საქართველოს ბანკისა და ProdAct Community-ის პარტნიორობით თემაზე — მონაცემებზე დაფუძნებული პროდუქტის მარკეტინგი და მენეჯმენტი შეხვედრა გაიმართება
საქართველოს ბანკი, როგორც ციფრული პროდუქტების საუკეთესო მიმწოდებელი ბანკი, მუდმივად ორიენტირებულია ციფრული და ტექნოლოგიური პროდუქტების განვითარებასა და ინოვაციური სტარტაპებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი ProdAct Community-ის პარტნიორი გახდა. პარტნიორობის ფარგლებში, პირველი ერთობლივი Meetup, თემაზე მონაცემზე დაფუძნებული პროდუქტის მარკეტინგი და მენეჯმენტი 8 მაისს, ტერმინალში გაიმართება. ღონისძიებაზე ციფრული მენეჯერები და მარკეტერები ისაუბრებენ იმაზე, თუ რა როლს ასრულებს მონაცემები მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში და როგორ ეხმარებათ პროდუქტის განვითარებაში.
ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკის, ProdAct Community-სა და Veli.Store-ის წარმომადგენლები პრეზენტაციას გამართავენ. პანელური დისკუსიის ნაწილი კი, სიღრმისეულ საუბარს დაეთმობა იმის შესახებ, თუ რა გზაა მონაცემების შეგროვებიდან საბოლოო ვიზუალიზაციამდე და შესაბამისად, მომხმარებლისთვის უკეთესი პროდუქტის შეთავაზებამდე.
"ჩვენი მიზანია საქართველოს ბანკთან ერთად გავაძლიეროთ Community და ერთობლივი ძალისხმევითა და ცოდნის გაზიარებით ხელი შევუწყოთ პროფესიონალიზმის ზრდას ციფრული პროდუქტების მიმართულებით. ჩვენი კოლაბორაციის ფარგლებში მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე Meetup-ები ჩატარდება, რომლებიც აღნიშნულ სფეროში საინტერესო და აქტუალური თემებისა და გამოწვევების განხილვას მიეძღვნება. გაიმართება ადგილობრივი პროდუქტების პრეზენტაციები და პანელური დისკუსიები. დამატებით, ასევე ვგეგმავთ საერთაშორისო კომპანიებთან კოლაბორაციას, რომლის ფარგლებშიც სექტემბერში მასშტაბური კონფერენცია გაიმართება, სადაც მონაწილეობას უცხოელი სპიკერები მიიღებენ. ეს კულტურული და პროფესიული გამოცდილების გაზიარების კუთხით, ხელს შეუწყობს ქართველი პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებას. მეორე მხრივ, კი ბიძგს მისცემს ქართული სტარტაპებისა და ზოგადად საქართველოს პოზიციონირებას ციფრული პროდუქტების სამყაროში. ProdAct Community არ ჩერდება და გვჯერა, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად საინტერესო პროექტებს განვახორციელებთ", — აღნიშნავს ProdAct Community-ის თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, გიორგი ლომიძე.
"მონაცემთა დამუშავება და მათი ეფექტური გამოყენება ციფრული პროდუქტების დეველოპმენტში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სწორედ ამიტომ, საჭიროა მონაცემებზე დაფუძნებით შემუშავებული სტრატეგია პროდუქტის განვითარებისთვის. საქართველოს ბანკის და ProdAct Community-ის პარტნიორობის მიზანია, ხელი შევუწყოთ სხვადასხვა აქტივობებით, ციფრული პროდუქტების შექმნის პროცესში ჩართული პროფესიონალების კოლაბორაციას; გამორჩეული და წარმატებული ქართული ციფრული პროდუქტების პოზიციონირებას როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე და ტექნოლოგიებით დაინტერესებული პირებისთვის პლატფორმების შექმნას, სადაც ისინი მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და ცოდნის მიღებას შეძლებენ. მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენ აღნიშნული პროექტით მივცემთ ადამიანებს მოტივაციას, დაინტერესდნენ და შექმნან მონაცემებზე დაფუძნებით ბევრი, ახალი და კარგი პროდუქტი", — აღნიშნავს საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, გიორგი ვახტანგიშვილი.
ინფორმაციისთვის, Community-ის საქმიანობა ბევრ საინტერესო მიმართულებას აერთიანებს. ძირითადი მიზანი სხვადასხვა სახის ღონისძიებების და კონფერენციების ჩატარებაა, რომელიც ქართულ სტარტაპერებს შესაძლებლობას მისცემს იდეები გააცნონ საზოგადოებას. ციფრული პროდუქტებით დაინტერესებული ადამიანები კი, ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიული წრის გაფართოებას შეძლებენ.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები