ილიაუნიში HR ღონისძიება გაიმართება – ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება, სტრატეგიული HR მართვა და HR მეტრიკები
6 მაისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ორგანიზაცია EVA-სა და ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის მხარდაჭერით HCM metrics-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დევიდ სიმონდსი სტუდენტებისთვის წაიკითხავს ლექციას თემაზე – "ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება, სტრატეგიული HR მართვა და HR მეტრიკები".
მომხსენებლის შესახებ
დევიდ სიმონდსი, HCM Metrics-ის და HR Analytics ჯგუფის თავმჯდომარე, პირველი HR პროფესიონალია, რომელმაც პროფესიული სერტიფიცირება მიიღო ISO 30414 ადამიანური კაპიტალის მენეჯმენტის ანგარიშგების სტანდარტის შესაბამისად.
HCM Metrics, რომლის დამფუძნებელიც არის დევიდ სიმონდსი, მსოფლიოში ISO 30414:2018-ის პირველი აკრედიტებული აუდიტორული კომპანიაა, რომელიც კომპანიებს პრინციპებზე, მონაცემებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ და შედეგზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს სთავაზობს.
ლექციის შესახებ
კომპანიებს შეუძლიათ, რეალური სარგებელი მიიღონ ადამიანური კაპიტალის ანგარიშგების ეფექტურად განხორციელების შემთხვევაში, გავლენა იქონიონ ბიზნესპარტნიორებსა და მთავარ დაინტერესებულ მხარეებზე (სთეიქჰოლდერებზე), გაზარდონ კომპანიაში მონაცემებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიღებულ გადაწყვეტილებათა სიხშირე, გააძლიერონ თანამშრომლობა ტოპმენეჯმენტთან და კომუნიკაცია გამჭვირვალე და ეფექტური გახადონ.
სპიკერი მიმოიხილავს საერთაშორისო სტანდარტს „ISO 30414:2018 – ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება“, რომელიც ორგანიზაციებს აძლევს შესაძლებლობას, მკვეთრად გაზარდონ ადამიანური კაპიტალის რეალური წვლილი ბიზნესის წარმატებაში, და რომელიც აერთიანებს 60-მდე მეტრიკას 11 ძირითადი მიმართულებით (შესაბამისობა და ეთიკა; ხარჯი; მრავალფეროვნება; ლიდერობა; ორგანიზაციული კულტურა; ორგანიზაციული ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა; პროდუქტიულობა; დაქირავება, მოქნილობა და ბრუნვა; უნარები და შესაძლებლობები; მემკვიდრეობის დაგეგმვა (succession planning); სამუშაო ძალის ხელმისაწვდომობა).
დრო: 6 მაისი, 12:00 საათი
ლექციის ფორმატი: ლექციაზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ფიზიკურ სივრცეში, ასევე დისტანციურად (უზრუნველყოფილი იქნება LIVE ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდზე)
Live-ღონისძიების ბმული ლექციაზე დისტანციურად დასწრების მსურველთათვის: https://bit.ly/44iUH4a
ადგილმდებარეობა ლექციაზე ფიზიკურ სივრცეში დასწრების მსურველთათვის: E207 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 (ვაკის პარკის გადმოსწვრივ)
სამუშაო ენა: ინგლისური
დასწრება თავისუფალია.
-
გადახედვანიაზ დიასამიძე: ნებისმიერი ძალადობა, ჩვენ მიმართ, იწვევს უკურეაქციას... ჩვენი მთავარი მრწამსია თავისუფლება ნიაზ დიასამიძე: ნებისმიერი ძალადობა, ჩვენ მიმართ, იწვევს უკურეაქციას... ჩვენი მთავარი მრწამსია თავისუფლება
-
გადახედვა"ჩვენი გამაერთიანებელი სწორედ ევროპული ღირებულებებია" — კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების სოლიდარობა თსუ-ს სტუდენტებს "ჩვენი გამაერთიანებელი სწორედ ევროპული ღირებულებებია" — კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების სოლიდარობა თსუ-ს სტუდენტებს
-
გადახედვაგვჯერა, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია არის უალტერნატივო — კონსერვატორიის სტუდენტების, კურსდამთავრებულების და პროფესორ-მასწავლებლების მანიფესტი გვჯერა, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია არის უალტერნატივო — კონსერვატორიის სტუდენტების, კურსდამთავრებულების და პროფესორ-მასწავლებლების მანიფესტი
-
გადახედვაჩვენ ვიბრძვით ხვალინდელი დღისთვის — ნინო ქათამაძე ჩვენ ვიბრძვით ხვალინდელი დღისთვის — ნინო ქათამაძე
-
გადახედვათბილისში ევროპული მარში დაიწყო თბილისში ევროპული მარში დაიწყო
-
გადახედვა"რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ის უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული" — ოპოზიციური პარტიების განცხადება "რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ის უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული" — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
-
გადახედვა"რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" — მშობლების მარში "რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" — მშობლების მარში
-
გადახედვასაპატრიარქო აცხადებს, რომ ამაღამ ქაშვეთის ეკლესიის კარს დაკეტავს საპატრიარქო აცხადებს, რომ ამაღამ ქაშვეთის ეკლესიის კარს დაკეტავს
-
გადახედვათსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს თსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს
-
გადახედვაუნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი
-
გადახედვაქეთი მესხიშვილი: კი, ყველა რეფორმას, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოებს და არა, ძალადობას, მუქარას, შანტაჟს, დევნას! ქეთი მესხიშვილი: კი, ყველა რეფორმას, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოებს და არა, ძალადობას, მუქარას, შანტაჟს, დევნას!
-
გადახედვასაპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა საპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა
-
გადახედვაუჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს
-
გადახედვაშვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას შვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას
-
-
გადახედვაროგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე როგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე
-
-
გადახედვამეცნიერებმა მაღალი IQ მემარცხენე იდეოლოგიის ქონას დაუკავშირეს — კვლევა მეცნიერებმა მაღალი IQ მემარცხენე იდეოლოგიის ქონას დაუკავშირეს — კვლევა
-
გადახედვაზურა ჯაფარიძე: პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი, არ ვიცით სად ჰყავთ, რას ედავებიან ზურა ჯაფარიძე: პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი, არ ვიცით სად ჰყავთ, რას ედავებიან
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძის თქმით, მასზე თავდასხმა სცადეს ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მასზე თავდასხმა სცადეს
კომენტარები