ხატია დეკანოიძე

18 Apr. 2023, 13:23

ბატონო დავით, სუს-ის კრებსებში მოხვდა ის, რომ მე ექიმთან დავდიოდი. მოხვდა, მე როგორ ვესაუბრებოდი დედას, მეკეთა თუ არა ჰოლტერი, რომელ ექიმთან მივდიოდი, ჩემს შვილს რას ველაპარაკებოდი. თქვენ მოგმართავთ და თქვენ როგორ გგონიათ ახლა, რომ თქვენ არ იცოდით, რომ რაღაც ქოლცენტრები იყო საქართველოში? როგორ გგონიათ მაინტერესებს?

თქვენ ფარავდით ზუსტად იმას და ეს 13 000-მდე ახალგაზრდა ჩართეთ ორგანიზებულ დანაშაულში.

ყველაფერი რაც ოპოზიციას ეხება, არის სუს-ის მიერ კონტროლირებადი, ყველაფერი. სად მივდივართ, როგორ მივდივართ, ექიმთან როგორ დავდივართ, ყველაფერი. ნებისმიერი საუბარი ჩვენი, მათ შორის, პირადი არის სუს-ის მიერ კონტროლირებადი. ახლა მე მაინტერესებს, როგორ აღმოჩნდა, რომ ამხელა ორგანიზებული დანაშაულის სქემა იყო და თქვენ არ იცოდით? არ არსებობს. 

ასე მიმართა ქართული ოცნების წევრს, დავით მათიკაშვილს ხატია დეკანოიძემ. მანამდე მათიკაშვილმა ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და BBC-ის გამოძიების შესახებ ისაუბრა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
  2. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  3. დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
  4. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  5. ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ ბოკუჩავა ამბობს, რომ აშშ განიხილავს დაასანქციროს ივანიშვილი, მისი გარემოცვა და რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები

რა ხდება: ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აშშ-ის სახელმწიფო…