ილია დარჩიაშვილი

25 Apr. 2023, 22:40

საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება ძალ-ღონეს არ იშურებდა, რათა ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებოდნენ ძალიან რთულ პერიოდში სუდანში, ქვეყნიდან უსაფრთხოდ გამოგვეყვანა. ამან დრო წაიღო. დაგვჭირდა დიდი ძალისხმევის გაწევა, ვიმუშავეთ პარტნიორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან. იმის გათვალისწინებით, რომ სიტუაცია იყო ძალიან ქაოსური, ძალიან რთულია იდენტიფიცირება, რომელ კონკრეტულ ადამიანს ან ორგანიზაციას უნდა ელაპარაკო, ამიტომ ჩვენ ფრონტი მაქსიმალურად გვქონდა გაშლილი და მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები გამოვიყვანეთ ქვეყნიდან და უსაფრთხო ადგილას, მეზობელ ქვეყანაში გადავიყვანეთ. ველოდებით, რომ ძალიან მალე დაბრუნდებიან საკუთარ სახლებში მშვიდად და უვნებლად. როგორც ვიცი, ტრანსპორტირების პროცესში იყვნენ სხვა ქვეყნის, მათ შორის, უკრაინის მოქალაქეებიც.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
  2. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  3. დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
  4. "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
  5. ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ