პესკოვის შვილი, რომელიც მობილიზაციისას ომში წასვლაზე უარს ამბობდა, ამტიცებს, თითქოს უკრაინაში იბრძოდა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რატომ არის მნიშვნელოვანი: სამხედრო მობილიზაცია, რომელსაც კრემლი ნაწილობრივს უწოდებდა, შეეხო თითქმის ყველას, გარდა ჩინოვნიკების ოჯახებისა და იმ პირებისა, რომლებიც ქვეყნიდან გამოიქცნენ, მათ შორის საქართველოში.
- მობილიზაციისთვის თავის არიდება სცადა კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის ვაჟმა ნიკოლაი ჩოულზმაც.
რა მოხდა: 2022 წლის 21 სექტემბერს არხ პოპულარული პოლიტიკის წამყვანმა ჩოულზი დატროლა, სამხედრო კომისარიატის თანამშრომლის სახელით დაურეკა და უთხრა, რომ დილის 10 საათზე კომისარიატში გამოცხადებულიყო.
- პასუხად, პრესსპიკერის შვილმა თქვა, რომ მისი, როგორც "ბატონი პესკოვის" იქ ყოფნა არასწორი იქნებოდა და დაამატა, რომ ამას "სხვა დონეზე" გადაწყვეტდა.
- ამტკიცებდა თითქოს, სამშობლოს დაცვის "პრობლემა არ აქვს", თუმცა მისი კომისარიატში მისვლის "მიზანშეწონილობის" გაგება სურდა.
- კითხვაზე, მზად არის თუ არა მოხალისედ დარეგისტრირდეს, უპასუხა, რომ არა, შედეგ კი თქვა, რომ წასასვლელად მზადაა, თუმცა, არა მათი თხოვნით.
- "თუ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი მეტყვის, რომ იქ უნდა წავიდე, წავალ", — ამბობდა ის.
- ამის შემდეგ დიმიტრი პესკოვმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ წამყვანი მის შვილს ესაუბრებოდა და თქვა, რომ ჩანაწერიდან ამოჭრილი იყო "შინაარსობრივი ნაწილი".
რა ხდება ახლა: ვაგნერის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ამტკიცებს, თითქოს პესკოვის შვილი უკრაინაში მის დაჯგუფებაში უბრალო არტილერისტად იბრძოდა.
- პრიგოჟინის თქმით, პესკოვი 2022 წლის ზაფხულში დაუკავშირდა, მას შემდეგ რაც ნიკოლაიმ ომში წასვლას გადაწყვიტა.
- "მე ვურჩიე თავდაცვის სამინისტროში არ წასულიყო, რადგან იქ დასვამდნენ შტაბში, ან ხორცად გაუშვებდნენ. ამიტომ, ყალბი საბუთებით, ის წავიყვანე ჩემთან, სახელი, გვარი და მამის სახელი შევცვალე. ამის შესახებ მხოლოდ მე და პერსონალის განყოფილების უფროსმა ვიცოდით", — თქვა პრიგოჟინმა.
- ამის შემდეგ პროპაგანდისტულმა RT-მ გამოაქვეყნა სამხედრო ფორმაში გამოწყობილი კაცის ფოტო, რომლის სახეც დაფარულია და დაწერა, რომ ეს პესკოვის შვილია.
- თავად ჩოულზმა კი კომსამოლსკაია პრავდასთან ინტერვიუში პრიგოჟინის ვერსია გაიმეორა — თქვა, რომ მართლა იბრძოდა ვაგნერში, რომელთანაც მამამ დააკავშირა და ისიც დაამატა, რომ სიმამაცისთვის მედალი მიიღო.
- რაც შეეხება სატელეფონო ინტერვიუს, რომელშიც მობილიზაციაზე უარი თქვა, ამტკიცებს თითქოს იმ მომენტში, როცა დაურეკეს, უკვე სამსახურისთვის ემზადებოდა და "ნერვები ჰქონდა მოშლილი", ამიტომაც თქვა ის, რაც თქვა.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები