კაცმა სხვების გასახარებლად მანქანიდან ათასობით დოლარი გადაყარა — ოჯახი მას გაკოტრებაში ადანაშაულებს
ციდან დოლარების ცვენა ალბათ ბევრ ადამიანს უნატრია, მაგრამ ყველას როდი ახდენია ოცნება?! აი, აშშ-ში ორეგონის შტატის რამდენიმე მცხოვრებს კი ეს სურვილი ნამდვილად აუსრულდა, რადგან მათმა თანამოქალაქემ გადაწყვიტა, თავისი ხელგაშლილობა დაემტკიცებინა.
ერთ მშვენიერ სამშაბათ საღამოს ორეგონის შტატის პოლიციამ შეტყობინება მიიღო, რომ უცნობი ადამიანი გზატკეცილზე მიმავალი მანქანიდან ფულს ყრიდა. იგი 38 წლის კოლინ დევის მაკკართი აღმოჩნდა, რომელმაც პოლიციას განუცხადა, რომ ფული "სხვების გასახარებლად" გადაყარა. მან მიზანს ნამდვილად მიაღწია — თანხა ხელში ჩაუვარდა რამდენიმე იღბლიან ჩამვლელს, რომლებმაც საგანგებოდ ამისთვის გააჩერეს მანქანები. ადგილი კი ერთ საათში სრულიად მოსუფთავდა — დარჩენილი კუპიურები შემთხვევის ადგილიდან პოლიციამ ამოიღო.
ადგილობრივი გამოცემების ცნობით, მაკკართიმ $100-დოლარიანი კუპიურები გადაყარა. მართალია, ზუსტი რიცხვი უცნობია, მაგრამ ახალგაზრდა კაცის თქმით, განიავებული თანხა $200 ათასს აღწევდა. პოლიციის ვარაუდით, გადაყრილი ფული მთლად ამხელა რიცხვს არ შეადგენს, თუმცა, მაინც რამდენიმე ათასი დოლარია.
იმ ხალხისგან განსხვავებით, ვინც ფული იპოვა, მაკკართის ოჯახი სულაც არაა გახარებული. მათი თქმით, კოლინმა საერთო საბანკო ანგარიშიდან გამოიტანა თანხა და ოჯახი სულ მთლად უფულოდ დატოვა.
პოლიციის თქმით, ოჯახი თანხის სამართლებრივად დაბრუნებას ვეღარ შეძლებს, რადგან ანგარიში საერთო იყო, ამიტომ ფულის გამოტანის უფლება მის ნებისმიერ მფლობელს ჰქონდა.
ამდენად, კოლინის ოჯახი ახლა მხოლოდ გამვლელების გულისხმიერების იმედადღაა დარჩენილი — ისინი მოელიან, რომ ამბის გახმაურების შემდეგ იღბლიანი უცნობები თანხას დააბრუნებენ.
პოლიციამ კი მაკკართის მხოლოდ გაფრთხილება მისცა, რომ სამომავლოდ გზატკეცილზე სიბნელეში ფულის გადაყრით სხვებს საფრთხე არ შეუქმნას.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები