DRI-ის შეფასებით, ღარიბაშვილის ჰომოფობია ულტრამემარჯვენე ძალების რიტორიკასთან თანხვედრაშია
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) პრემიერმინისტრის ჰომოფობიურ გზავნილებს განცხადებით გამოეხმაურა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 5 მაისს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის დედაქალაქში მიმდინარე კონსერვატორთა კონფერენციიის ერთ-ერთი სპიკერი იყო.
- კონფერენცია დევიზით — "ერთად ჩვენ ძლიერები ვართ" — ძირითადად ამერიკელი და ევროპელი კონსერვატორების მონაწილეობით იმართება, რადგან, როგორც AP წერს, ევროპაში იზოლირებული უნგრეთის პოპულისტური მთავრობა მოკავშირეებსა და თანამოაზრეებს ეძებს.
- თავად ორგანიზატორები ამბობდნენ, რომ ეს შეხვედრა "ფოკუსირებული იქნებოდა ლიბერალების კოშმარზე: ეროვნული ძალების საერთაშორისო გაერთიანებაზე".
- რაც შეეხება ღარიბაშვილს, რომელიც ბოლო პერიოდში უნგრეთის პრორუს პრემიერთან, ვიქტორ ორბანთან მეგობრობას ცდილობს, ეს საერთაშორისო ტრიბუნა ჰომოფობიური გზავნილების გასაჟღერებლად გამოიყენა.
- ჰომოფობია ღარიბაშვილისგან სიახლე ნამდვილად არ არის, თუმცა ადამიანს, რომლის სიტყვებმაც 5 ივლისს მასშტაბური ძალადობა წაახალისა, მსგავსი გამოსვლის შედეგებზე უფრო მეტი უნდა ეფიქრა.
დეტალები: დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში ამბობენ, რომ პრემიერის ჰომოფობიური რიტორიკა, რომელიც რელიგიურ და ეროვნულ სენტიმენტებზე აპელირებს, სრულ თანხვედრაშია საქართველოში მოქმედი ღიად პრორუსული და ულტრამემარჯვენე ძალების გზავნილებთან.
- "პროსახელისუფლებო პროპაგანდისტული არხებისა და ულტრამემარჯვენე ძალების მიერ უნისონში წარმოებული პოლიტიკური შინაარსის ჰომოფობიური კამპანია აჩენს ეჭვებს, რომ ქართული ოცნება და ულტრამემარჯვენე ძალები შესაძლოა, ერთობლივად ლობირებენ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ღიად დისკრიმინაციული შინაარსისაა და აუცილებლად იქცევა მნიშვნელოვან წინაღობად საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
კონტექსტი: ძალადობრივი და პრორუსული ალტ-ინფოს ლიდერებმა და 5 ივლისის ორგანიზატორებმა, გიორგი ქარდავამ, ზურაბ მახარაძემ, ირაკლი მორგოშიამ, შოთა მარტინენკომ და კონსტანტინე მორგოშიამ 2022 წელს პარლამენტს კანონპროექტი წარუდგინეს, რომლითაც ადამიანის ფუნდამენტური უფლების, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მოითხოვეს.
- ჰომოფობიური კანონპროექტის თანახმად, უნდა აიკრძალოს ისეთი შეკრება და მანიფესტაცია, რომელიც მიზნად ისახავს "სექსუალური ორიენტაციის დემონსტრაციას, პოპულარიზაციას და პროპაგანდას" და ისეთიც, რომლის დროსაც შეიძლება, ადგილი ჰქონდეს რომელიმე რელიგიური მიმდინარეობის საწინააღმდეგო განცხადებებსა და მოწოდებებს.
- დოკუმენტის განმარტებით ბარათში ჰომოფობები წერდნენ, რომ საჯარო სივრცეში სექსუალური უმცირესობების გამართული ღონისძიებების ხილვა მოსახლეობისთვის მიუღებელია, რასაც საზოგადოების "სიმშვიდისა და უსაფრთხოების" მოტივით ხსნიდნენ — თუმცა, სწორედ ისინი არავინ მთავარი საფრთხე და მათი მხარდამჭერები ესხმიან თავს უმცირესობებს.
- მოძალადეების სურვილით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილება — მათი მოგონილი წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 25 დღემდე.
- მანიფესტაციის ორგანიზატორის შემთხვევაში — ჯარიმა 5 000 ლარით, პატიმრობა კი 30 დღემდე ვადით განისაზღვრება.
- პრორუსები ითხოვენ იმასაც, ცვლილება შევიდეს სისხლის სამართლის კოდექსში და კანონის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში "სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდა" 2-დან 3 წლამდე პატიმრობით დაისაჯოს.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები