დასამალი არაფერია — თიბისი დაზღვევის ახალი კამპანია
დასამალი არაა, რომ მენტალური პრობლემები საკმაოდ გავრცელებულია და დღეს 5-დან 1 ადამიანს ერთ-ერთი მათგანი მაინც აქვს. მიუხედავად მისი მნიშვნელობისა, საკმაოდ მწირი დრო ეთმობა ამ თემაზე საუბარს საზოგადოებაში. რაც გამოწვეულია გავრცელებული სტიგმით, თითქოს, მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებს არ შეუძლიათ სოციუმის სრულფასოვანი წევრები იყვნენ და მათი მდგომარეობა ერთგვარი სისუსტეა. ამის გამო უმრავლესობა თავის მდგომარეობას მალავს და 60% მკურნალობას არც კი იწყებს. Mental Health Commission of Canada-ს კვლევებმა აჩვენა, რომ დასაქმებულთა 30%-ს ურჩევნია თავისი მენტალური პრობლემები არ გაუცხადოს დამსაქმებელს. WHO-ს სტატისტიკების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დასაქმებულები მალავდნენ თავიანთ პრობლემას, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ ისეთივე პროდუქტიულები, როგორც სხვა თანამშრომლები. დამსაქმებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ასეთი დასაქმებულები ხანდახან გამოირჩევიან კიდეც პუნქტუალურობით, მოტივაციითა და სამაგალითო შედეგებით.
რაც მეტადაა პრობლემა ბურუსით მოცული, მით მეტადაა მის გარშემო მცდარი წარმოდგენები. პირველი ნაბიჯის გადადგმა და პრობლემის გაცხადება ყველაზე რთული და, ამავე დროს, გაბედული საქციელია. თუ დღეს შენ ხმამაღლა ლაპარაკობ შენს პრობლემაზე, მასთან გამკლავების გზებსა და გამოცდილებებზე, შეიძლება ამან ხვალ სხვას უბიძგოს სწორი მიმართულებით წასვლისკენ, მისცეს მხნეობა, დაიწყოს მკურნალობა. მენტალურ ჯანმრთელობაზეც ისევე უნდა ვზრუნავდეთ, როგორც ფიზიკურზე, მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ სრულფასოვანი, ჰარმონიული მდგომარეობის მიღწევას.
კვლევებმა ისიც აჩვენა, რომ თუ ადამიანები მიმართავენ საჭირო ზომებს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებისთვის, 70%-90% შემთხვევაში შედეგები ეფექტურია. მკურნალობის დასაწყებად კი, პირველ რიგში, საჭიროა პრობლემის აღმოჩენა და მასზე საუბარი.
მენტალური ჯანმრთელობა ზოგადი კეთილდღეობის ძირითადი კომპონენტია. ეს კარგად ესმით თიბისი დაზღვევაში და ამიტომ კომპანიას მიზნად აქვს, საზოგადოებას შეახსენოს, რომ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ხმამაღლა საუბარი მოსულა და დასამალი არაფერია.
თიბისი დაზღვევა აქტიურად უჭერს მხარს მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ის იყო პირველი ქართულ ბაზარზე, რომელმაც ჯანმრთელობის დაზღვევას მენტალური ჯანმრთელობის დაფარვა დაამატა და ასევე პირველია რეგიონში, სადაც თანამშრომლებს მენტალური შვებულებით სარგებლობა შეუძლიათ.
ამჯერად თიბისი დაზღვევამ წამოიწყო კამპანია "დასამალი არაფერია", რომლის ფარგლებშიც ცნობილი ადამიანები საუბრობენ თავიანთ მენტალურ მდგომარეობაზე და გვახსენებენ ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობას. გვიყვებიან იმაზე, თუ რა შედეგებამდე შეიძლება პრობლემის დამალვამ მიგვიყვანოს.
თუ კი რაიმე გვაწუხებს, უნდა გვახსოვდეს, რომ მარტო არ ვართ და, შეიძლება, ჩვენს გვერდით მდგომსაც ისევე სჭირდებოდეს დახმარება, როგორც ჩვენ, ამიტომ დასამალი არაფერია.
-
გადახედვაFDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
გადახედვაგია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
-
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვაუკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო
-
გადახედვალაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას ლაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას
-
გადახედვამრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
კომენტარები