ნავალნი სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებს და საქართველოს მთავრობას მიმართავს — დეტალები
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რატომ არის მნიშვნელოვანი: ალექსეი ნავალნი ვლადიმერ პუტინის მთავარი ოპიზიციონერია, რომელსაც არაერთი წელი დევნიდნენ, მოწამლეს და ახლა პატიმრობაშია.
- ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნავალნი ხაზს უსვამს, რომ პირადად არ იცნობს სააკაშვილს და არც ვინმე სხვას მისი გუნდიდან, შესაბამისად არავის უთხოვია მხარდამჭერი პოსტის დაწერა.
- ის ამბობს, რომ სააკაშვილი იტანჯება და გადაწყვიტა ამაზე დაეწერა, რადგან ძნელი საყურებელია.
- იქვე კიდევ ერთხელ ბოდიშს უხდის ქართველებს 2008 წლის ომის დროს შეურაცმხყოფელი.
დეტალები: ნავალნი ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობა და ტანჯვა უგულობაა და გავლენას ახდენს ევროპულ არჩევანსა და განვითარებაზე, აქვეითებს მორალს და ავსებს ქვეყანას ბოროტებით.
- "სააკაშვილი იტანჯება, მისი ოჯახი იტანჯება და მთელი საქართველო ცუდადაა იმის გამო, რაც ხდება და ამაში კარგი არაფერია მათთვისაც, ვისაც სურს სააკაშვილის სიკვდილამდე ციხეში ყოფნა", — წერს ის.
- მისივე თქმით, გასაგებია, რომ ეს დაპირისპირება სასტიკი და ემოციებით სავსეა და ეჭვი არ ეპარება, რომ ოპონენტებს შურისძიების მიზეზი აქვთ, მაგრამ ამ შურისძიებით მთელი საქართველო დაზარალდება.
- "მე მჯერა საქართველოს ბედნიერი ევროპული მომავლის. ეს არის მაგარი ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველაფერი კეთილდღეობისთვის. მჯერა, რომ პოლიტიკური დაპირისპირება (და სად არის დაპირისპირება?) მშვიდობიანად და უსაფრთხოდ მოგვარდება", — წერს ის.
- ნავალნი ამბობს, რომ ხელისუფლება უფრო მოწყალე უნდა იყოს, ვიდრე მისი ოპონენტები, რადგან ის არის ძალაუფლება.
- "სააკაშვილი ძალიან ავად არის და სიმულაციაზე ყველა საუბარი სისულელეა. დამიჯერეთ, ციხე ყველას ართმევს ჯანმრთელობას და დიდი სისწრაფით. მისი პირობითი სასჯელით სამკურნალოდ გათავისუფლება, ან ისეთი რამის გაკეთება, რაც მხარეებს კანონის დაცვისა და სახის გადარჩენის საშუალებას მისცემს, ყველაზე სწორი იქნება", — ამბობს ის.
- პოსტში ნავალნი აქვეყნებს ექსპრეზიდენტის ფოტოს პალატიდან და ქართულენოვან წარწერას "ნეტარ არიან მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალენ".
- იქვე ოპოზიციონერი წერს, რომ სააღდგომო დღეები კარგი დროა, არც ისე მარტივი, მაგრამ გულკეთილი საქმის გასაკეთებლად და ერის შესარიგებლად, ამიტომ ქრისტიანულ რწმენაზე აპელირებით, ის მოუწოდებს მთავრობას და სააკაშვილის ყველა ოპონენტს, გადადგან ეს ნაბიჯი.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები