გია ვოლსკი

25 Apr. 2023, 18:33

სამწუხაროა, რომ ორგანიზაციები, რომლებიც საკმაოდ კარგ პროგრამებს ახორციელებენ საქართველოში, მუდმივად ცდილობენ, წელიწადში რამდენჯერმე თავი შეირცხვინონ ასეთი კვლევებით. კვლევებით, რომელიც გვაუწყებს, რომ უახლოეს პერიოდში, ანუ 2024 წელს არჩევნები რომ იყოს, გამარჯვების გარკვეული შანსები გააჩნია კეზერაშვილის ფრთის ქვეშ გაერთიანებულ კოალიციას, რომელიც შედგება ხაბეიშვილის, ვაშაძის, ხოშტარიას, ჯაფარიძის, ვანო მერაბიშვილისა და ასეთი პოლიტიკური სუბიექტებისგან. გაიმარჯვებს და ასეთი კოალიციური მმართველობა შედგება იმ კანონის მიხედვით, რომელიც შექმნა და რომლის ავტორი და მიმღები ქართული ოცნებაა, ელექტრონული არჩევნებით და პროპორციული სისტემით. IRI-მ ამჯერად ასეთი ინფორმაცია გამოაქვეყნა. გარდა ამისა, ამბობს, რომ სასამართლოს არ ენდობა გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე ენდობა და ამავე დროს, მხოლოდ ერთ პროცენტს მიაჩნია, რომ სასამართლო რაიმე პრობლემას უქმნის ქვეყანას. იმ ოთახში მგონი, რაღაც აერიათ, როდესაც ამ ციფრებს და მონაცემებს წერდნენ. ასეთი კვლევების მიმართ არაერთხელ გამოგვიხატია დასაბუთებული უნდობლობა. ძალიან ბევრი საფუძველი მაქვს ვთქვა, რომ ეს ის კვლევა არ არის, რომელსაც ნამდვილად კვლევა ჰქვია და მას ოდესმე გაემართლებინოს იმ სინამდვილეში, რომელიც 2011 წლიდან მომდინარეობს. თქვენ თუ გაინტერესებთ, ვის უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, ბიძინა ივანიშვილს, თუ ელენე ხოშტარიას, ჩემი აზრით, ივანიშვილს მეტი რეიტინგი აქვს და საზოგადოებისთვის ძალიან ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული, არასდროს არავისთვის არაფერი დაუყვედრებია. არ მგონია, ეს მონაცემიც, გარდა სხვა მონაცემებისა, მართალი იყოს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
  2. ო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით
  3. რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
  4. რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
  5. 38 უნივერსიტეტის რექტორი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა

ქართული ოცნების ზოგიერთი დეპუტატი ამტკიცებს, რომ რუსულ კანონში ჩუმად შემოპარებული ახალი მუხლები ფიზიკურ პირებს არ…