იაგო ხვიჩია

18 Apr. 2023, 15:34

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც დასანქცირებული მოსამართლეებით ამაყობს და მეორეს მხრივ, გვყავს ოპოზიცია, რომლის მთავარი დონორი არის ევროპელი პენსიონერების ძარცვაში ეჭვმიტანილი და ჯერ არ ვიცით, როგორ მორჩება ეს ამბავი. მაგრამ როგორც არ უნდა მორჩეს, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ ასეთი ქსელი არსებობდა, შეუძლებელია, ეს ქსელი არსებულიყო საქართველოს ხელისუფლების ჩარევის გარეშე. მე ვეთანხმები ამ შემთხვევაში ენმ-ს ფრაქციის ყოფილ თავმჯდომარეს, ქალბატონ ხატიას. 

ზოგადად, მე არ მჯერა, რომ საქართველოში სუს-ისთვის უცნობია 12 000 კაცი სადღაც რომ მუშაობს და რაღაცა სქემა როა და ეს ამბავი ამდენი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. თუ ამის არ გჯერა და ფიქრობ, რომ ჩვენს სპეცსამსახურებს იმის კვალიფიკაცია ნამდვილად ეყოფათ, რომ ასეთ სქემა დაედგინათ, მაშინ გამოდის რომ შესაძლოა, საქმე გვქონდეს შეთანხმებულ ქმედებასთან ქართულ ხელისუფლებას და ბატონ კეზერაშვილს შორის. 

რა შეიძლება იყოს ასეთი გარიგების საგანი? რაზე შეიძლება შეუთანხმდე, როცა ხელისუფლებაში ხარ ოპოზიციის მთავარ დონორს, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს ევროპელი პენსიონერების ძარცვა და ამას იმ შემთხვევაში ვამბობ, თუ დადასტურდება ბრალდებები, რაც არსებობს, რეპუტაციული მედიაუწყებისგან. ხომ არა იმაზე, ესეც ჩემი დაშვებაა და ვინმემ კონტრარგუმენტი მითხრას, ხომ არა იმაზე, რომ შენ მიდი ევროპელები ძარცვე, მაგრამ ხელი არ შემიშალო ქართველ ხალხთან ურთიერთობაში და ამას როგორც მე ვიცი, შემიძლია, მე მივხედავ და ამათ მე გავძარცვავ. თუ ამას ასე შევხედავთ, მაშინ ცოტათი უკან რომ წავიდეთ, 2016 წელსაც ხომ იგივე მცდელობა იყო, მაგრამ მაშინ მიშა გარეთ იყო და ეს არ გამოვიდა. როცა მიშა ციხეშია, მაშინ გამოვიდა, რომ რაღაც თვალსაზრისით კეზერაშვილის გავლენები უზომოდ გაიზარდა განსაკუთრებით ბოლო პერიოდის ნაცმოძრაობაში. 

განაცხადა გირჩის დეპუტატმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. მანამდე ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ სუს-ის კრებსებში ისიც კი ეწერა, როდის იყო ის ექიმთან, ამიტომ არ სჯერა, რომ უწყებამ ქოლცენტრებზე არ იცოდა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ბრიყვულ განცხადებას ბრიყვები აკეთებენ, ხართ ბრიყვი?" — თეა წულუკიანი მამუკა ყურაშვილს6610 ნახვა
  2. პარლამენტთან აქციაზე, სადაც თეა წულუკიანის კომისიის მიერ 2008 წლის ომის გმირების შეურაცხყოფას აპროტესტებენ, 2 მონაწილე დააკავეს1801 ნახვა
  3. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა1724 ნახვა
  4. თენგიზ შარმანაშვილი: შემოჭრა ჩრდილოეთიდან [რუსეთიდან] მოხდა იმის გამო, რომ როკის გვირაბთან სამხედროებს თავისი ამოცანა არ შეასრულებინეს1337 ნახვა
  5. ზაზა გოგავა: "გამორიცხული იყო [ომის თავიდან აცილება]"1224 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი ტელეკომპანია "იმედს" დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი ტელეკომპანია "იმედს" დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება 27…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~