ალექსანდრე ხვთისიაშვილი

17 Apr. 2023, 15:58

ჩვენ კონტაქტზე ვართ ქართველებთან, ვინც იქ არიან. ახლა დაახლოებით 30-მდე ქართველი არის. როგორც ყველა სხვა ქვეყანამ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, ასევე ჩვენც ვთხოვეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ თავი შეიკავონ გარეთ გამოსვლისგან და გადაადგილებისგან. ინტენსიურად ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რათა ჰუმანიტარული კორიდორი გაკეთდეს ან რამენაირად მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოქალაქეები დროულად გამოვიყვანოთ სუდანიდან, რომ შემდეგ უსაფრთხოდ დავაბრუნოთ საქართველოში.

ქართული მხარე კონტაქტზეა როგორც გაეროს ოფისთან, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან და კოორდინირებულად მუშაობს. ამ მომენტამდე არ გაჩერებულა სროლები და შეტაკებები, რომ რომელიღაც მხარემ აიღოს კონტროლის ქვეშ სიტუაცია და იმ მხარესთან მოხდეს შემდეგ უკვე ნებართვებსა და ჰუმანიტარულ დერეფანზე დალაპარაკება. ველოდებით, ცოტა ჩამშვიდდეს, ჩაწყნარდეს, რომ შესაძლებლობა გვქონდეს, ორივე მხარეს დაველაპარაკოთ. ჯერჯერობით, სამწუხაროდ არ გველაპარაკებიან, რადგან შეტაკებებში არიან ჩართულები. საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არიან. არიან იმ ადგილზე, სადაც ცხოვრობენ და ცდილობენ, გარეთ არ გამოვიდნენ.

განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა. სუდანში ჯარსა და გასამხედროებულ ძალებს (RSF) შორის შეტაკებებია. დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც მთავრობამ და RSF-მ სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლის შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  2. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  3. რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
  4. უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს
  5. კობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ

რა ხდება: ამ წუთებში, ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან. ადგილზე ნაკადები თბილისის სხვადასხვა ადგილიდან…