ირაკლი ქადაგიშვილი

20 Apr. 2023, 17:18

ხშირ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციები მოქმედებენ არა ობიექტური და საქართველოს ინტერესების დაკვეთით, არამედ ისეთი დაკვეთით, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს ინტერესებს. არასამთავრობო ორგანიზაციების ნდობა არ მაქვს. 

მაგალითად, საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით ჩვენ ვმუშაობდით არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. რადიკალური ოპოზიცია მონაწილეობას არ იღებდა, მხოლოდ ერთი-ორი დეპუტატი შემოდიოდა. ყველაფერი, რაც ობიექტურად ასახვას იმსახურებდა, ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული იყო და არასამთავრობო ორგანიზაციები მას დაეთანხმნენ. შემდეგ ეს რეკომენდაციები და სამუშაო იმდენად ეფექტური იყო, მთელი ოპოზიცია იძულებული იყო, ხმა მიეცა იმისთვის, რაც ჩემმა კომიტეტმა გააკეთა ამ მიმართულებით. ვხედავთ პოლიტიკურ საბოტაჟს 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით, უნდათ, მომზადდეს ნიადაგი, რატომ არ უნდა მიეცეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი. არანაირი ობიექტურობის ნიშანწყალი აქ არ არის. ამიტომაც არის, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების ნდობის საკითხი ერთი პროცენტია და არა მეტი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. დღეს 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ EU-ის 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ ერთია შესრულებული. ქართული ოცნების წარმომადგენლები თავს ესხმიან არასამთავრობო ორგანიზაციებს და ამბობენ, რომ NGO-ები ხშირ შემთხვევაში ისეთი ინტერესებით მოქმედებენ, რომლებიც საქართველოს ინტერესებს არ შეესაბამება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ბრიყვულ განცხადებას ბრიყვები აკეთებენ, ხართ ბრიყვი?" — თეა წულუკიანი მამუკა ყურაშვილს7080 ნახვა
  2. პარლამენტთან აქციაზე, სადაც თეა წულუკიანის კომისიის მიერ 2008 წლის ომის გმირების შეურაცხყოფას აპროტესტებენ, 2 მონაწილე დააკავეს1909 ნახვა
  3. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა1740 ნახვა
  4. თენგიზ შარმანაშვილი: შემოჭრა ჩრდილოეთიდან [რუსეთიდან] მოხდა იმის გამო, რომ როკის გვირაბთან სამხედროებს თავისი ამოცანა არ შეასრულებინეს1342 ნახვა
  5. ზაზა გოგავა: "გამორიცხული იყო [ომის თავიდან აცილება]"1249 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

დღეს, 31 მარტს, თბილისსა და საქართველოს 6 დიდ ქალაქში 15 საპროტესტო აქცია გაიმართება ­— აქციების ჩამონათვალი

დღეს, 31 მარტს, თბილისსა და საქართველოს 6 დიდ ქალაქში 15 საპროტესტო აქცია გაიმართება. საერთო სახალხო პროტესტს…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~