მამუკა მდინარაძე

1 May. 2023, 22:06

მე ნეიტრალიტეტს არ ვემხრობი. რაც შეეხება იმას, რომ პრეზიდენტს უნდობლობას უცხადებენ, ის საქართველოს არჩეული პრეზიდენტია, მათი უფლება იყო, რომ მათი პოზიცია ასე გამოეხატათ. მე ამ პოზიციას პატივს ვცემ. იქ იყო უამრავი ადამიანი, რომელიც ახმოვანებდა პატრიოტულ მესიჯებს და საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშირებულ შეფასებაში მეტწილად დავეთანხმებოდი იქიდან გამომდინარე, რომ ზუსტად იმ ხალხმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს განსაკუთრებულად და ვისი მოწოდებითაც ქართულმა საზოგადოებამ მათი წილი და წვლილი ამაში დიდი იყო, აირჩია ქალბატონი სალომე. ხოლო შემდგომ ამ ადამიანების და მე ეს ვთქვი ტრიბუნიდან რამდენიმე კვირის წინ, ამ ადამიანების, მისი მხარდამჭერების, ვინც უზრუნველყო მისი საქართველოს პრეზიდენტად არჩევა და დღევანდელი პოზიციები რადიკალურად ასცდა ერთმანეთს და ამიტომ აბსოლუტური ლეგიტიმაცია ჰქონდა იმ ადამიანებს, ვინც ეს გაახმოვანა, რეაქციებიც მოწმობდა, რომ საზოგადოებას ასეთი აზრი გააჩნია, ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს, რომ პრეზიდენტი და მისი მხარდამჭერების, ამომრჩევლების პოზიციები რადიკალურად ასცდა ერთმანეთს.

ასე შეაფასა მამუკა მდინარაძემ 30 აპრილს გამართული უცნობის ორგანიზებული სახელისუფლო, პრორუსული და ანტიდასავლური აქცია, სადაც მონაწილეებმა თქვეს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უნდობლობას უცხადებდნენ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  2. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  3. რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
  4. უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს
  5. კობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის

გირჩევთ

ახლა კითხულობენ