გერმანული და ქართული პოლიციის მიერ თბილისში ქოლცენტრების რეიდსაც დაესწრო. ქოლცენტრის თანამშრომლები კამერასთან საუბარს თავს არიდებდნენ ან ამბობდნენ, რომ არც ერთი სიტყვა არ ესმით.
რეიდის შემდეგ იოსებ მგელაძემ პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ მისი კომპანია მხოლოდ ფართის გაქირავებით იყო დაკავებული და კავშირი არ ჰქონდა უშუალოდ ბიზნეს-ოპერაციებთან, თუმცა იოსებ მგელაძე ამ კომპანიის დამაარსებლად არის გაფორმებული. იოსებ მგელაძემ დავით კეზერაშვილთან კავშირზეც ისაუბრა:
"დათო კეზერაშვილი ჩემი კურსელია. პირველი კურსიდან ვმეგობრობთ, დღემდე გრძელდება ჩვენი მეგობრობა. ნამდვილად ვიყავი მის საინვესტიციო კომპანიაში, უფრო სწორად, არ ვიცი რამდენად იყო მისი, მაგრამ იყო დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. კომპანია იყო „უნივერსალ კაპიტალ გრუპი“, სადაც წლების წინ ვიყავი დირექტორი, და რა თქმა უნდა, კეზერაშვილთან ვიყავი ანგარიშვალდებული. თუმცა დღეს პარტნიორული ურთიერთობა მე დათო კეზერაშვილთან არ მაქვს, მაგრამ არასოდეს არ უარვყოფ მასთან მეგობრობას. ისევე, როგორც „ქართული ოცნების“ ბევრ მაღალჩინოსანთან".
რაზე დაყრდნობით ამბობს BBC, რომ კეზერაშვილი ოთხეულთან და მილტონ ჯგუფის კომპანიებთან არის დაკავშირებული?
- კეზერაშვილი დაკავშირებულია კომპანიასთან, რომელიც EverFX-ს ფლობდა.
- მისი ვენჩურული კაპიტალის კომპანია ფლობდა ბრენდინგსა და ვებსაიტს ტექ კომპანიისთვის, რომელმაც EverFX-ს სავაჭრო პლატფორმა და ვებსაიტი აუწყო.
- მეილ-სერვერები კეზერაშვილის პერსონალური კომპანიებისათვის იმავე კერძო სერვერებზეა განლაგებული, სადაც EverFX და მილტონის ქსელში შემავალი სხვა კომპანიებიც არიან.
- კეზერაშვილს ეკუთვნის შენობა კიევში, სადაც მთავარი ქოლცენტრი 2020 წელს გადავიდა, სადაც ოთხეულის სხვა კომპანიების სათავო ოფისებიც იყო განლაგებული.
- კეზერაშვილის ფოტოებში ხშირად ფიგურირებენ მილტონის ჯგუფის მაღალჩინოსნები.
- მისი სოციალური ქსელის ანგარიშები მილტონის ქსელში შემავალი თაღლითური კომპანიების პოსტების პოპულარიზაციას ხმარდება.
- კეზერაშვილი ფეისბუქზე მილტონის მინიმუმ 45 მაღალჩინოსანთან მეგობრობს.
- მაიკლ ბენიმინი მისი ბიძაშვილია.
კეზერაშვილი, ჭელიძე, გოგეშვილი და მგელაძე თაღლითობის სქემასთან რაიმე კავშირს უარყოფენ. მაიკლ ბენიმინმა BBC-ის კითხვებს არ უპასუხა.
EverFX-მა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ის კანონიერ, რეგულირებულ პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც მკაფიოდ განმარტავს ინვესტიციის რისკებს.
-
გადახედვა"დღეს დავტოვე განცხადება და წამოვედი. მე არ ვეთანხმები ხელისუფლების კურსს" — ივლიანე ხაინდრავა "დღეს დავტოვე განცხადება და წამოვედი. მე არ ვეთანხმები ხელისუფლების კურსს" — ივლიანე ხაინდრავა
-
გადახედვა19:00 საათზე სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას მარშით შეუერთდებიან 19:00 საათზე სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას მარშით შეუერთდებიან
-
გადახედვამასშტაბური კვლევის მიხედვით, ინტერნეტი კეთილდღეობასთან ასოცირდება მასშტაბური კვლევის მიხედვით, ინტერნეტი კეთილდღეობასთან ასოცირდება
-
გადახედვაDRI: აქციის მონაწილეთა მიმართ გამოყენებული ფიზიკური ანგარიშსწორება ვერ ჩაითვლება კანონიერ საპოლიციო ღონისძიებად DRI: აქციის მონაწილეთა მიმართ გამოყენებული ფიზიკური ანგარიშსწორება ვერ ჩაითვლება კანონიერ საპოლიციო ღონისძიებად
-
გადახედვამნიშვნელოვანი განმარტება სავიზო სააპლიკაციო ცენტრის დროებით დაკეტვასთან დაკავშირებით — ბრიტანეთის საელჩო მნიშვნელოვანი განმარტება სავიზო სააპლიკაციო ცენტრის დროებით დაკეტვასთან დაკავშირებით — ბრიტანეთის საელჩო
-
გადახედვაკახა კალაძე: როგორ შეიძლება, მე ან ჩვენს თანაგუნდელებს გვინდოდეს რუსეთი. წარსულში მინდა დავაბრუნო ჩემი შვილები? კახა კალაძე: როგორ შეიძლება, მე ან ჩვენს თანაგუნდელებს გვინდოდეს რუსეთი. წარსულში მინდა დავაბრუნო ჩემი შვილები?
-
გადახედვაძვირფასო მთავრობავ, შეაჩერეთ ეს კანონი. თუ არ გაიწვევთ, ვერ ვხედავ პირობებს საქართველოს ნათელი მომავლისთვის — მიხაელ როთი ძვირფასო მთავრობავ, შეაჩერეთ ეს კანონი. თუ არ გაიწვევთ, ვერ ვხედავ პირობებს საქართველოს ნათელი მომავლისთვის — მიხაელ როთი
-
გადახედვარა გავიგეთ ოპოზიციონერებისგან თბილისში ვიზიტად მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ რა გავიგეთ ოპოზიციონერებისგან თბილისში ვიზიტად მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ
-
გადახედვასაზღვაო აკადემიის ადმინისტრაციამ სტუდენტების ნაწილი აუდიტორებში ჩაკეტა და მათ გაფიცვის უფლებას არ აძლევენ — მედია საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციამ სტუდენტების ნაწილი აუდიტორებში ჩაკეტა და მათ გაფიცვის უფლებას არ აძლევენ — მედია
-
გადახედვაივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები, რუსული კანონის საწინააღმდეგოდ, სტუდენტურ გაფიცვას უერთდებიან ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები, რუსული კანონის საწინააღმდეგოდ, სტუდენტურ გაფიცვას უერთდებიან
-
გადახედვავაგრძელებთ დაკავებულთა მოძიებას — სახალხო დამცველის აპარატი ვაგრძელებთ დაკავებულთა მოძიებას — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საზღვაო აკადემიის სტუდენტები ადმინისტრაციას გაფიცვისკენ მოუწოდებენ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საზღვაო აკადემიის სტუდენტები ადმინისტრაციას გაფიცვისკენ მოუწოდებენ
-
გადახედვაპოლიცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებს პოლიცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებს
-
გადახედვარუსეთი და სომხეთი რუსი მესაზღვრეების გაყვანაზე შეთანხმდნენ რუსეთი და სომხეთი რუსი მესაზღვრეების გაყვანაზე შეთანხმდნენ
-
გადახედვასპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეებზე ძალის გადამეტების ფაქტებზე, გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეებზე ძალის გადამეტების ფაქტებზე, გამოძიება დაიწყო
-
გადახედვასხდომის დაწყებიდან 1 წუთში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღო სხდომის დაწყებიდან 1 წუთში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღო
-
გადახედვაპოლიციის მხრიდან, კვლავ დაფიქსირდა მოქალაქეთა მიმართ რამდენიმე არასათანადო მოპყრობის ფაქტი — სახალხო დამცველი პოლიციის მხრიდან, კვლავ დაფიქსირდა მოქალაქეთა მიმართ რამდენიმე არასათანადო მოპყრობის ფაქტი — სახალხო დამცველი
-
გადახედვაპარლამენტთან მდგომარეობა კვლავ დაიძაბა — მშვიდობიან მანიფესტანტებს სპეცრაზმელები დაუპირისპირდნენ, არიან დაკავებულები პარლამენტთან მდგომარეობა კვლავ დაიძაბა — მშვიდობიან მანიფესტანტებს სპეცრაზმელები დაუპირისპირდნენ, არიან დაკავებულები
-
გადახედვა"დილა მშვიდობისა, თბილისი!" — ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი საქართველოშია "დილა მშვიდობისა, თბილისი!" — ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი საქართველოშია
-
გადახედვამოვუწოდებთ შს მინისტრს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება კადრებზე, სადაც ჩანს, თუ როგორ უსწორდებიან სპეცრაზმელები მოქალაქეს — საია მოვუწოდებთ შს მინისტრს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება კადრებზე, სადაც ჩანს, თუ როგორ უსწორდებიან სპეცრაზმელები მოქალაქეს — საია
-
გადახედვადეპუტატები პარლამენტში მიდიან — ისინი საკანონმდებლო ორგანოში გვერდითა შესასვლელებიდან შედიან დეპუტატები პარლამენტში მიდიან — ისინი საკანონმდებლო ორგანოში გვერდითა შესასვლელებიდან შედიან
კომენტარები