ახალი თავგადასავალი იწყება არგაჩერებით — საქართველოს ბანკის პროგრამა ლიდერატორის მონაწილე, ნინი ბუზიაშვილი
საქართველოს ბანკი აქტიურად განაგრძობს ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.
სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი 2017 წლიდან ახორციელებს სტუდენტური დასაქმების პროგრამა ლიდერატორს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, სწავლის გაგრძელების პარალელურად, დაიგროვონ სამუშაო გამოცდილება და პირველი, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგან კარიერულ ცხოვრებაში.
ლიდერატორის ფარგლებში მონაწილეობა უკვე 378-მა საუკეთესო სტუდენტმა მიიღო. პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეთა 84%-მა კი კარიერა საქართველოს ბანკში განაგრძო.
პროექტში მიღებული გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ ჩვენ ლიდერატორის მონაწილე, ნინი ბუზიაშვილი გაგვესაუბრა.
"ლიდერატორი ჩემთვის ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღმოჩნდა კარიერულ განვითარებაში, რადგან სწავლის პარალელურად მომცა არა მხოლოდ კორპორაციულ გარემოში მუშაობის გამოცდილების მიღებისა და პროფესიული უნარების განვითარების, არამედ საკუთარი თავის აღმოჩენის შესაძლებლობა", — გვიყვება ნინი, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტია.
ამბობს, რომ ლიდერატორის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით უნივერსიტეტში შეიტყო და მაშინვე გაუჩნდა ინტერესი, მონაწილეობა მიეღო პროექტში.
"ვფიქრობ, ლიდერატორი ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ბევრისთვის პირველ სამსახურს წარმოადგენს. რაც მთავარია, პროგრამა სრულად არის მორგებული სტუდენტების სასწავლო განრიგზე, ეს კი შესაძლებლობას გვაძლევს, მუშაობის პარალელურად, მაღალი აკადემიური მოსწრებაც შევინარჩუნოთ", — აღნიშნავს ნინი.
ამბობს, რომ პროექტის როტაციული პრინციპი ახალგაზრდებს ეხმარება, საკუთარი უნარები განსხვავებული მიმართულებებით გამოსცადონ, რაც ლიდერატორს კიდევ უფრო მეტად ღირებულს და მნიშვნელოვანს ხდის.
როგორც გვიყვება, როტაციის ფარგლებში, მას პირველი შეხება დაგროვილი ქონების მართვის (Wealth Management) მიმართულებით ჰქონდა. მეორე როტაცია Galt & Taggart-ის საბროკერო მიმართულებით გაიარა, მესამე კი - Solo Business Development-ში.
"ჩემთვის სამივე როტაცია ძალიან საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა. შევიძინე განსხვავებული გამოცდილებები და გავაკეთე ახალი აღმოჩენები. რაც მთავარია, ის ფაქტი, რომ სამივე მიმართულებას ჰქონდა გადაკვეთის წერტილი, დამეხმარა უკეთ დამენახა საერთო სურათი", — განმარტავს ნინი და ამატებს, რომ საქართველოში, Solo Business Development-ის, ისევე როგორც Galt&Taggart-სა და Wealth Management-ის მიმართულებით სტაჟირების გავლა უნიკალური გამოცდილებაა.
"ჩემთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი იყო მენტორის მიდგომა, რომელმაც დიდი პასუხისმგებლობა გვანდო და თავიდანვე სრულფასოვან თანამშრომლებად გვაგრძნობინა თავი", — ამბობს ნინი.
აღნიშნავს, რომ როტაციების დასრულებისა და 8 თვიანი სტაჟირების პროგრამის გავლის შემდეგ მან 3 პოზიციაზე მუშაობის გაგრძელების შეთავაზება მიიღო. თუმცა, არჩევანი Wealth Management-ის მიმართულებაზე გააკეთა და დღეს საერთაშრისო კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის ამპლუაში აგრძელებს მუშაობას.
ნინი, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ახალგაზრდებს ურჩევს, აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა ლიდერატის პროგრამაში და აღმოაჩინონ საკუთარი თავი.
"ლიდერატორი ნიშნავს, მენტორისა და გუნდის სახით გვერდზე გყავდეთ ისეთი პროფესიონალი ადამიანები, რომლებიც მთელი პროგრამის განმავლობაში თქვენს პირად და პროფესიულ განვითარებაზე იზრუნებენ. შესაბამისად, მომავალი მონაწილეებისთვის, ჩემი რჩევა ასეთი იქნება: თუკი ხართ მიზანდასახული, ცნობისმოყვარე, ენთუზიაზმით სავსე, გიყვართ სიახლეები და ახალი ადამიანების გაცნობა, მაშინ გირჩევთ, თქვენი კარიერული თავგადასავალი სწორედ აქედან დაიწყოთ, არ შეუშინდეთ გამოწვევებს და როგორც საქართველოს ბანკი გვეუბნება — არ გაჩერდეთ", — ამბობს ნინი.
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები