თიბისი და პოლივიმი დედამიწის საერთაშორისო დღეს თანამშრომლობას იწყებენ
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. თიბისისთვის გარემოზე ზრუნვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, დედამიწის მსოფლიო დღეს თიბისი ყოველწლიურად ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივით აღნიშნავს. დედამიწის დღის აღსანიშნავად, თიბისი და კომპანია პოლივიმი გრძელვადიან თანამშრომლობას იწყებენ.
პარტნიორობის ფარგლებში, თიბისი მომხმარებელთა და თანამშრომელთა ჩართულობით შეაგროვებს პლასტმასის ნარჩენებს და შემდგომი გადამუშავებისთვის გადასცემს კომპანია პოლივიმს. საწყის ეტაპზე, თიბისის 21 ფილიალში განთავსდება პლასტმასის ნარჩენების შესაგროვებლად სპეციალური ურნები თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში. შემდგომ ეტაპზე ურნები განთავსდება თიბისის ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით.
პოლივიმის დაფუძნების მთავარი მიზანია, შეამციროს პლასტმასის ნარჩენი, შექმნას დამატებითი ღირებულების პროდუქტი და ხელი შეუწყოს ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას საქართველოში. პოლივიმი აგროვებს, ახარისხებს და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ამუშავებს გამოყენებული პლასტმასის ნარჩენებს. კომპანია აგროვებს ოთხი ტიპის პლასტმასის ნარჩენებს: 1. PET, 2. HDPE, 4. LDPE, 5. PP და PET ბოთლებს გარდაქმნის PET ფანტელებად. PET ფანტელების რამდენიმეეტაპიანი გადამუშავების შედეგად მიიღება მაღალი ხარისხის ბოჭკოვანი ქსოვილი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სხვადასხვა ინდუსტრიაში, როგორიცაა, მაგალითად, სამოსის შეკერვა და ნივთების დამზადება. გამოყენებული პლასტმასის ნარჩენებით ახალი ნივთების დამზადება წრიული ეკონომიკის ერთ-ერთი კარგი მაგალითია.
წრიული ეკონომიკის კონცეფცია რამდენიმე მთავარ პრინციპს ეფუძნება: ნარჩენების შემცირებას, ხელახალ გამოყენებასა და გადამუშავებას. წრიული ეკონომიკის მეშვეობით შესაძლებელია პროდუქტის ხელახალი გამოყენება და წარმოებაში ჩაშვება დანაკარგების გარეშე, რაც თავის მხრივ ამცირებს რესურსების მოხმარებას. წარმოებული ნარჩენები გარემოში აღარ ხვდება, მცირდება პროდუქტების შექმნის დროს წარმოქმნილი გამოფრქვევები, საბოლოო ჯამში კი ყველაფერი ერთად დადებითად აისახება გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობაზე.
თიბისი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი საფინანსო ინსტიტუცია, მწვანე ინიციატივების განხორციელებით ხელს უწყობს ჯანსაღი გარემოს შექმნას და კომპანიების ბიზნესსაქმიანობების გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების შესაბამისად წარმართვას.
"თიბისი ისწრაფვის, რომ 2025 წლისთვის ჩვენი პირდაპირი ზემოქმედება გარემოზე ნეტო-ნულოვანი იყოს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი აქტივობებით დავაკომპენსირებთ საქმიანობისთვის საჭირო გამოფრქვევებს. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ვგეგმავთ, ჩვენი ზეგავლენა გავზომოთ პარიზის შეთანხმების მიზნობრივი მაჩვენებლების შესაბამისად, რომლებიც დედამიწაზე საშუალო ტემპერატურის მატების შესამცირებლად დაწესებული და საერთაშორისოდ აღიარებული მიზნებია. თიბისიში გვაქვს შიდა გარემოსდაცვითი მართვის სისტემა, რომლითაც გარემოზე ჩვენს პირდაპირ და ირიბ ზემოქმედებას განვსაზღვრავთ. ცნობიერების ამაღლების კამპანიებთან ერთად, ჩვენ ვითვლით სათბური აირების ემისიებს, ვაგროვებთ ინფორმაციას საწვავის, ელექტროენერგიის, წყლისა და ქაღალდის რესურსების მოხმარებაზე, გვაქვს ნარჩენების მართვის პოლიტიკა და 2015 წლიდან გადავამუშავებთ ქაღალდს. საყურადღებოა, რომ საქართველოში მავნე გამოფრქვევების დაახლოებით 9% ნარჩენებზე მოდის, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, შევამციროთ ნარჩენები, რაც პირველ რიგში, მათი დახარისხებით, შეგროვებითა და შემდგომი გადამუშავებით შეგვიძლია. პოლივიმთან თანამშრომლობა ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის აუცილებელი ცვლილების ხელშემწყობი ინიციატივაა, რომლის ფარგლებში ამჯერად პლასტმასის ნარჩენების გადამუშავებას ვიწყებთ", — მაკა ბოჭორიშვილი, თიბისის გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორი.
"იმისთვის, რომ ცირკულარული ეკონომიკა საქართველოშიც დაინერგოს, საჭიროა ყველა ორგანიზაციის, მათ შორის კერძო სექტორის და ისეთი მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტების ერთობლივი მუშაობა, როგორიცაა თიბისი. მტკიცედ გვჯერა, რომ მდგრადობისკენ მზარდი ნაბიჯების ხელშეწყობით, ჩვენ შევძლებთ საქართველოს მომავალი თაობებისთვის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფას", — ბექა ფონჯავიძე, პოლივიმის კომერციული მენეჯერი.
პლასტმასის მასიური წარმოების ისტორია მხოლოდ 1952 წლიდან იწყება, ამის მიუხედავად, მისი საზიანო გავლენა გარემოსა და ადამიანებზე უკვე თვალსაჩინოა. მსოფლიოში, წლის განმავლობაში 300 მილიონი ტონა პლასტმასის ნარჩენი წარმოიქმნება, აქედან 180 მილიონი ტონა პლასტმასა ბუნებრივ გარემოში ან ნაგავსაყრელებზე გაიბნევა, 8 მილიონ ტონაზე მეტი პლასტმასა — ოკეანეებში. კვლევების თანახმად, ყოველი კვირის განმავლობაში 5 გრამი პლასტმასა ადამიანის ორგანიზმში ხვდება. ადამიანთა ერთობლივი ჩართულობითა და ცნობიერების ამაღლებით შესაძლებელია არსებული ზიანის შემცირება და ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ისეთი ინიციატივების დანერგვა, რომლებიც თავიდან აგვაცილებს პლასტმასის ნეგატიურ ზეგავლენას გარემოსა და ადამიანებზე.
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
კომენტარები