5 რჩევა უკეთესი დასვენებისთვის
ბევრისთვის არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს გრძნობას, მოქმედებას, აბსტრაქტულ სითბოს თუ კომფორტს. წარმოიდგინეთ, რომ ყველა სტანდარტული პროცედურა გაიარეთ, საკუთარი ნომრის წინ დგახართ, ბარათი მიადეთ, კარი შეაღეთ და ჩანთა ამოულაგებლად იქვე დადეთ. ახლა თქვენ წინ ბამბის უდიდესი ქულა, ყველაზე რბილი, კომფორტული, მართლა ღრუბლებს შესადარი საწოლია, რომელზეც ოდნავ ხმაურითა და პატარა ნახტომით უნდა აღმოჩნდეთ. აი ეს წამოწოლა, კომფორტი და იმის ცოდნა, რომ დღეს საღამოსაც ამ სიმშვიდეში უნდა დაიძინოთ, არის დაუფასებელი ან შეუფასებელი გრძნობა, რომელიც სეროტონინის მოზღვავებას იწვევს და რაც შეიძლება ხშირად უნდა განიცადო ადამიანმა. ალბათ თქვენშიც გაიღვიძა დასვენების სურვილმა, ამიტომ რამდენიმე იდეას გაგიზიარებთ:
1. დარჩით სასტუმროში
თუნდაც ერთდღიანი განტვირთვის ჩაუნაცვლებელი ნაწილი სასტუმროში დარჩენაა. არ აქვს მნიშვნელობა მარტო, მეწყვილესთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად გსურთ ყოფნა. ფაქტობრივად წარმოუდგენელია, მთელი დღე არარუტინულად გაატაროთ და დღის ბოლოს, ყველაზე ტკბილ, დამაგვირგვინებელ ფაზაში ისევ სახლში დაბრუნდეთ. ზემოთ აღწერილი არამატერიალური კულტურული ძეგლიც ხომ მოწმობს, რომ ნომერში განსაკუთრებული აურა ტრიალებს და განწყობას ისე გიმაღლებს, რომ სულაც არ არის საჭირო, სასტუმრო თბილისს გარეთ იდგეს, მეტიც, თქვენი სახლი შეიძლება სულაც მეზობლად გეგულებოდეთ, მაგრამ მაინც სრულად იყოთ მოწყვეტილი ყოველდღიურობას.
2. გამოცადეთ სპა-თერაპია
დაძაბულობის, სტრესისა და გადაღლისგან გათავისუფლების საუკეთესო შესაძლებლობა სპა-თერაპიაა. მასაჟის, მარილის ორთქლის ოთახის, რომაული და ფინური საუნებისა თუ სხვა სიკეთეების მიღება როგორც მარტოს, ისე მეწყვილესთან ერთად შეგიძლიათ. ამბობენ, რომ აღნიშნული პროცედურები კულტურის დონეზე იყო აყვანილი ანტიკურ ქვეყნებში, კლეოპატრა ვირის რძეში ბანაობის ხარჯზე ინარჩუნებდა სილამაზეს და რომაელები მნიშვნელოვანი საკითხების გასარჩევად აბანოში იკრიბებოდნენ. მოკლედ, მოდუნდით, ჩაისუნთქეთ სიმშვიდე და ამოისუნთქეთ ბედნიერება.
3. არ დაგავიწყდეთ გასეირნება
სეირნობა ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფიზიკური აქტივობაა. გიფიქრიათ, ბოლოს როდის იყავით თბილისში ტურისტი? ძველ უბნებში უკვე ნანახი, მაგრამ მაინც აღმოსაჩენი რამდენი რამეა? მგონი არც ამ სიკეთეზე ღირს უარის თქმა.
4. წადით ლაშქრობაში
რამდენიმე სიტყვით ლაშქრობის კულტურასაც შევეხოთ, რომლის გარშემოც მთელი დასავლეთია გაერთიანებული. ევროპასა და ამერიკაში დიდი ხანია, რაც ქალაქების გარშემო მცირე მთებსა და ბორცვებს მოტივირებული, აქტიური, ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი ადამიანები იპყრობენ. ფიზიკური აქტივობა დადებითად არა მხოლოდ სხეულზე, არამედ განწყობაზეც მოქმედებს. სამწუხაროდ თბილისში ამ ინტერესის გარშემო ბევრი ადამიანი არ ერთიანდება, ამიტომ იქნებ, თქვენ და თქვენი მეგობრები იყოთ სპორტული აქტივობის გამავრცელებლები?
5. დაასრულეთ საღამო გემრიელი ვახშმით
ჯულია ჩაილდის თქმით, ადამიანები, რომელთაც ჭამა უყვართ, მართლა საუკეთესოები ხალხია. ამიტომ, იდეალური დღის ბოლოს გემრიელი ვახშამი არ დაგავიწყდეთ და ჭიქა ღვინის უფლებაც მიეცით საკუთარ თავს.
საუკეთესო რამ, რაც საკუთარ თავს ან სხვა საყვარელ ადამიანებს შეიძლება აჩუქოთ — დროა. ამიტომ დაგეგმეთ ხარისხიანი დასვენების თუნდაც ერთი დღით და ისიამოვნეთ ახალი შეგრძნებებით.
რუბრიკის სპონსორია Gulf Aquamarine Hotel, 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი, რომელიც თბილისის ზღვაზე, აკვაპარკ ჯინო ფერედაისის საკურორტო ზონაში მდებარეობს და მოიცავს აუზს, რესტორანს, ბარებს, საკონფერენციო სივრცეებს და წვეულების დარბაზს.
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
კომენტარები