5 რამ, რაც პარტნიორთან ერთად უკეთესი დასვენებისა და განტვირთვისთვის უნდა სცადო
პოსტულატს "საყვარელ ადამიანთან ერთად განტვირთვა, დროის სასიამოვნოდ გატარება და მოგონებების შექმნა კიდევ უფრო ამყარებს ურთიერთობას" ხშირად გაიგონებთ ან ინტერნეტში წაიკითხავთ და ამაში ტყუილი არც არაფერია, მეტიც, ფსიქოლოგებიც ამავეს გვირჩევენ, არა?!
და მაინც, როგორ უნდა გავაღვივოთ ნაპერწკალი და გადავაქციოთ ცეცხლად? — ყველაფრის საიდუმლო მრავალფეროვანი აქტივობებია. სწორედ ამიტომ, ჩვენ რამდენიმე იდეას მოგაწვდით:
1. ლაშქრობა
მცირე ლაშქრობა ახლომდებარე მთებში და ადვილად გასავალ ტყეებში ყოველთვის კარგი იდეაა. გარდა სათავგადასავლო დატვირთვისა, ფიზიკური აქტივობა ემოციების გაუმჯობესების არაჩვეულებრივი გზაა, თუმცა სწორად დაგეგმვა აქაც გვმართებს. გაითვალისწინეთ მარტივი რჩევები: ცადეთ ლაშქრობა ნაცნობ ქალაქთან მაქსიმალურად ახლოს, განსაზღვრეთ მისი ხანგრძლივობა და შეუთანხმეთ ის თქვენს პარტნიორს, ჩაიცვით მაქსიმალურად კომფორტული ფეხსაცმელი და მაქსიმალურად დაიფარეთ სხეულის ზედაპირი, არ დაგავიწყდეთ ზურგჩანთის სასუსნავებით, წყლით, ხელსახოცებითა და სხვა აუცილებელი ნივთებით შევსება. ლაშქრობა სასიამოვნო გამოცდილება უნდა იყოს, სწორედ ამიტომ, მაქსიმალურად შეეცადეთ, მოლოდინები თქვენი შესაძლებლობების გათვალისწინებით შეიქმნათ.
2. პიკნიკი
კარგი ამინდი ბუნებაში ყოფნის და გემრიელი პიკნიკის სურვილს აჩენს, მითუმეტეს, რომ თბილისში და მის გარშემო იდეალური პირობებია ოჯახური თუ სამეგობრო გასვლისთვის. თუ თქვენს პარტნიორსაც იზიდავს დროის სუფთა ჰაერზე გატარების იდეა, შეავსეთ კალათი მსუბუქი, გემრიელი ხემსით, გამაგრილებელი სასმლითა და სამაგიდო თამაშებით. ფონური მუსიკისთვის პორტატიული დინამიკი, კომფორტისთვის — პლედი, განწყობისთვის კი — ღვინო დაგჭირდებათ.
3. ღვინის დეგუსტაცია
სხვათა შორის, დეგუსტაცია, რაიმე ახლის გაცნობა თუ შესწავლა ერთმანეთთან გვაახლოებს და კიდევ უფრო ამყარებს "უხილავ ძაფებს". საქართველოში ბევრი პატარა მარანი თუ ოჯახური მეურნეობაა, რომელიც ღვინის ან ეროვნული სამზარეულოს მარგალიტების გასინჯვას გთავაზობთ. როგორც წესი, 1 საათიანი ვიზიტი ისტორიის გაცნობას, სხვადასხვა ქიმიური თუ გემოვნური თვისებების შესახებ საინტერესო ინფორმაციის მოსმენას და უშუალოდ დეგუსტაციას მოიცავს.
4. კერძების მომზადება
გიფიქრიათ, რამხელა ბარიერს წარმოქმნის ურთიერთობაში ის ფაქტი, რომ ორ განსხვავებულ (ან ძალიან მსგავს) ადამიანს, შესაძლოა, სულაც არ ჰქონდეს საერთო ჰობი ან ინტერესი? თანამედროვე პრობლემებს თანამედროვე გადაწყვეტები სჭირდება, სწორედ ამიტომ, წყვილები ახალი ჰობის გაჩენას ერთად ცდილობენ და სხვადასხვა საინტერესო აქტივობით კავდებიან, მათ შორის — კერძების მომზადებით, რაც როგორც სახლში, ფქვილიანი ხელითა და ლამაზად მოხატული წინსაფრით, ასევე სპეციალურ სივრცეებში, მასპინძლის მასტერკლასით შეგიძლიათ.
5. სასტუმროში დარჩენა — გ ა ნ ტ ვ ი რ თ ვ ა
სპა დღე არაჩვეულებრივი იდეაა, თუმცა გარემოს სრულად გამოსაცვლელად სასტუმროში ღამის გატარებაზე რას იტყოდით? კიდევ უფრო აქტიურად გიზიარებთ რეკომენდაციებს ლოკაციებზე, რომელიც დედაქალაქის ცენტრიდან 1 საათის სავალ რადიუსზეა განთავსებული.
Gulf Aquamarine Hotel, Tbilisi — 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისის ზღვის საკურორტო ზონაში, სადაც 360 გრადუსით შთამბეჭდავი პანორამული ხედები, უგემრიელესი სამზარეულო, კეთილმოწყობილი სასეირნო ბილიკები და სხვა სიკეთეები დაგხვდებათ.
Gino Paradise — შედარებით მსუბუქი დასვენებისთვის, ნებისმიერი ასაკის ადამიანის უალტერნატივო არჩევანი ჯინო ფერედაისი უნდა იყოს. გარდა ველნეს, პრემიუმ სივრცეებისა, სადაც სხვადასხვა სპა ოთახი და პროცედურა ერთიანდება, ხელმისაწვდომია დახურული აკვაპარკი და აუზი, რომელიც რელაქსაციისთვის არაჩვეულებრივ გარემოს ქმნის.
Gino Wellness Mtskheta – თბილისიდან 15 კილომეტრში, მცხეთის შესანიშნავი ხედებით და ისტორიული შემოგარენით, რომლის ფეხით შემოვლაც კი კმარა ახალი ემოციებით დასატვირთად. სასტუმროს აქვს ველნეს და სპა ცენტრი, სადაც არის ორი სახეობის საუნა, ჯაკუზი და ღია აუზი. ველნეს მომსახურება შედის ნომრის ღირებულებაში.
ზოგჯერ გეჩვენება რომ ცხოვრება ზედმეტად ჩქარია, ბევრი ერთნაირი დღე ერთმანეთს ცვლის და თითქოს ახალიც არაფერი ხდება. სწორედ ამ დროს, თავად უნდა გადაწყვიტო საკუთარი თავის ან საყვარელი ადამიანის გახალისება, ახალი ემოციების მიღებისთვის განეწყო და დაგეგმო დღე, რომელიც ორივეს დაგამახსოვრდებათ.
რუბრიკის სპონსორია Gulf Aquamarine Hotel, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი, რომელიც თბილისის ზღვაზე, აკვაპარკ ჯინო ფერედაისის საკურორტო ზონაში მდებარეობს და მოიცავს აუზს, რესტორანს, ბარებს, საკონფერენციო სივრცეებს და წვეულების დარბაზს.
-
გადახედვავერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ ვერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
კომენტარები