ახალი საირმე არტგენს უმასპინძლებს
ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ფესტივალი არტგენი წელს უწყვეტი არსებობის 20 წლის საიუბილეო აღნიშვნისთვის ემზადება. თუმცა ფესტივალის მოყვარულებს ივლისამდე ლოდინი არ მოუწევთ. არტგენი ჯგუფი ახალი საირმისთვის — ამ სახელითა და იდეით გაიმართება აქცია-კონცერტი 20 მაისს კურორტ საირმეში. ივლისში კი ფესტივალი ტრადიციულად თბილისში ჩატარდება.
ღონისძიება ახალ საირმეში ღვინის, კულინარიისა და ადგილობრივი წარმოების გამოფენა-გაყიდვით გაიხსნება. რეგიონის ფოლკლორული ანსამბლებისა და შემსრულებლების შემდეგ კი არტგენის ერთგული მსმენელი საყვარელ ჯგუფებს შეხვდება. ჩვენებურები, ფრანი, REGGAEON, 33ა და ნიაზ დიასამიძე — ახალი საირმის სტუმრები გამორჩეული ქართველი შემსრულებლების მოსმენას მხოლოდ ერთი დღით ჯადოსნურ გარემოში შეძლებენ.
"ფესტივალისთვის დამახასიათებელი ნიშაა სხვადასხვა ადგილებში მოგზაურობა და ექსპედიციები ახალი სახეების, ოჯახების ან ძველისა და მიკარგულის აღმოჩენისთვის. თუმცა საირმეში აქამდე არ ვყოფილვართ. ეს რაიონი ძალიან დიდი ფოლკლორული კულტურით გამოირჩევა. რეწვით დაწყებული, მუსიკითა და ცეკვით დასრულებული ძალიან სავსე კუთხეა. ზოგადად, სადაც ღვინის ტრადიცია არსებობს და დღემდე წარმატებით ცოცხლობს, იქ ქართული ცეკვა-სიმღერა და ფოლკლორიც ყოველთვის საინტერესოა. სწორედ ასეა საირმეშიც", — ამბობს გაგა ჩიხლაძე, არტგენის ორგანიზატორი და ჯგუფ ფრანის წევრი.
ფოლკლორის, ქართული რეწვისა და თანამედროვე, საავტორო ცოცხალი მუსიკის პოპულარიზაციის გარდა, ფესტივალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ განვითარებასა და ქვეყნისთვის ისტორიულ-კულტურული თუ ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ადგილების პოპულარიზაციას. რეგიონული ტურნეს დაგეგმვისას Art-გენი ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით არჩევს ფესტივალის ადგილებს. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ახალი საირმის სივრცე და ხასიათი სრულად პასუხობს ფესტივალის შინაარსსა და მოთხოვნებს.
"ახალი საირმის ის გარემო, სადაც ფესტივალი მოეწყობა, რომ ჩადიხარ, უკვე არტგენია, ისეთია ირგვლივ ყველაფერი. რაც შეეხება თვითონ ღონისძიებას, რატომაა ის ორმაგად მიმზიდველი და სასიამოვნო არტგენის მეგობრებისა და თანამგზავრებისთვის - თუ ჩვენს მსმენელებსა და ფესტივალის ერთგულ გულშემატკივრებს სხვადასხვა დღეს ვთავაზობთ ხოლმე მათთვის საყვარელი სხვადასხვა ჯგუფის კონცერტებს, აქ მათ ერთიანი მიქსი დახვდებათ. სტუმრებს შეეძლებათ, საირმის ულამაზეს ბუნებაში მათთვის საყვარელ ჯგუფებს მთელი დღის განმავლობაში უსმინონ. ის, რაც შეიძლება თბილისში ეთნოგრაფიულში ერთი კვირის განმავლობაში მოხდეს, საირმეში, ამ საოცარ გარემოში, ერთ დღეში მოხდება", — განაცხადა გაგა ჩიხლაძემ.
ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე, 19 მაისს, სასტუმრო ახალ საირმეში ჯგუფი ფრანის მუსიკალური საღამო გაიმართება. 20 მაისს კი არტგენზე დასწრებას, სულ, 600 მსურველი შეძლებს. ბილეთების გაყიდვა და სასტუმროს დაჯავშნა უკვე შესაძლებელია. უნიკალური ადგილმდებარეობა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა — ახალი საირმე მზადაა ფესტივალის სტუმრებისთვის ჯადოსნური მუსიკალური თავგადასავალი კიდევ უფრო სრულყოფილი გახადოს.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
კომენტარები