დღეს გირჩის, ვაშაძისა და ახალი მემარჯვენეების გაერთიანებულმა ბლოკმა პაატა ბურჭულაძის პარტიას გაერთიანება შესთავაზა, რასაც სახელმწიფო ხალხისთვის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი პაპავა გამოეხმაურა.

რუსთავი 2-თან მიცემულ ინტერვიუში, ბურჭულაძის პარტიის ეკონომიკური გუნდის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძეს პოლიტიკაში მოსვლის დღიდან აქვს სურვილი ითანამშრომლოს პროდასავლურ ძალებთან:

"ჩვენ ღია ვართ პროდასავლური პარტიებისთვის, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს. მივესალმებით იმ განცხადებას, რომელიც გაკეთდა ზურა ჯაფარიძისა და ვაშაძის მიერ, ჩვენ ვთვლით, რომ ნამდვილად კომპეტენციაზე, სუფთა წარსულსა და რეპუტაციაზე დაფუძნებული ძალა ვართ და ვთვლით, რომ პაატა ბურჭულაძეს ნამდვილად აქვს რესურსი იმის, რომ შემოიკრიბოს პროდასავლური ძალა".

გიორგი პაპავას თქმით, ისინი გუნდში, პაატა ბურჭულაძესთან ერთად, განიხილავენ ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანის შეთავაზებას.