5 შიში, რომელიც სახლიდან გამოსვლისას გაქვს
სახლი ყველა ჩვენგანისათვის თავშესაფარია — როგორც უნდა გვიყვარდეს სხვაგან ყოფნა, საბოლოოდ, მაინც შინისკენ მოგვეჩქარება ხოლმე. ეს ადგილი ჩვენი სამფლობელოა და ბავშვობიდან მაინც მოგვყვება იმის რწმენა, რომ აქ არასდროს არაფერი გვემუქრება.
თუმცა, ბავშვობისგან განსხვავებით, ახლა ვიაზრებთ, რომ სახლს ბევრი რამ შეიძლება დაემუქროს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მას ვტოვებთ. ეს ფიქრები ბინიდან გამოსვლისთანავე გვიჩნდება და მით უფრო იმატებს, რაც მეტად ვშორდებით მას.
აი, მაგალითად...
1. "ნეტავ, ყველაფერი გამოვრთე?"
რამდენჯერაც უნდა შეტრიალდე სახლიდან გარეთ გამოსული, მაინც გიჭირს დაჯერება, რომ წყალიც გადაკეტე, გაზის ონკანიც და ყველა ელექტრომოწყობილობაც გამორთე. ეს განცდა ბუნებრივია, თუკი გავითვალისწინებთ, რამხელა ამბავი შეიძლება მოჰყვეს სულ პატარა უყურადღებობასაც: მეზობელთან ჩასული წყალი, ხანძარი და აფეთქებაც კი... მოკლედ, როგორც იტყვიან, ასი თვალი და ასი ყური უნდა გქონდეს, როცა ბინიდან გადიხარ.
2. "ნეტავ, მეზობელმა თუ გადაკეტა ყველაფერი?"
როცა დარწმუნდები, რომ შენი გასაკეთებელი გააკეთე და სახლის ყველა კუთხე-კუნჭული გულდასმით შეამოწმე, იწყება ფიქრი იმაზე, შენი მეზობელი თუ მოიქცა ასევე. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ურთიერთობა გაქვს მეზობელთან ან საერთოდ თუ იცნობ მას — ცხოვრებაში გაუთვალისწინებელი რაღაცებიც ხდება და ადამიანებსაც ხანდახან გულმავიწყობა დაგვჩემდება ხოლმე. აი, ასე შეიძლება შეამჩნიო შინ დაბრუნებულმა, რომ ჭერიდან რაღაც საეჭვოდ წვეთავს...
3. "გასაღები რამდენჯერ გადავატრიალე?"
როცა საკუთარ თავსა და მეზობლის გულისხმიერებაში დარწმუნებული სახლს კარგა მანძილით მოშორდები, შეიძლება კიდევ ერთმა აბეზარმა ფიქრმა შემოგიტიოს — "ნაღდად დავკეტე კარი?". აი, მერე კი შენი ტვინი არც შეგეკითხება, ისე დაიწყებს ჰოლივუდური თრილერის სიუჟეტის გაცოცხლებას. მეტიც, როცა დაუშვებ, რომ გასაღები საკეტში საკმარისი რაოდენობით გადაატრიალე, შინაგანი ხმა შეგახსენებს, რომ მძარცველებს დაკეტილი კარი ზოგჯერ სულაც არ უშლის ხელს...
4. "დღეს როგორი ამინდი იქნება ნეტავ?"
კარგი, შევეშვათ მძაფრსიუჟეტიან ფილმებს და ოდნავ უფრო გავრცელებული სცენარი განვიხილოთ — ძლიერი ქარი, წვიმა, სეტყვა... მოკლედ, ბინას ისეთი რაღაცებიც შეიძლება დაემუქროს, რაც არც ჩვენს ყურადღებაზეა დამოკიდებული და არც სხვების კეთილსინდისიერებაზე. თანაც, ბუნებრივი მოვლენებისგან სახლი არც მაშინაა დაცული, როცა თავადაც შინ ვიმყოფებით და, ერთი შეხედვით, ყველაფრისთვის მომზადებული ვართ.
5. "სანდო მდგმური შემხვდა ვითომ?"
ზოგიერთი ადამიანი თავის უძრავ ქონებას აქირავებს და, ცხადია, სადარდებელიც ემატება, რადგან ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობებს სხვა, უმეტესად, სრულიად უცნობ ადამიანს უნაწილებს. ბინის გაქირავების შემდეგ სწორედ მდგმურის ყურადღებასა და კეთილსინდისიერებაზე ხდები დამოკიდებული და ამიტომ, ცუდმა აზრებმა უფრო ხშირად შეიძლება შეგახსენოს თავი.
... მაგრამ, სანერვიულო არაფერია,
თუ ბინა გაქვს დაზღვეული!
არც ამინდი, არც მეზობლის და არც მდგმურის გულისხმიერება. ყველა აბეზარ და შემაწუხებელ ფიქრს მაშინვე მოიშორებ, როგორც კი გაიხსენებ, რომ, საჭიროების შემთხვევაში, გაუთვალისწინებელ ხარჯებს მალევე აინაზღაურებ.
თიბისი დაზღვევა ბინის დაზღვევის პაკეტით სრულყოფილ მომსახურებასს გთავაზობს: შენ შეგიძლია, დააზღვიო რემონტი, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკაც. ამასთან, თუ გაქირავებული ბინის დაზღვევას გადაწყვეტ, დამქირავებლის მიერ დაზიანების ხარჯებიც აგინაზღაურდება.
ყველაზე კარგი ამბავი კი ისაა, რომ ბინის დაზღვევა თვეში მხოლოდ 12 ლარიდან არის შესაძლებელი და თანაც — ონლაინ, თიბისი დაზღვევის ვებგვერდზე.
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
კომენტარები