კრამონი მასზე გავრცელებულ დეზინფორმაციებში ქართული ოცნების შესაძლო კვალზე საუბრობს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა Twitter-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სოციალურ ქსელში მასზე გავრცელებულ ფეიკ ამბებსა და ვიდეოს ეხმაურება.
- საუბარია მასალაზე, რომელიც მითების დეტექტორმა მოამზადა და გამოავლინა, რომ გავრცელებული ამბები დეზინფორმაციაა.
- 4 აპრილს TV სეზონის გადაცემაში დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად, ისტორიკოსი დიტო ჩუბინიძე ამბობდა, რომ დაოჯახებამდე მისი გვარი გერინგი იყო და ამტკიცებდა, თითქოს ნაცისტი პოლიტიკოსისა და ომის დამნაშავის, ლუფტვაფეს რაიხსმარშლის ჰერმან გერინგის შთამომავალია.
- ასევე, ირწმუნებოდა თითქოს, კრამონის საქართველოში ვიზიტის მიზანი იმის განხორციელებაა, რასაც გერინგი, გებელსი, ჰიმლერი, ბორმანი და სხვები მეორე საუკუნის 30-40-იან წლებში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადიოდნენ.
- მსგავსი მტკიცება უკვე 15 მარტს ფეუსბუქმომხარებელმა, დავით ლორიამაც გაავრცელა და პოსტს ვიკიპედიის სტატიის სქრინშოტი და კრამონისა და გერინგის ფოტოები დაურთო.
მითების დეტექტორი მიუთითებს, რომ ეს ინფორმაცია მცდარია — ნაცისტური გერმანიის მაღალჩინოსანსა და ევროპარლამენტარს სხვასხვა გვარი აქვთ და არ არსებობს მტკიცებულება მათ ნათესაურ კავშირზე.
- "ქორწინებამდე ვიოლა ფონ კრამონის გვარი Gehring-ი, ხოლო ჰერმან გერინგის გვარი — Göring-ია", — ვკითხულობთ მასალაში.
- განმარტავენ, რომ ჩუბინიძის მტკიცება, რომ დაოჯახებამდე კრამონის გვარი გერინგი იყო, სიმართლეა, თუმცა გერმანული დამწერლობა Gehring-ია, რაც ნაცისტური გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ფიგურის — ჰერმან გერინგის გვარიდან (გერმანულად: Göring) განსხვავდება.
- "რაც შეეხება დავით ლორიას პოსტს, მას წყაროდ ვიკიპედიის სტატიის სქრინშოტი მოჰყავს, სადაც კრამონის გვარზე ისრითაა მითითებული. ამ სტატიაშიც ფონ კრამონის ქალიშვილობის გვარად Gehring-ი და არა Göring-ია დასახელებული. იდენტური ინფორმაცია გვხვდება გერმანული ვიკიპედიის სტატიაშიც", — წერს მითების დეტექტორი.
- ასევე, აღნიშნავენ, რომ კრამონის გერინგთან დაკავშირება მის დისკრედიტაციას ემსახურება.
კრამონის თქმით, ქართველმა ტროლებმა რუსულ ტროლებსაც აჯობეს და "თვით ტროლის ჯილდო ამჯერად უცილობლად გადაეცემათ" მათ.
- ევროპარლამენტარი ამბობს, მისსა და ჰერმან გიორინგის შესაძლო ნათესავებად გამოცხადება მხოლოდ მათ მოუვათ თავში, ვინც დაოჯახებამდე მისი გვარის "გერინგი" რუსულ თარგმანს აიღებს.
- "გერინგი" და "გიორინგი" კირილიცათი ერთნაირად იწერება. ლათინურში კი ამ ორ გვარს არაფერი აქვს საერთო. ისევე, როგორც, საბედნიეროდ, არც მე მაკავშირებს რამე ნაციტს პოლიტიკოსსა და ომის დამნაშავე — ჰერმან გიორინგთან".
მეორე ფეიკი: კრამონისა და გერინგის ნათესაური კავშირის ძიება ევროპარლამენტის დისკრედიტაციის ერთადერთი მცდელობა არ იყო.
- აპრილის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც კრამონი თბილისში ვიზიტისას ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე გამოჩნდა, ფეისბუქ ანგარიშები პროგრამულად დამუშავებულ ვიდეოს ავრცელებდნენ და ირწმუნებოდნენ, რომ იქ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კრამონი ჩანდა.
- ვიდეოს 9-წამიანი ვერსია თავდაპირველად გიორგი იბერიელმა გაავრცელა.
- მითების დეტექტორმა დაადგინა, რომ პროგრამულად დამუშავებულ ვიდეოში კრამონის სახეა ჩასმული.
- ევროპარლამენტარი ფეიკ ვიდეოს აბსურდულსა და უხერხულს უწოდებს.
- "სიამოვნებთ წავიდოდი ქართულ ქორწილში, მაგრამ ჯერ არავის დავუპატიჟებივარ", — ამბობს ის.
- კრამონის განცხადებით, საინტერესო გარემოებაა ის, რომ ეს ვიდეო ძირითადად, მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა გააზიარეს და სავარაუდო დამკვეთიც აქ უნდა ვეძებოთ.
- "უმჯობესია ღია პოლიტიკური დისკუსიების გამართვა შეთითხნილი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად", — ამბობს ის.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები