რას წერს პროკურატურა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე
პროკურატურა ეხმაურება ევროჯასტის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ჩატარებულ სპეციალურ ღონისძიებასთან დაკავშირებით.
რა წერია ევროჯასტის განცხადებაში: Eurojust-მა და Europol-მა მხარი დაუჭირეს ახალ კოორდინირებულ მოქმედებას თაღლითური ონლაინ საინვესტიციო პლატფორმის წინააღმდეგ, რომლის სამიზნე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მინიმუმ 33 000 მოქალაქე გახდა, დაახლოებით 89 მილიონი ევროს დანაკარგით.
- გერმანიის ხელისუფლების მოთხოვნით, მარტში 5 ეჭვმიტანილი დააკავეს, ბულგარეთში, რუმინეთსა და ისრაელში კი 15 ლოკაცია გაჩხკირეს, მათ შორის ხუთი არალეგალური სატელეფონო ცენტრი.
- მათი თქმით, ეს ოპერაცია 2021 წელს ონლაინ თაღლითობის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების გაგრძელებაა — თაღლითობის სქემა, სავარაუდოდ, 2019-დან 2021 წლამდე მოქმედებდა, 2021 წელს ოპერაციებში ეჭვმიტანილებმა ან მათმა თანამოაზრეებმა კი ახლახან შექმნეს ქოლ-ცენტრები ბულგარეთში და რუმინეთში.
რას ამბობს პროკურატურა: უწყების განმარტებით, საქართველოს ტერიტორიაზე ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებები, პროკურატურისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი სტრუქტურების შესაბამის წარმომადგენლების ჩართულობითა და სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი ქსელის, ევროჯასტის მხარდაჭერით იგეგმებოდა.
-
კერძოდ ბულგარეთში, რუმინეთში, ისრაელში და საქართველოში, რის შედეგადაც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე დაკავებულია, შესაძლო დანაშაულში მონაწილე 5 პირი.
- აქვე პროკურატურა იხსენებს, რომ ე.წ თაღლითური ქოლ-ცენტრების და ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილე პირთა გამოვლენის მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე 2021 წლის ოქტომბერსა და 2022 წლის ნოემბერში ჩატარდა ღონისძიებები.
- რის შემდეგაც დააკავეს დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელები და ათეულობით წევრი, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო დანაშაულში მონაწილე იურიდიული პირების მიმართ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ე.წ ქოლცენტრების ირგვლივ საქართველოში არაერთი წელია განხილვა მიდის, რა დროსაც ხშირად ჟღერდებოდა ბრალდებები ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის მიმართ.
- ეს საკითხი განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც BBC-მ გამოძიება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც თაღლითობის გლობალურმა ქსელმა მილიარდ დოლარზე მეტი მიითვისა.
- BBC Eye-მ დაადგინა ბიზნესმენების ქსელი, რომლებიც, გამოცემის ვარაუდით, ამ თაღლითურ ქსელს მართავს — მათი მტკიცებით, საქმეში ფიგურირებს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი.
- კეზერაშვილთან ინტერვიუს ჩაწერა BBC-მ ვერ შეძლო, მან გამოცემას ადვოკატების მეშვეობით განუცხადა, რომ კატეგორიულად უარყოფს რამე კავშირს მილტონის ჯგუფთან და თაღლითურ სქემებთან.
დეტალები: ნოემბერში, BBC Eye თან ახლდა გერმანიისა და საქართველოს პოლიციას თბილისში ქოლ-ცენტრის დარბევისას.
- გამოცემა აცხადებს, რომ თბილისის ოფისში შეღწევისას კომპიუტერების ეკრანზე ნახეს ბრიტანული ტელეფონის ნომრების მთელი წყება. ისინი გაესაუბრნენ რამდენიმე მათგანს, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ახლახან ჩადეს ფული საქმეში.
- ერთ-ერთ მაგიდაზე იპოვეს ჩანაწერების სია, შემდეგი დეტალებით: "სახლის პატრონი, არანაირი პასუხისმგებლობა"; "50 ათასი დანაზოგი"; "პოლონეთიდან, ბრიტანეთის მოქალაქე"; "50 ათასი აქციები."
გამოძიება: გამოძიებისას გამოააშკარავეს 152 ბრენდი, მათ შორის Milton Group, რომლებიც, როგორც ჩანს, თაღლითური ქსელის ნაწილია.
- BBC Eye-მ დაიწყო მილტონის ჯგუფის კორპორატიული დოკუმენტების შესწავლით და ჯგუფის კომპანიებს შორის გარკვეული კავშირები გამოავლინა.
- Milton-ის სავაჭრო პლატფორმების დირექტორებად ან მხარდამჭერი ტექნიკური კომპანიების სიაში 5 სახელი გამოიკვეთა — დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენმინი.
- გამოცემის ვარაუდით, ამ კომპანიების უკან დგას დავით კეზერაშვილიც, მაგრამ არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტები, რომლებიც კეზერაშვილს ქსელთან დააკავშირებს — თუმცა, მისი სახელი ფიგურირებს პანამას დოკუმენტებში, როგორც თაღლითურ ქსელთან დაკავშირებული კომპანიის ერთ-ერთი დამაარსებლის ან მეწილის.
- BBC-ის ცნობით, გამოცემას Milton-თან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა კონფიდენციალურად უთხრა, რომ მათ ჰქონდათ პირდაპირი ურთიერთობა კეზერაშვილთან და იცოდნენ, რომ იგი Milton Group-ში იყო ჩართული.
რა თქვა კეზერაშვილმა: მან უარყო ყოველგვარი კავშირი ე.წ. ქოლ ცენტრებთამ და ხაზი გაუსვა, რომ BBC-თან ბევრი შეკითხვა აქვს და აპირებს გამოიყენოს სამართლებრივი ბერკეტები, რომ "მათი არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად მიღებული დაშვებების სიმცდარე დაადასტუროს".
- "ასევე ყოველთვის გამოვთქვამდი მზადყოფნას და დღესაც მზად ვარ, ე.წ. ქოლ ცენტრების თემაზე ევროპული ქვეყნების საგამოძიებო სტრუქტურებთან თანამშრომლობისთვის, მით უმეტეს, რომ ჩემი, როგორც პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი პირის, საცხოვრებელი ადგილი სწორედ დიდი ბრიტანეთია, რომლის მართლმსაჯულების სისტემის სანდოობაში ეჭვი არავის ეპარება", — დაწერა მან.
-
გადახედვაროგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე როგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე
-
გადახედვაკობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები კობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები
-
-
გადახედვამეცნიერებმა მაღალი IQ მემარცხენე იდეოლოგიის ქონას დაუკავშირეს — კვლევა მეცნიერებმა მაღალი IQ მემარცხენე იდეოლოგიის ქონას დაუკავშირეს — კვლევა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძის თქმით, მასზე თავდასხმა სცადეს ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მასზე თავდასხმა სცადეს
-
გადახედვაბრიტანეთის საელჩო: მიიღეთ ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება ბრიტანეთის საელჩო: მიიღეთ ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება
-
გადახედვაჰიპ-ჰოპ არტისტები რუსული კანონის საპროტესტო აქციების მხარდასაჭერ კონცერტს გამართავენ ჰიპ-ჰოპ არტისტები რუსული კანონის საპროტესტო აქციების მხარდასაჭერ კონცერტს გამართავენ
-
-
გადახედვა15 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით, 134 დაკავებული პირის შესახებ შემოვიდა შეტყობინება — საია 15 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით, 134 დაკავებული პირის შესახებ შემოვიდა შეტყობინება — საია
-
გადახედვასერიალ Baby Reindeer-ის რეალური სტალკერი ნეტფლიქსისთვის ჩივილს აპირებს სერიალ Baby Reindeer-ის რეალური სტალკერი ნეტფლიქსისთვის ჩივილს აპირებს
-
გადახედვარატი ბრეგაძეს თავისი გერმანელი პროფესორი სწერს, გაიწვიონ რუსული კანონი რატი ბრეგაძეს თავისი გერმანელი პროფესორი სწერს, გაიწვიონ რუსული კანონი
-
გადახედვაუჩა აბაშიძე პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს — სახალხო დამცველის აპარატი უჩა აბაშიძე პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაბეჭდების მბრძანებლის ახალი ფილმების მთავარი გმირი გოლუმი იქნება ბეჭდების მბრძანებლის ახალი ფილმების მთავარი გმირი გოლუმი იქნება
-
გადახედვა"ახალგაზრდების და ბერბიჭაშვილის შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერ ადამიანისთვის სირცხვილი იქნებოდა" — ზურაბიშვილი "ახალგაზრდების და ბერბიჭაშვილის შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერ ადამიანისთვის სირცხვილი იქნებოდა" — ზურაბიშვილი
-
გადახედვა"გოჩა ჯავახიშვილმა, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა" — დარჩიაშვილი "გოჩა ჯავახიშვილმა, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა" — დარჩიაშვილი
-
გადახედვადემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში, ოცნების მხარდაჭერა 73,8% იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში — მხოლოდ 45,6% ირაკლი კობახიძე: მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში, ოცნების მხარდაჭერა 73,8% იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში — მხოლოდ 45,6%
-
გადახედვამშვენიერაძე: Airsoft ვისაც უთამაშია, ხომ ყველა ხვდება რა არის ფოტოზე? სათამაშო იარაღები, რომლებიც პატარა პლასტმასის ბურთებს ისვრის მშვენიერაძე: Airsoft ვისაც უთამაშია, ხომ ყველა ხვდება რა არის ფოტოზე? სათამაშო იარაღები, რომლებიც პატარა პლასტმასის ბურთებს ისვრის
-
გადახედვაყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე
-
გადახედვაათონელის ქუჩაზე, ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი, ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა — პრეზიდენტის ადმინისტრაცია ათონელის ქუჩაზე, ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი, ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა — პრეზიდენტის ადმინისტრაცია
-
გადახედვასახალხო დამცველის აპარატის განცხადება ბლოგერ და ჟურნალისტ უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატის განცხადება ბლოგერ და ჟურნალისტ უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით
კომენტარები