მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციას უჭერს მხარს, რუსეთს კი საფრთხედ ასახელებს
რატომ არის მნიშვნელოვანი: საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი საზოგადოებრივი აზრის კვლევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცე მხარდაჭერა აქვს.
- გამოკითხულთა 89% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას — მხარდაჭერა, წინა კვლევასთან შედარებით, 4%-ით არის გაზრდილი და ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს.
- ამავდროულად, საქართველოს მოქალაქეები არ უჭერენ მხარს ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნას — გამოკითხულთა 79% წინააღმდეგია, მათ ბიზნესის რეგისტრაციის, ქონების შეძენის ან საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება ჰქონდეთ.
ევროინტეგრაცია: გამოკითხულთა 75% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, 14% კი გარკვეულწილად უჭერს მხარს.
- გარდა ამისა, 62% ამბობს, რომ მაინც დაუჭერდა მხარს ევროინტეგრაციას, თუ ეს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის გაწყვეტას გამოიწვევდა.
- მოსახლეობის აზრით, ყველაზე დიდი დაბრკოლება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პოლიტიკური არასტაბილურობა და ნაკისრი ვალდებულებების არშესრულებაა.
- მთავარი სარგებელი კი — ეკონომიკის გაძლიერება, უსაფრთხოება და ქვეყნის განვითარებაა.
NATO: ამავდროულად, 65% მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანებასაც, 15% კი გარკვეულწილად უჭერს მხარს.
- უმრავლესობის აზრით, ალიანსის წევრობის მთავარი სარგებელი უსაფრთხოება და დაცვაა, მთავარი დაბრკოლება კი — რუსეთს წინააღმდეგობა და ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი.
- მოსახლეობის 50% პასუხობს, რომ ქვეყნის კურსი მხოლოდ პროევროპული დასავლური უნდა იყოს;
- 32%-ის აზრით კი — პროდასავლური, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს;
- მხოლოდ 9 პროცენტი საუბრობს პრორუსულ კურსზე.
პარტნიორები: ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად 63% ევროკავშირს ასახელებს.
- 47% — აშშ-ს, 27% — უკრაინას, 18% — თურქეთს, 16% — აზერბაიჯანს, 12% — გაერთიანებულ სამეფოს, 8% კი — რუსეთს.
- ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხედ უმრავლესობა, 87% რუსეთს მიიჩნევს, 8% კი აშშ-ს და თურქეთს.
- გამოკითხულთათვის ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორებშიც ევროკავშირი, აშშ და თურქეთი ლიდერობენ — რუსეთი 12%-ით მე-6 ადგილზეა.
- ანალოგიურად, ეკონომიკურად ყველაზე საფრთხისშემცველადაც 76%-ით რუსეთი ლიდერობს, მეორე ადგილზე კი 6%-ით თურქეთია.
რუსეთი: კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 34% მკაცრად ეწინააღმდეგება რუსეთთან დიალოგს, სრულიად მომხრე 26%-ა, გარკვეულწილად მომხრე კი — 27%.
- 30% ძალიან უარყოფითად აფასებს ხელისუფლების ურთიერთობას რუსეთთან, 20% — გარკვეულწილად უარყოფითად, 10% — ძალიან დადებითად, 30% — კი გარკვეულწილად დადებითად.
- მხოლოდ 17% ფიქრობს, რომ ახლანდელი ხელისუფლების საგარეო კურსი პროდასავლურია, 21%-ის აზრით კი — ის უფრო პროდასავლურია, ვიდრე პრორუსული.
- 25% ფიქრობს, რომ ქართული ოცნების კურსი პრორუსულია, 20% კი ფიქრობს — უფრო პრორუსულია, ვიდრე პროდასავლური.
- მოსახლეობის 76% ფიქრობს, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ ისევ გრძელდება.
- 37% ფიქრობს, რომ რუსები ვერ უნდა შემოდიოდნენ საქართველოში, სანამ არ დაგვიბრუნებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს; გამოკითხულთა 29%-ს კი ურჩევნია, რომ მათ ქვეყანა დატოვონ.
- 23% მხარს უჭერს რუსეთთან ფრენების აღდგენას, 34% კი — წინააღმდეგია.
მეთოდოლოგია: IRI-ის ინფორმაციით, კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ.
- საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ, მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით.
- შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს.
- მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად.
- ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი — 63%.
- კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედანზე სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედანზე სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
კომენტარები