საფარმა ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
ამის შესახებ ორგანიზაციამ დღეს პრესკონფერენცია გამართა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: საფარმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონის 5 ყოფილი ბენეფიციარის სახელით 13 აპრილს მიმართა.
- ამბობენ, რომ ამ დაწესებულებაში არასრულწლოვანების უფლებები ირღვეოდა, რის შესახებაც სახელმწიფო ინფორმირებული იყო, თუმცა ეს მდგომარეობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა.
- "აღსანიშნავია, რომ დაწესებულება ფუნქციონირებდა ლიცენზიისა და სახელმწიფოს ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე, რაც აღმზრდელებს საშუალებას აძლევდა ბოროტად გამოეყენებინათ თავიანთი პოზიცია და ეძალადათ აღსაზრდელებზე", — ამბობენ საფარში.
- ამბობენ, რომ ამ სივრცეში ბავშვებს არ ჰქონდათ თვითგამორკვევის და განვითარების ხელშემწყობი გარემო.
დეტალები: ორგანიზაცია ამბობს, რომ პანსიონის აღსაზრდელების მიმართ, წლების განმავლობაში, სისტემური არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მრავალი მტკიცებულების მიუხედავად, მიმდინარე გამოძიება არაეფექტურია.
- განმარტავენ, რომ არ ჩატარებულა ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები, არავის მიმართ არ წარუდგენიათ ბრალი, ერთის გარდა არცერთ ბენეფიციარს არ აქვს დაზარალებულის სტატუსი.
- ისინი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან კონვენციის მე-3 (წამებისა და არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) და მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) მუხლების დარღვევის დადგენას ითხოვენ.
- "საფარი ნინოწმინდის პანსიონის ყოფილ და მოქმედ აღსაზრდელებთან 2021-2022 წლებში მუშაობდა. ამ ხნის განმავლობაში მათ მივაწოდეთ როგორც იურიდიული, ისე სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისები", — ამბობენ ორგანიზაციაში.
- მათი თქმით, ნინოწმინდის პანსიონმა ლიცენზია 2015 წელს მიიღო, თუმცა მას შემდეგ ორჯერ — 2017 და 2018 წლებში ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დარღვევის გამო დაჯარიმდა.
- ამბობენ, რომ 2015 და 2019 წლებში პანსიონის შესახებ სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიშები მოამზადა, დოკუმენტების მიხედვით, პანსიონში ირღვეოდა აღსაზრდელთა ფუნდამენტური უფლებები.
საფარის განცხადებით, 2020 წელს დაწესებულებაში არ შეუშვეს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკი, 2021 წელს კი სახალხო დამცველის წარმომადგენელი.
- აცხადებენ, რომ ამავე წელს ორგანიზაციამ, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR) სასამართლოს მიმართა და დროებითი ზომების გატარება, მათ შორის სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის მონიტორინგის უფლების მიცემა მოითხოვა.
- საფარის თქმით, სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ამის შემდეგ კი PHR-მა გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტს (CRC) მიმართა.
- მათივე განმარტებით, CRC-მ დააკმაყოფილა PHR-ის მოთხოვნა და სახელმწიფო დაავალა, სახალხო დამცველისთვის პანსიონის მონიტორინგის საშუალება მიეცა, თუმცა უწყების წარმომადგენელი დაწესებულებაში ამის შემდეგაც არ შეუშვეს.
საბოლოოდ, ორგანიზაციის განცხადებით, სახალხო დამცველი პანსიონში 2021 წლის 28 ივნისს, მოგვიანებით კი 13 და 22 ნოემბერს შევიდა.
- 2021 წლის დეკემბერში სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა მორიგი ანგარიში ნინოწმინდის პანსიონის შესახებ, სადაც საუბარია დაწესებულებაში ბავშვთა მიმართ უფლებების დარღვევის არაერთ სავარაუდო შემთხვევაზე.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები