თიბისისთან პარტნიორობით, კომპანია ბიოპარკმა ქართულ ბაზარზე აგროქსოვილის რეალიზაცია გაზარდა
აგროქსოვილი, იგივე მულჩის ფირი, სოფლის მეურნეობაში ფართოდ გამოყენებადი და, ხანდახან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომელიც მცენარეს სარეველა ბალახისგან იცავს. კომპანია ბიოპარკის დამფუძნებელი, მამული სალაყაია, რომელმაც, თიბისის მხარდაჭერით, აგროქსოვილის საქართველოში შემოტანა 2020 წლიდან დაიწყო, ბიზნესის წარმატების ისტორიას გვიყვება:
"რა არის აგროქსოვილი?
ეს არის შავი ფერის კეთილთვისებიანი ცელოფნის ფენა, რომლითაც მცენარის ფესვებს ფარავენ. ის მზის სხივებს არ ატარებს, ამით სარევალა ბალახისთვის ფოტოსინთეზს აფერხებს, სამაგიეროდ, წყლისა და ჰაერის გამტარია, შესაბამისად, მცენარის ფესვებს საკვები ნივთიერებები შეუფერხებლად მიეწოდება. დასავლეთ საქართველოში სარეველასთან ბრძოლა საკმაოდ შრომატევადი საქმეა, ამიტომ, ვისაც ამ პროცესთან შეხება ჰქონია, ყველამ იცის აგროქსოვილის მნიშვნელობა და სარგებელი. მას იყენებენ ინტენსიურ ბაღებშიც. ასევე, მოცვის, მარწყვის, ჟოლოს მეურნეობებში და ბიო ვენახშიც. შესაბამისად, აგროქსოვილი ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია.
როგორ მივედი ამ ბიზნესიდეამდე?
ზოგადად, ბიზნესის დაწყების იდეა პანდემიის პერიოდში გაჩნდა, როცა შემოსავლის გარეშე დარჩენის საფრთხე ყველასთვის რეალური გახდა. ამ დროს დავიწყე ფიქრი იმ კაპიტალზე, რომელიც 4 ჰა მიწის სახით მქონდა სოფელ ურბნისში. სიმინდის მოყვანის შემდეგ არჩევანი ლურჯი მოცვის მოყვანაზე შევაჩერე და ნერგების მოსაძიებლად დასავლეთ საქართველოში ჩავედი. მოცვის მწარმოებელი ფერმერები, სხვა პრობლემებთან ერთად, ბაზარზე აგროქსოვილის დეფიციტს უჩიოდნენ, რომელიც ლურჯი მოცვისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტია. სწორედ იქ გამიჩნდა იდეა, აგროქსოვილი თავად მეწარმოებინა და ადგილობრივ ბაზარზე გამეყიდა. ფერმერებს ფასზე ადგილზევე გავურიგდი და საქმეს შევუდექი.
აგროქსოვილის წარმოებისთვის საჭირო მასალა — პოლიპროპილენი —საზღვარგარეთიდან შემოვიტანე, საჭირო მანქანა-დანადგარები ვიქირავე და პროდუქცია ადგილზე დავამზადე. თუმცა, ბევრი ცდის მიუხედავად, სასურველი ხარისხს ვერ მივაღწიე, ამიტომ საზღვარგარეთიდან იმპორტზე ფიქრი დავიწყე.
2020 წელს აგროქსოვილი სასურველ ქვეყანაში, სასურველ ფასად შევიძინე, კონტეინერი დავტვირთე და საქართველოში ჩამოვიტანე. ფასმაც და ხარისხმაც გაამართლა. მალევე მივხვდი, რომ საქმე საკმაოდ მომგებიანი იყო და, თიბისის მხარდაჭერით, იმავე ქვეყნიდან კიდევ რამდენიმე კონტეინერი შემოვიტანე.
2020 წლიდან დღემდე ქართულ ბაზარზე 3 მილიონ კვ.მ-ზე მეტი აგროქსოვილი გვაქვს გაყიდული. ჩვენი ძირითადი მომხმარებლები ქართველი ფერმერები არიან. ომმა ბიზნესი რამდენიმე თვით შეაფერხა, თუმცა დღეისათვის სიტუაცია დასტაბილურდა და შეიძლება ითქვას, მოთხოვნა გაიზარდა კიდეც.
ბაზარზე ჩვენი კომპანიის უპირატესობა ხარისხი და ფასია. ამ მხრივ უალტერნატივოები ვართ. თიბისი ჩვენი მუდმივი პარტნიორია და მისი მხარდაჭერითვე ვგეგმავთ ახალ მიმართულებას — ტვირთის შესაფუთი ცელოფნის იმპორტსაც. ეს არის ჭიმვადი, ელასტიკური შესაფუთი მასალა, რომლითაც პადონებზე მოთავსებული ტვირთი იფუთება და რომლის გარეშეც ტვირთის ტრანსპორტირება შეუძლებელია".
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები