ხატია დეკანოიძე

1 May. 2023, 12:32

ეს ადამიანები იყვნენ ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული ადამიანები და სამწუხაროა, რომ ქართული ოცნება მოვლით და არაპირდაპირი გზით ცდილობს ადამიანების შეცდომაში შეყვანას და ანტიდასავლური გზავნილების გამეორებას. მიუხედავად ორგანიზებულობისა, ჩამოყვანილი ადამიანებისა, მრავალკვირიანი კამპანიისა, მათთვის სამწუხაროდ და ჩვენთვის საბედნიეროდ, ეს აქცია იყო იმის მაჩვენებელი, რომ საქართველოში, სადაც მოსახლეობის 85% სურს იყოს ევროკავშირის ნაწილი ჩვენი ქვეყანა, რუსეთს და ანტიდასავლურ პროპაგანდას მომავალი არ აქვს.

რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობასთან დაკავშირებით გახმოვანებულ მოთხოვნას, ესეც ხომ არ არის ახალი, 11 წელია ეს გვესმის და ამას სთავაზობს ეს პარტია ადამიანებს, 11 წელია ამაზე დგას ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ ქართული ოცნების პარადიგმიდან უნდა გამოვიდეს ჩვენი ქვეყანა და კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

განაცხადა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ. გუშინ, რესპუბლიკის მოედანზე უცნობის ორგანიზებული სახელისუფლო, პრორუსული და ანტიდასავლური აქცია გაიმართა. სცენიდან ისმოდა ქართული ოცნების, მათი ლიდერების ქება და მმართველი გუნდის პროპაგანდა მშვიდობაზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  2. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  3. რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
  4. უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს
  5. კობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის

გირჩევთ

ახლა კითხულობენ