ხათუნა სამნიძე

20 Apr. 2023, 20:42

ქართულმა ოცნებამ ჩაიხვია, როგორც ხედავთ, უკვე მესამე დღეა ერთსა და იმავე ტექსტს ამბობს ბატონი კობახიძე და ერთი და იგივე მეთოდით, არაფერი ახალი დღეს არ შემოუთავაზებიათ და ნუ იმუქრებიან.

ქართული ოცნება არის შეშინებული, მან ძვრა ვერ უქნა ოპოზიციას, მცდელობები იყო, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ძალიან კარგად იციან, რომ მომდევნო სხდომებზეც ოპოზიცია მობილიზებული იქნება. შემდეგი სხდომა იმართება ერთ კვირაში. ოპოზიციას შეგვიძლია დავიგეგმოთ, შევთანხმდეთ. როგორც იცით, დღის წესრიგშია კენჭისყრა. ამ საკითხს კენჭისყრის სიიდან ქართული ოცნება ვერ ამოიღებს. ამიტომ, მათ ან უნდა გააგრძელონ პარლამენტის ბლოკირება ან ხელი არ შეგვიშალონ ჩვენი კონსტიტუციური უფლების აღსრულებაში, რომ საგამოძიებო კომისია შევქმნათ.

თუ ქართული ოცნება ჩასაფრებულია და ელოდება რომელიმე ოპოზიციონერი როდის გხდება ავად ან როდის დატოვებს ქვეყანას, ძალიან ცდებიან, ამით სასაცილოდ იგდებენ თავს.

ერთი და იგივე მეთოდებით ოპოზიციისთვის ხელის შეშლა არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ქართული ოცნება თავად არის ამ კლანის ნაწილი. 3 ადამიანი მინდა დავასახელო: ბატონ კობახიძე, პირველ რიგში,ასევე, ბატონი სპიკერი, შალვა პაპუაშვილი და ბატონი მდინარაძე. ეს ადამიანები ხელს უწყობენ, რომ პარლამენტი არ მუშაობდეს, არ იღებდეს კანონებს. 

განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის კენჭისყრის პროცედურის დასაწყებად საჭირო კვორუმი უკვე მესამედ არ შედგა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
  2. რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
  3. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
  4. რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
  5. აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ