"ოცნებაში" ამბობენ, რომ უკონკურენტო რიგგარეშე და შუალედურ არჩევნებში მოიგეს
ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: შუალედური და რიგგარეშე არჩევნები 10 მუნიციპალიტეტში გაიმართ. მოქალაქეები ირჩევდნენ:
- პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს;
- გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს;
- ცაგერისა და თერჯოლის მერებს.
ვინ (არ) მონაწილეობდა არჩევნებში: ოპოზიციამ არჩევნებში ჩართვაზე უარი თქვა, ამიტომ მერების რიგგარეშე არჩევნებისათვის კანდიდატი მხოლოდ ქართულ ოცნებას ჰყავს წარდგენილი.
- საკრებულოს შუალედური არჩევნებზე მმართველი გუნდის ერთადერთი კონკურენტი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელია, პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე კი — კახა კუკავას პარტის წევრი.
- ენმ-ის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი განმარტავდა, რომ პროცესის მიმართ ნდობა არ არსებობს, ამიტომ ფარსში მონაწილეობას არ იღებენ.
- "ვითარება ქვეყანაში ნორმალურთან დაახლოებულიც არ არის, გაცდენილია და მთელი ძალისხმევა პოლიტიკური დემოკრატიული ოპოზიციის, ჩვენი, ევროპული საქართველოსიც არის ადამიანების მოტივირება გადამწყვეტ არჩევნებზე, რომელიც მოდის შემდეგ წელს", — განაცხადა გიგა ბოკერიამ რუსთავი 2-თან.
კობახიძე ამბობს, რომ "რადიკალურმა ოპოზიციამ ვერც ერთ ოლქში ვერ გაბედა კანდიდატურის დაყენება, რაც იმის დასტურია, რომ ქართული ოცნების მაღალ და საკუთარ დაბალ რეიტინგს კარგად აცნობიერებენ".
- "მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები შეზღუდული კონკურენციის პირობებში წარიმართა, დაფიქსირდა მაღალი აქტივობა, რისთვისაც თითოეულ ამომრჩეველს მადლობას ვუხდით. ყველა საარჩევნო ოლქში ქართულმა ოცნებამ გააუმჯობესა 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში მიღებული შედეგები", — აცხადებს ის.
რას ამბობენ შედეგებზე: მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჯერ ოფიციალური შედეგები არ გამოუქვეყნებია, კობახიძემ ამაზეც ისაუბრა.
- მისი თქმით, ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქში მათმა კანდიდატმა 27 ათასზე მეტი ხმა მიიღო. თერჯოლის მუნიციპალიტეტში 11 500 ხმა, ცაგერში 4 500, ქუთაისში 5 300-ზე მეტი.
- ასევე, ტყიბულში 1 500 ხმა, გურჯაანში 1 350, ახალციხეში 450-ზე მეტი, თიანეთში კი 350.
- "ვულოცავ გიორგი ხახუბიას პარლამენტის წევრად არჩევას, მანუჩარ რობაქიძეს თერჯოლის მერად არჩევას, ლევან ზალკალიანს ცაგერის მერად არჩევას. მიხეილ გიორგაძეს ქუთაისის საკრებულოს წევრად, გიორგი კერესელიძეს ტყიბულოს საკრებულოს წევრად";
- "ზურაბ მუხურიშვილს გურჯაანის საკრებულოს წევრად. როინ ნებაძეს ახალციხის საკრებულოს წევრად, იოსებ თიანეთის საკრებულოს წევრად არჩევას", — ამბობს ის.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები