რამდენიმე ქართველი მოსამართლე აშშ-ში გაემგზავრა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
არსებული ინფორმაციით, აშშ-ში გაემგზავრნენ მოსამართლეები ეკა არეშიძე, ნინო ელიეშვილი, ლევან დარბაიძე და თამარ ჩიხლაძე. პოსტი სოციალურ ქსელში ეკა არეშიძემ გამოაქვეყნა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: არსებული ინფორმაციით, იმ მოსამართლეებიდან, რომელთა ვიზიტიც აშშ-ში თავდაპირველად იგეგმებოდა, მხოლოდ ნინო ელიეშვილი გაემგზავრა.
- ოთხმა მათგანმა კი უარი თქვა, მას შემდეგ, რაც 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე დაასანქცირა.
- მათ შორის იყო ბადრი კოჭლამაზიშვილი, რომელმაც თქვა, რომ აშშ-ში ვიზიტმა პოლიტიკური ელფერი შეიძინა, რის გამოც იქ გამგზავრებაზე უარს ამბობს.
დეტალები: მოსამართლეთა ნაწილის აშშ-ში სასწავლო პროგრამით წასვლას გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.
- მისი თქმით, 5-დან 4 მოსამართლის უარმა, წასულიყვნენ აშშ-ში, ამ კონტექსტში, დატოვა განცდა, რომ ეს იყო არა დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, არამედ ზემოქმედების შედეგი.
- "ამჟამად სასწავლო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება რამდენიმე მოსამართლე. მათ შორისაა ქალბატონი ნინო ელიეშვილი. როგორც ჩანს, ის არ დაემორჩილა კლანურ წესებს და ფსევდო სოლიდარობის აქტში არ მიიღო მონაწილეობა";
- "გარდა ამისა, პატივისცემას იმსახურებენ ის მოსამართლეები, რომლებმაც 4 მოსამართლის უარის შემდეგ დათანხმდნენ ვიზიტს. მოსამართლეების ეს გადაწყვეტილება მათ მედეგობაზე მიუთითებს. განსაკუთრებით ახლა, მოსამართლეების მიმართ ხელისუფლების ამ ინტენსიური განცხადებებისა და საპარლამენტო უმრავლესობის ე.წ. პოლიტიკური სოლიდარობის ფონზე";
ნაზი ჯანეზაშვილი წერს, რომ უცნაურია, მაგრამ მოსამართლისთვის ღირსების საკითხი გახდა სასწავლო პროგრამაში მონაწილეობაზე დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებაც კი.
- "დაახლოებით 1 წლის წინ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტიდან მიმართა მოსამართლეებს და სოლიდარობისკენ მოუწოდა: "საქართველოში კარგად იციან ღირსებისა და კოლეგიალობის ფასი და დარწმუნებული ვარ, კოლეგა მოსამართლის დისკრიმინაციის ფონზე, ამერიკაში წასვლას არცერთი სხვა მოსამართლე აღარ იკადრებდა"";
- "მაშინ მისი განცხადება ეხებოდა ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეს, ლაშა ჩხიკვაძეს. ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას მოჰყვა შედეგი, პროგრამაში მიწვეულმა მოსამართლეებმა უარი თქვეს აშშ-ში სასწავლო ვიზიტში მონაწილეობაზე";
- "კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს აშშ, რომ მოსამართლეებს ასეთი გამოცდილების მიღების საშუალებას აძლევს", — წერს ის.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები