კიევის განცხადებით, სუდანიდან საკუთარ მოქალაქეებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებიც გაიყვანეს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რატომ არის მნიშვნელოვანი: სუდანში ჯარსა და გასამხედროებულ ძალებს (RSF) შორის შეტაკებებია — დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც მთავრობამ და RSF-მ სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლის შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
- დაღუპულია ასეულობით ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეები.
- გავრცელებული ინფორმაციით, სუდანში საქართველოს 35-მდე მოქალაქე იმყოფებოდა, თუმცა კონკრეტულ ციფრს საგარეო სამინისტროში არ ასახელებდნენ.
- დაპირისპირებულ ზონაში იყვნენ ქართული ავიაკომპანიების, ჯეო სქაისა და მაი ვეის თანამშრომლები.
დეტალები: უკრაინაში აცხადებენ, რომ დაზვერვის ხელმძღვანელობამ უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის ოპერაცია წარმატებით ჩაატარა.
- მათივე თქმით, უწყვეტი ბრძოლის, დაუცველობის, საკვების, წყლისა და შესაბამისი აღჭურვილობების დეფიციტის პირობებში უკრაინის 87 მოქალაქის გამოყვანა შეძლეს.
- ძირითადად, ისინი ავიაციის სპეციალისტები — პილოტები, ტექნიკოსები იყვნენ.
- კიევის ინფორმაციითვე, მათთან ერთად ევაკუირებულები არიან საქართველოსა და პერუს მოქალაქეები.
- ასევე, აცხადებენ, რომ სუდანის ტერიტორიიდან სულ 138 ადამიანია გამოყვანილი, მათ შორის, 35 ქალი და 12 ბავშვია, ისინი ეგვიპტეში არიან გადაყვანილი სამედიცინო დახმარებით, საკვებითა და წყლით უზრუნველყვეს.
საქართველოს საგარეო უწყებამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ სუდანში საქართველოს აღარცერთი მოქალაქე აღარ იმყოფება.
- მათი თქმით, სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა და ისინი სუდან-ეგვიპტის საზღვარზე არიან გადაყვანილები.
- "ამ მომენტისთვის საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან ნეიტრალურ ზონაში. ველოდებით, რომ გადავიდნენ ეგვიპტეში, საიდანაც მოხდება მათი ტრანსპორტირება შემდეგ სამშობლოში, საქართველოში", — განაცხადა ხვთისიაშვილმა.
- ხვთისიაშვილს ევაკუაციის პროცესში უკრაინის ჩართულობაზე არაფერი უთქვამს.
- On.ge დეტალების გასარკვევად საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, მათ კითხვას პირდაპირ არ უპასუხეს და განგვიცხადეს, რომ "მოქალექეების გამოყვანა მოხდა ქართული მხარის ძალისხმევით და დაგეგმვით".
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები