Porsche | Musya — პორშეს 75-წლიანი ფერადი ისტორია
Driven By dreams — ამ გზავნილში გაერთიანდა პორშეს ისტორია, რომელიც ოცნებებით სავსე ფერად მოგზაურობას უკავშირდება. უკვე 75 წელია, რაც ბრენდი ქმნის მოდელებს, რომლებშიც წარსულს, აწმყოსა და მომავალს აერთიანებს.
საიუბილეო წლის აღნიშვნა პორშე ცენტრი თბილისმა განსაკუთრებული პროექტით დაიწყო და შექმნა ტაიკანის უნიკალური მოხატულობა, რომელიც პორშეს ფერადი ისტორიითა და მეოცნებე არსითაა ინსპირირებული.
თამარ ხოსროშვილი, პორშე ცენტრი თბილისის მარკეტინგის ხელმძღვანელი: "პორშე თავიდანვე გამორჩეულად ფერადი ბრენდი იყო და დღემდე ასე გრძელდება. ის საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ მკვეთრი ფერები თანაბრად უხდება როგორც სპორტულ, ისე SUV მოდელებს. ბრენდის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ, პორშეს უნიკალური ფერები ახალი ტაიკანის თანამედროვე მოდელზეც გადაგვეტანა და ამ გზით გვეჩვენებინა მისი ისტორია. თითოეული ფერი უწყვეტად არის გამოყენებული, რაც გამოხატავს ჩვენს რწმენას, რომ პორშეს ფერადი ისტორია უსასრულოდ გრძელდება".
პორშეს ფერებით შექმნილი აბსტრაქტული ნამუშევარი, რომელიც კომპანიამ ტაიკანის გამორჩეულ დიზაინზე გადაიტანა, მხატვარ მუსია ქებურიას ეკუთვნის. როგორც თავად აღნიშნავს, ეს მისთვის განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო, რთული და შთამაგონებელი პროცესი იყო.
მუსია ქებურია, მხატვარი: "ყოველი ახალი ნამუშევარი ახალი გამოწვევაა, თუმცა ეს პროექტი პირველი დღეებიდანვე განსაკუთრებული იყო თავისივე საპასუხისმგებლო დავალებითა და ურთულესი სამუშაო პროცესით. Porsche-ს 75-წლიანი ფერადი ისტორიის გადმოცემა არც ისე მარტივი აღმოჩნდა თვალშისაცემი ვიზუალისა და, ჩემი აზრით, სრულყოფილი ფორმების მქონე ტაიკანზე. ვფიქრობ, დიდი შრომის შედეგად ამ დავალებას სათანადოდ გავართვით თავი და საბოლოოდ შევქმენით უნიკალური დიზაინი, სავსე ფერების პალიტრითა და მათი გრადაციების სინთეზით, რომელიც გამოხატავს უსასრულობას, ფერადი ოცნებებით სავსე უწყვეტ მოგზაურობას დროსა და სივრცეში.
მადლიერი ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა, ჩემს პორტფოლიოში დიდი სიამაყით შემეტანა კიდევ ერთ მსოფლიო ბრენდთან თანამშრომლობა".
პორშე ცენტრი თბილისის ნამუშევარს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა პორშეს სათავო ოფისიდანაც. რეგიონის იმპორტიორთა შეხვედრაზე ის გამორჩეულად წარადგინეს, რათა ორიგინალური ქართული პროექტი სხვა ქვეყნებისთვისაც შთამაგონებელი გამხდარიყო.
უნიკალური მოხატულობის ტაიკანს ხშირად შეხვდებით თბილისის ქუჩებში. ბრენდის 75 წლის კამპანიის აღნიშვნას „პორშე ცენტრი თბილისი“ ამით არ ასრულებს. უკვე დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა და ღონისძიება, რომელთა მთავარი გზავნილიც კვლავ პორშეს ფერადი ისტორია იქნება.
პორშე ცენტრი თბილისი თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც პორშე ცენტრი თბილისი უზრუნველყოფს.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
კომენტარები