როგორი იქნებოდა ცხოვრება, ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებსაც ისე რომ ვმალავდეთ, როგორც მენტალურს
თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, ალერგია, სეზონური ვირუსები — მოგვწონს თუ არა, ჯანმრთელობის პრობლემები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. სირთულეების მიუხედავად, ვაცნობიერებთ, რომ ასეთი რამ ნებისმიერ დროს ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დაემართოს, ამიტომ ირგვლივმყოფებს ჩვენს მდგომარეობას არ ვუმალავთ და, საჭიროების შემთხვევაში, დახმარების თხოვნითაც მივმართავთ.
წესით, იგივე დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მიმართაც. ამის მიუხედავად, საზოგადოებაში ღრმად ფესვგადგმული სტერეოტიპების გამო ვფიქრობთ, რომ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების აღიარება სირცხვილია, ანდაც მათ უმნიშვნელოდ მივიჩნევთ. არადა, სრულფასოვანი ცხოვრებისთვის მენტალური კეთილდღეობაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც — ფიზიკური. დასამალი არცერთ შემთხვევაში არაფერია — ორივე მათგანს სჭირდება თანაგრძნობა და სათანადო ყურადღება.
იმის საილუსტრაციოდ, რომ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებში დასამალი არაფერია, წარმოგიდგენთ, როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებსაც ისე რომ ვმალავდეთ, როგორც მენტალურს:
1. საყვარელ საჭმელს ვერ დავღეჭავდით, რადგან კბილის ტკივილს არ ვაღიარებდით
ცხოვრება გაცილებით მშვენიერია, როცა ჩვენი საყვარელი საჭმლისგან სიამოვნების მიღება შეგვიძლია. სწორედ ამიტომ პირველი, ვინც კბილის ტკივილის დროს გვახსენდება, სტომატოლოგია. სტომატოლოგთან მისვლამდე კი ტკივილის დამალვა ნამდვილად რთულია, რასაც გარშემომყოფებიც ხშირად ამჩნევენ. თუ კბილის ტკივილში უცნაური არაფერია, ანალოგიურად დასამალი არაა დეპრესია, რომელიც ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დაემართოს და, კბილების მსგავსად, ყურადღებას საჭიროებს.
2. სირბილს ვერ შევძლებდით, რადგან მოტეხილი ფეხის მკურნალობის ნაცვლად, მის დამალვას შევეცდებოდით
მოტეხილი ფეხის დამალვა აზრადაც არავის მოუვა — გაუსაძლისი ტკივილი მაშინვე გვაიძულებს, ექიმს მივმართოთ, შემდეგ კი თაბაშირში შეხვეული ფეხი დავასვენოთ. მოტეხილობის მსგავსად, დასამალი არც ბიპოლარული აშლილობაა, რომლის სამართავად სპეციალისტთან ვიზიტი და შესაბამისი მკურნალობა თუ თერაპიაა საჭირო.
3. წიგნების კითხვით ვერ დავტკბებოდით, რადგან სათვალის გაკეთებას საჭიროდ არ ჩავთვლიდით
მხედველობის გაუარესება ხშირად იმის მიმანიშნებელია, რომ სათვალე გვჭირდება. ამ პრობლემის დამალვა ჩვენს მხედველობას გააუარესებს და ისეთ სიამოვნებას წაგვართმევს, როგორიც, მაგალითად, წიგნის კითხვაა. სათვალის აუცილებლობის აღიარების მსგავსად, მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ, რომ საჭიროა, მაგალითად, ჩვენს ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობაზე საუბარი, მის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სათანადო მკურნალობა.
4. მეგობრებთან ერთად გასართობად ვერ წავიდოდით, რადგან ექიმს შაკიკის სიმპტომებს არ გავუმხელდით
შაკიკი საკმაოდ შემაწუხებელი პრობლემაა, რომლის სამართავად ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია. ძლიერი თავის ტკივილის ფონზე ხომ ყველაზე მარტივი დავალებები კი არა, გართობა და კარგ ხასიათზე ყოფნაც კი ძალიან რთულია. იგივე შეიძლება ითქვას შფოთვით აშლილობაზე, რომელიც სულიერ სიმშვიდეს გვირღვევს. შფოთვითი აშლილობის დამალვა მის დაძლევაში ვერ დაგვეხმარება — საჭიროა საუბარი ახლობლებთან და შესაბამის სპეციალისტებთან.
5. ვერ ვიმღერებდით, რადგან ატკივებული ყელისთვის წამლის ყიდვას ვერ გავბედავდით
ყელის ტკივილი და ხმის ჩახლეჩა ცხოვრებაში ერთხელ ნებისმიერ ჩვენგანს გამოუცდია. ასეთ დროს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ ყელის აბებს და სხვა საჭირო მედიკამენტებს ვყიდულობთ. თუ ჩვენი სიმპტომები ექიმსა და ფარმაცევტებს დავუმალეთ, წამალს ვერ მივიღებთ და ვეღარც ვიმღერებთ. ანალოგიურად, საჭიროა საუბარი ჩვენს მენტალურ პრობლემებზე — ამ გზით საკუთარ თავთან ერთად დავეხმარებით ყველას, ვინც კი ჯერ კიდევ მენტალური ჯანმრთელობის ირგვლივ არსებული სტერეოტიპების გავლენის ქვეშაა.
მენტალურ ჯანმრთელობაზე ხმამაღლა საუბარს ჩვენი ყოველდღიურობის უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია. ამ თემაზე საუბრით შეგვიძლია მივიღოთ საჭირო დახმარება, დავეხმაროთ სხვებს და შევიტანოთ წვლილი მენტალური პრობლემების შესახებ არსებული სტერეოტიპების დამსხვრევაში.
ეს კარგად ესმით თიბისი დაზღვევაშიც, რომლის ახალი კამპანია — "დასამალი არაფერია" — მუდმივად შეგვახსენებს, რომ ჩვენი პრობლემების წინაშე მარტო არ ვართ. კამპანიის ფარგლებში ცნობილი ადამიანები თავიანთ მენტალურ მდგომარეობაზე საუბრობენ და ყოველდღიურობაში ჩვენი მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობასაც გვახსენებენ.
აღსანიშნავია, რომ თიბისი დაზღვევა პირველია ქართულ ბაზარზე, რომელმაც ჯანმრთელობის დაზღვევას მენტალური ჯანმრთელობის დაფარვა დაამატა და ასევე პირველია რეგიონში, რომელიც თანამშრომლებს მენტალური შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობას სთავაზობს.
-
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვაუკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო
-
გადახედვალაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას ლაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას
-
გადახედვამრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
კომენტარები